სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    27.12.2017

     საქართველოსა და უკრაინას შორის გადაადგილებისთვის შესაძლოა მხოლოდ ID ბარათი გახდეს საჭირო. ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

    როგორც საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე აცხადებს, შესაბამისი სურვილი უკრაინის პრემიერმა გაახმოვანა და შესაძლოა უკრაინასთანაც საქართველო-თურქეთის მსგავსი სისტემა ამოქმედდეს.

    “ეს არ არის მარტივი, თუმცა პროცესი დაძრულია, ორივე მხარე მუშაობს ამ თემაზე“, - განაცხადა დუმბაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ინიციატივა უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს ეკუთვნის.

    მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ერთმანეთის ქვეყნებში სტუმრობით.

    “ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილია აიდიDბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს“, - განაცხადა მან.

    ფონდ “ღია საზოგადეობა-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას მსგავსი გამოცდილება თურქეთთან უკვე აქვს და საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობს.

    “ეს პირველ რიგში ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ბიუროკრატიული სისტემის მოშლას და ასევე, წაადგება ჩვენი და უკრაიინს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო თანაშრომლობას. ალბათ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ამ საკითხზე სულ ახალხანს დაიწყო მუშაობა და გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ როცა იქნება, ვფიქრობ, ორივე ქვეყნისთვის საკმაოდ ეფექტურ შედეგს მოიტანს”, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე. 

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved