სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.10.2018

     პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ინიციატივით, 20 ოქტომბერს "დედაენის" ბაღში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ეს დღე უნდა დამკვიდრდეს.

    "მარიხუანას მოხმარების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა და ამ რეალობაში ჩვენი უფლებების რელიზაცია თვითონ უნდა მოვახდინოთ. ქვეყნის რეალობაში ასეთი დღე უნდა დამკვიდრდეს. ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან სხვადასხვა პირები, ზოგი მათგანი მარიხუანას გაყიდის, ზოგი იყიდის. ეს იქნება გართობის, მხიარულების ფესტივალი, სადაც იქნება უამრავი ტურისტი, რომლებმაც იციან, რომ ამ ქვეყანაში მარიხუანა არის ლეგალიზებული" - ამბობს იაგო ხვიჩია.

    "ამაზე მეტი დაცინვა რაღა უნდა იყოს, რომ "დედაენის" ბაღში მარიხუანა გაიყიდება. ქართველი ერი ყველაფრის ღირსია, ჩვენ აღარ ვგავართ ხალხს და არ ვვარგივართ, რადგან ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. თავმოყვარეობა რომ გვქონდეს, "გირჩი" თავისი ლიდერებიანად უნდა გამოიყვანო შუა მოედანზე და საკადრისი პასუხი გასცე, მაგრამ ქართველი ხალხი ისეა თავისი სიდუხჭირით დაღლილი, რომ ხმის ამოღებაც აღარ უნდა. მეტი რაღა უნდა მოხდეს, არ ვიცი, ეტყობა, "გირჩს" უნდა, რომ საქართველოში ყველამ გამოტვინებული იაროს" - ასე გამოეხმაურა "გირჩის" ინიციატივას ცნობილი მსახიობი გივი სიხარულიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    იაგო   (13.10.2018)
    "გირჩის" ყველა წევრს, როგორც მავნებლებს, უნდა აეკრძალოთ მასმედიაში გამოსვლა!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved