სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    26.12.2017

     "აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას ამ შემთხვევაში. ბუნებრივია, პანკისის მხარე არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. ეს პრობლემა შევარდნაძის დროს წარმოიშვა და ამ მხარისგან ყოველთვის მოსალოდნელია გართულებები", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აკეთებს.

    "თქვენ იცით, რომ ხეობაში, მუსლიმანური გავლენა ძალიან იგრძნობა და ყოველთვის შეიძლება, ეს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. უფრო სწორად შესაძლებელია, რომელიმე ქვეყნის მიერ იყოს გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ, რადგან როცა ასეთ ოპერაციებთან გვაქვს საქმე, აქ ყოველთვის დგას არა კონკრეტული პირი, არამედ რომელიმე სახელმწიფო. ის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დადგა დრო მსოფლიოში ახალი გადანაწილება მოხდეს.

    "საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ადგილს და დღესაც ასეა. ასე რომ ვფიქრობ, ეს პროცესი არ შეიძლება გაჩერდეს, შესაძლოა დროებით შეჩერდეს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც გაგრძელდება", - განაცხადა პოლიტოლოგმა.

    შეგახსენებთ, რომ სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter