სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    26.12.2017

     აჰმედ ჩატაევის ქსელის წევრები პანკისის გარდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც შეიძლება იყოს და ანტიტერორისტული ოპერაციები საქართველოს სხვა კუთხეებშიც უნდა ველოდოთ, - აცხადებს „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

    „მაქვს მოლოდინი, რომ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაცია არ დამთავრებულა და გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს სხვა კუთხეებშიც ჩატარდეს ანალოგიური - აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში, თბილისშიც. როგორც ჩანს, კიდევ არიან. ჩემი წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი, რომელიც პანკისში ამ ოპერაციის დროსაა დაკავებული, თურქეთში გადავიდა და ჩატაევი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში, იქითა მხრიდან მოაცილა საზღვრამდე. ჩვენი მესაზღვრეების კრიტიკა თავისთავად გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ გაითვალისწინეთ, რომ ჩატაევი კარგა ხნის განმავლობაში იყო თურქეთში, თურქული წყაროები ამას ახლა ადასტურებენ, და საზღვარი თურქეთის მხრიდან გადმოლახა, ანუ, თურქ მესაზღვრეებსაც გამოეპარათ. ამიტომ მარტო ქართველი მესაზღვრეებისა და ქართველი სპეცსამსახურების კრიტიკა ამ შემთხვევაში არაფრით არ არის სწორი. სხვა დროს ბევრი აქვთ საკრიტიკო, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი გაუთავებელი კრიტიკა ჩემთვის გაუგებარია,"- ამბობს არეშიძე.

    26 დეკემბერს გამთენიისას თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, ამიტომაც მაჩალიკაშვილს ესროლეს. შედეგად ის დაჭრიილია თავში და ჰოსპიტალიზირებულია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter