სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    12.05.2018

     პარტია „ქართულ ოცნებაში" სიმშვიდე დამკვიდრდა. რამდენიმე დეპუტატის გარდა, თითქმის ყველამ ერთად იზეიმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში „მეორედ მოსვლა". ივანიშვლმა, ერთის მხრივ, მთავრობას 5-წლიანი მუშაობა შეუქო და მეორე მხრივ, გუნდში არსებული პრობლემებზეც ისაუბრა და ერთ-ერთი მიზეზად პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება ეს დასახელა.

    „ქართული ოცნების" რიგით მეხუთე ყრილობა უსაფრთხოების უკმაცრესი ზომებით ჩატარდა. მთაწმინადაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი საკუთარ რეისს ბოლომდე ვერ ასრულებდა. ავტობუსებს მთაწმინდის გადასახვევთან აჩერებდნენ და იქიდან დანიშნულების ადგილამდე დელეგატები და მედიის წარმომადგენლები სცეპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით მიჰყავდათ. უბრალო მგზავრებს კი ფეხით უწევდათ სახლამდე მისვლა.

    ამას უკმაყოფილება მოჰყვა. „პარლამენტში ერთი ბომბია საჭირო. ესენი მხოლოდ ფულის საჭმელად არიან მოსულები" - ამბობენ უკმაყოფილო მგზავრები.

    „ოცნების" დელეგატებმა და მთავრობის წევრებმა მთაწიმინდის პარკში შეკრება დღის 3 საათიდან დაიწყეს, სადაც სპეციალურად მათთვის ლურჯი ხალიჩა იყო გაშლილი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად კლუბ „ანდერვალში" დაახლოებით 4 საათისკენ გამოცხადდა.

    ყრილობას ასევე ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი და „მრეწველი" სიმონ ნოზაძე.

    ყრილობაზე არ გამოჩენლა პარლამენტარი ნუკრი ქანთარია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში. როგორც მოგვიანებით მისმა კოლეგებმა აღნიშნეს, იგი საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფება, თუმცა სად, არ დაუკონკრეტებიათ.

    „ქართული ოცნების" დეპუტატებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის მოსავლამდე ითათბირეს. თუმცა, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს, უცნობია, რადგან სხდომა დახურული იყო და მედიის წარმომადეგნლებს დარბაზთან მიახლოვების საშუალებაც არ გვქონდა. როგორც „რეზონანსს" გია ვოლსკიმ განუცხადა, შეხვედრაზე მხოლოდ საპროცედურო საკითხები განიხილეს.

    ამის შემდეგ მცირე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგადაც კლუბ „ანდერვალში" ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და სწორედ მაშინ დაიწყო ოფიციალური ყრილობაც, რომელიც ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

    თავდაპირველად დელეგატბმა ერთხმად აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს წევრები. შემდეგ სიტყვით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა, რომელმაც განვილ 5 წელზე ისაუბრა. მისი თქმით, მან და ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის აღორძინებისთვის ბევრი რამ გააკეთეს და დღეს საქართველოს სრული საერთაშორისო მხარჭერა აქვს.

    კვირიკაშვილის გამოსვლის შემდეგ დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ერთხმად აირჩიეს, რასაც დელეგატები ფეხზე ადგომითა და ოვაციებით შეხვდნენ.

    არ უნდოდა დაბრუნება, მაგრამ მოუწია - ასე დაიწყო ივანიშვილმა თავის 25 წუთიანი გამოსვლა. თუმცა, სანამ მისი დაბრუნების კონკრეტულ მიზეებზე ისაუბრებდა, მანამდე კვირიკაშვილს ნამოღვაწარი შეუქო და აღნიშნა, რომ დღეს სასამართლო და მედიაც თავისუფალია.

    ამის შემდეგ კი განმარტა ის მიზეზები რის გამოც მოუწია პოლიტიკაში უკან დაბრუნება.

    „მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა. დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე. მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია.

    „პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე - ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე - ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

    დარბზში მყოფი დელეგატები პრაქტიკულად ყოველი 2-3 წინადადების მერე მას სიტყვით გამოსვლას მქუხარე აპლოდისმენტებით აწყვეტინებდნენ და ივანიშვილის 25 წუთიანი გამოსვლისას ეს დაახლოებით 30-ჯერ მოხდა.

    ყველაზე დიდი ოვაციები მოჰყვა ივანიშვილის მიერ 2012 წლის გახსენებას, თუ როგორ დაამარცხა არჩევნებში „ოცნებამ" წინა ხელისუფლება.

    წარსულის გახსენება ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოუწია, ოღონდ ამჯერად მედიასთან შეხვედრისას. ყრილობის დასრულების შემდეგ ყოფილი პრემიერი ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამოყოფილ კარავში მოვიდა. იგი მზად იყო კითხვებზე პასუხის გასაცემად. თუმცა ჟურნალისტების არა ორგანიზებულობამ 2011 წელს მედიასთან პირველი ხმაურიანი შეხვედრა გაახსენა და იმედგაცრუებულმა დატოვა კარავი.

    სამაგიეროდ უხვად გააკეთეს კომენტარები მთვარობის სხვა წევრებმა. საბოლო ჯაში კი მათი გზავნილი ერთგვაროვნი იყო - პარტია ახალ ეტაპზე გადადის და გუნდში დაპირსპირება აღარ არის.

    ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც კი ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პარტიის შიგნით არსებული პრობლემები. თუმცა, კონკრეტულად რა უთხრა ურჩ დეპუტატებს ბიძინა ივანიშვლმა, უცნობია. მისივე თქმით, რეალურად, არანაირი დაყოფა „ძველებსა" და „ახლებს" შორის არ არსებობს - გუნდი არის ერთიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved