სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    14.06.2018

     "ახლა გადადგებოდა კვირიკაშვილი თუ ერთი თვის შემდეგ, კაციშვილი ვერ მეტყვის, რომ კატასტროფა იქნებოდა. მისი გადადგომა ამ პროტესტის მუხტს ხომ უფრო განაახლებს და რა მოგება აქვს აქედან "ქართულ ოცნებას", ლოგიკას ვერ ვხედავ.

    "დაახლოებით ისეთი რამ ვნახეთ, რაც ღარიბაშვილის გადადგომის დროს, წინა დღით წარმატებებზე ილაპარაკა და მეორე დღეს დატოვა პოსტი. ასეა ახლაც, თითქოს გუშინ არაფერი ხდებოდა და დღეს წავიდა ისე, რომ განხილვის მიღმა დგას. ერთდერთი ლოგიკაა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

    "რეზონანსი": კვირიკაშვილი გადადგა და განაცხადა, რომ ის მიდის გუნდთან და ივანიშვილთან აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ძირითადად მის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. თქვენი აზრით, რატომ გადადგა კვირიკაშვილი?

    ვახტანგ ძაბირაძე: ყველა ელოდა, რომ კვირიკაშვილი გადადგებოდა სამშაბათს, როდესაც "ოცნების" სხდომა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ამ სხდომაზე არ მიუღიათ და ისევ ივანიშვილმა გადაწყვიტა ეს.

    გულწრფელად გითხრათ, ამ წუთში მთავრობის გადაყენების ვერანაირ მოტივს ვერ ვხედავ, თუნდაც ეკონომიკური პოლიტიკის თვალთახედვით იყოს განსხვავება. ერთადერთი ლოგიკური შეიძლება ჩანდეს ის, რომ გადადგა კვირიკაშვილი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

    ანუ, პარლამენტი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებს, რაც პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს. შეიძლება ეს იყოს გამართლება. თუ ამ გზით წასვლას აპირებს "ქართული ოცნება", მაშინ გასაგებია, სხვა შემთხვევაში ეს დიდი მოულოდნელობაა პირადად ჩემთვის და ასევე გაუგებარიც, ისე როგორც იყო ღარიბაშვილის წასვლის შემთხვევაში.

    ღარიბაშვილთან მიმართებით გარკვეული უარყოფითი განწყობა საზოგადოებაში არსებობდა, კვირიკაშვილის მიმართ კი ასეთ განწყობას ვერ ვხედავ და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ მესმის, მით უმეტეს ამ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ამას თავად მიიწერს, რომ მისი დამსახურებაა, არ მესმის. პოლიტიკურად და პიარის თვალსაზრისითაც წამგებიანია.

    "რ": კვირიკაშვილის გადადგომას აქციებზე ითხოვდნენ, ბოთლებიც კი დაუშინეს და როგორ არ იყო უარყოფითი განწყობა მის მიმართ?

    ვ.ძ: რა თქმა უნდა, არ იყო. შესაძლოა, დღევანდელი ვითარება, მარნეულის მერთან დაკავშირებული ინფორმაცია იქცაა მოთმინების ბოლო წვეთად და ამიტომ გადადგა. სხვა მხრივ, აქციებზე სულ არის ასეთი მოთხოვნა, მე ვლაპარაკობ ნეიტრალურ საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე.

    ახლა გადადგებოდა კვირიკაშვილი თუ ერთი თვის შემდეგ, კაციშვილი ვერ მეტყვის, რომ კატასტროფა იქნებოდა. ეს აქციები მინელდა და ჩაცხრა. მისი გადადგომა ამ პროტესტის მუხტს ხომ უფრო განაახლებს და რა მოგება აქვს აქედან "ქართულ ოცნებას", ლოგიკას ვერ ვხედავ.

    დაახლოებით ისეთი რამ ვნახეთ, რაც ღარიბაშვილის გადადგომის დროს, წინა დღით წარმატებებზე ილაპარაკა და მეორე დღეს დატოვა პოსტი. ასეა ახლაც, თითქოს გუშინ არაფერი ხდებოდა და დღეს წავიდა ისე, რომ განხილვის მიღმა დგას. ერთდერთი ლოგიკაა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

    "რ": ახლა ისეთი კრიზისი არ დგას ქვეყანაში, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

    ვ.ძ: გეთანხმებით, ვადამდელი არჩევნებისთვის კრიზისი ქვეყანაში არ არის, მაგრამ გარდამტეხი პერიოდია. მე ხშირად ვამბობ, რომ წლის ბოლომდე აქვს ხელისუფლებას ვადა, რათა პოლიტიკური პროცესი, რომელიც ცუდად მიდის, შემოაბრუნოს.

    სწორად ის დროა, რომ ათვლა თავიდან დაიწყონ და 2 წლით გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას, რადგან ახლა "ოცნებას" მოგება განაღდებული აქვს და მომდევნო არჩევნები არა 2020 წელს, არამედ 2022 წელს ჩატარდება.

    "რ": პრემიერობის სავარაუდო კანდიდატებად დასახელდნენ გახარია, ბახტაძე და ცქიტიშვილი. თქვენ ვის ვარაუდობთ?

    ვ.ძ: პროგნოზი რთულია, შეიძლება სრულიად ახალი, უცნობი კადრი მოიყვანო და დასვა. ამ ბარტყების გადაგდება საჭირო არ იყო.

    "რ": კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გუნდსა და მას შორის მთავარი აზრთა სხვადასხვაობა მის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდებოდა და, ლოგიკურად, ეკონომიკური გუნდის მინისტრებიც ხომ უნდა შეიცვალონ?

    ვ.ძ: წესით, უნდა მიჰყვნენ, მაგრამ ივანიშვილის გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება. როგორც ჩანს, მილიარდერებს თავიანთი ლოგიკა აქვთ. არ მინდა პირდაპირი პარალელის გავლება, მაგრამ ტრამპიც ისეთ რამეებს აკეთებს, რაც, ზოგადად, პოლიტიკური ლოგიკის ფარგლებში თითქოს არ ჯდება.

    ასეა ესეც და როგორ გითხრათ?! თუმცა სრულიად მოულოდნელად, შესაძლოა, იმავე ეკონომიკური გუნდიდან ვიხილოთ მომავალი პრემიერი. დღემდე გაუგებარია, რატომ გადადგა ღარიბაშვილი. ეს იცის ვინმემ? ასეთი არაორდინარული რამ ხდება ახლაც. არ გამოვრიცხავ, რომ ან გახარია, ან ცქიტიშვილი იყოს მომავალი პრემიერი. არც ბახტაძეს არ გამოვრიცხავ.

    "რ": წულუკიანის ადგილი უნდა იყოს თუ არა ახალ კაბინეტში? მის მიმართ მესამე სექტორი ძალიან კრიტიკულია.

    ვ.ძ: ალბათ არა. თუმცა ახლა ყველა პროცესი შეჩერდება და არ ვიცი, ეს რამდენად ხელსაყრელია სარალიძისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულწრფელად უცხადებდნენ მას სოლიდარობას, ვერ გეტყვით. სანამ ახალი მთავრობა არ დამტკიცდება, ყველა პროცესი შეჩერდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved