სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    27.12.2017

    „მე ჯერ კიდევ 2015 წელს ვთქვი, რომ „ისლამურმა ხალიფატმა" საქართველოში „გურჯისტან ვილაიეთი" შექმნა და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. თუმცა შემდეგ გამოვიდა გომელაური და განაცხადა, ეს ზღაპარი და მისტიკაა-ო. დღეს დადასტურდა, რომ მე მართალი ვიყავი,"- აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

    მისი თქმით, „გურჯისტან ვილაიეთის" წევრი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 100-ეულობით ადამიანი შეიძლება იყოს და თუკი სპეცსამსახურები კარგად იმუშავებენ თბილისისა და პანკისის შემდეგ სპეცოპერაციას აჭარაში უნდა ველოდოთ.

    მაისაია ამბობს, რომ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) ამბობს, დიდ საფრთხეს აგვარიდა და აჰმედ ჩატაევი და მის ჯგუფი საქართველოსა და თურქეთში არსებულ დიპლომატიურ მისიებზე იგეგმებოდა ტერაქტები და თუკი ისინი მართლაც აპირებდნენ ასეთი მასშტაბური ტიპის ტერაქტების ჩატარებას, ბუნებრივია, მათ ეს მიძინებული ქსელი - „გურჯისტან ვილაიეთი" უკვე ჰქონდათ და ამ მიძინებული ქსელის გააქტიურებას - ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში მოყვანას გეგმავდნენ.

    „ჩატაევს ჰქონდა მისია, რომ „გურჯისტან ვილაიეთი" მიძინებულიდან ნახევრად მიძინებულ დონეზე გადასულიყო. ეს ქსელი უფრო მეტად გააქტიურებულიყო, დავუშვათ უფრო გააქტიურება ტერორისტული ქმედებებისა, უფრო გააქტიურება იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საქმიანობისა. ისეთი აქტიურობა, როგორიც სინაის ნახევარკუნძულზე შეინიშნება... ბუნებრივია, ეს ტერორისტული ქსელი საქართველოში არსებობს და როგორც ჩანს, სერიოზულ ელემენტებს მოიცავს. სხვა შემთხვევაში ჩატაევი ასე ლაღად ვერ გადაადგილდებოდა. თუმცა ამ ქსელებზე რამდენად რეალურად ხდება შეტევების განხორციელება, ეს გარკვეულ სენტიმენტებს იწვევს. სამშაბათს პანკისში ოპერაცია ეს საშინელება იყო და ლოგიკასთან ვერ მოდის ის, რომ თუ 19 წლის თინეიჯერზე იყო ჩატაევი დამოკიდებული, კარგად ყოფილა მისი საქმე,"- აღნიშნავს მაისაია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter