სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    27.12.2017

     "თუ ვიგულისხმებთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილისთვის და ასევე უცხოელი პარტნიორებისთვის კვირიკაშვილი სრულიად მისაღებია, არ ჩანს მისი გადაყენების სერიოზული მიზეზი", - ამბობს `რეზონანსთან~ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. 

    პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადაყენებაზე "რეზონანსი"რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. 

    რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი სპეცოპერაცია ძალიან ბევრ უკმაყოფილებას იწვევს, იმიტომ, რომ ამ დროს ბევრი დარღვევა შეიძლება მოხდეს. პანკისის სპეცოპერაციამ იმ კითხვებს გასცა პასუხი, რომელიც თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გააჩინა. 

    ეს სპეცოპერაცია, რომ არ ჩატარებულიყო, კითხვები ისევე დარჩებოდა, როგორც ამ დრომდე არსებობდა. 

    "რეზონანსი": პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილია ერთი ადამიანი და როგორც ოჯახი აცხადებს, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

    რ.ზ: მაგას ვამბობ, რომ ხარვეზებია და ამას მოგვარება სჭირდება. იმათ, ვინც ასრულებენ სპეცოპერაციას, სჭირდება უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა და მუშოაბის კულტურა, ვიდრე ჩვეულებრივ სამართალდმაცავებს. ესაა პრობლემა, თორემ ის, რომ არ ჩატარდეს სპეცოპერაცია და ამ დროს ქვეყანაში მაღალია კრიმინოგენური მდგომაორეობა, ამასგვერდსვერაუვლი. 

    სპეცოპერაცია ძალის გადამეტებას არ ამართლებს, ორივე უნდა იყოს მოგვარებული ისე, რომ ეს ორი პრობლემა ერთმანეთს არ დაერთოს.  "რ": სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტები თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსზე აპირებდნენ თავდასხმას. თქვენი აზრით, დიდ საფრთხეს გადაურჩა საქართველო?

    რ.ს: რა მიზანი ჰქონდა ტერორისტებს? - თუ მათ ქმედებებს დაკავირდებით, იკითხება – საქართველო არ აინტერესებთ. მათი ინტერესის სფეროა დასავლეთის პოლიტიკური წრეებიის შეშფოთება და პანიკის გაჩენაა მათი მიზანი. ამ შემთხვევაში ეს ვერსია ჯდება იმ ლოგიკაში, რომლითაც ტერორისტები მოქმედებენ. 

    თბილისის ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გამოითქვა ვერსია, რომ თავდასხმა იგეგმებოდა აბრეშუმის გზის ფორუმზე, სადაც ასობით უცხოელი დიპლომატი იყო ჩამოსული. 

    "რ": ანუ საქართველო `"ისლამური სახელმწიფოს"  ინტერესში არ შედის?

    რ.ს: "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესშია პირველ რიგში დასავლეთი და აშშ. მათ კულტურულად თუ პოლიტიკურად მიუღებლად მიაჩნიათ `"ისლამური სახელმწიფოს"  არსებობა ამ ფონზე, სად მოხდება ეს დაპირისპირება, რა ტერიტორიაზე, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ევროპის არაერთ ქვეყანაში განხორციელებულა ტერაქტი. 

    ძიება ამბობს, რომ ეს ტორისტები თავს საქართველოს აფარებდნენ, რაც ლოგიკურად არაა გამორიცხული. მაგრამ ეს შეიძლება საბოლოო ჩამოყალიბებული ვერსია არ იყოს და ბოლომდე მიყვანილი, ამას დრო უნდა. 

    "რ": კვირიკაშვილის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რამდენად რეალური შეიძლება იყო ეს ინფორმაცია?

    რ.ს: თუ ვიგულისხმებთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილისთვის და ასევე უცხოელი პარტნიორებისთვის კვირიკაშვილი სრულიად მისაღებია, არ ჩანს მისი გადაყენების სერიოზული მიზეზი. 

    თუ, მაგალითად დავუშვათ, ეს რომელიმე პარტიისთვის მისაღებია ეს სხვა თემაა. არჩევნებზე ხმების უმარვლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, შესაბამისად მთავრობაც მან დააკომპლექტა და მისი წასვლა-არწასვლსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. 

    "რ": მაგრამ საუბარია, რომ თვითონ `ოცნებაში~ მსჯელობენ ამ საკითხზე და სწორედ ამის გამოა ამ ბოლოს დროს გაღიზიანებული პრემიერი და იმიტომაც დაუპირისპირდა მელიას...

    რ.ს: ეს ვერსია, რომ გაღიზიანებულია, იმიტომ, რომ უპირებენ რაღაცას, გასაგებია, მეც მოვისმინე, მაგრამ მის გადაყენებაზე საუბარი, უფრო ადრე იყო. 

    მეორეს მხრივ, ამ დაპირისპირებამ შექმნა ის, რომ მიგვახვედრა როგორ იზრდება თვალსა და ხელ შუა ერი, რაც მისასლმებელია. მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ არიქა ეს დაპირისპირება კვირიკაშვილის გაღიზიანების და ნერვიულობის გამო მოხდა. 

    ეს სამართლებრივად შეიძლება არ იყოს სწორი. იქ მელიას მხრიდან იყოშეურაცხოფა. საქართველოშიარისზღვარი, რომლისმერეცშეურაცხოფასპასუხობენ. ამისგატარებაცუარყოფითემოციებსგამოიწვევდა, იტყოდნენ, ამ კაცსარაფერიშეუძლიაო, აგერ შეურაცხოფასაყენებენდახმასარიღებენო. ასერომ, პოლიტიკურადრომელიუფრომომგებიანია, ამისშეფასებაგამიჭირდება. 

    "რ": ანუ დაპირსიპირებით არცერთი მხარე დარჩა მომგებიან ვითარებაში?

    რ.ს: პოლიტიკურად მომგებიანი არეცრთი მხარე არაა ამ დაპირისპირებაში. კვირიკაშვილმა ბოდიში მოიხადა და მელიას ჯერ არ მოუხდია. 

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (27.12.2017)
    ერთადერთი სტალინისნაირი რკინის კაცი თუ უშველის ამ ქვეყანას თორე დაღუპლია საქართველოს საქმე......


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved