სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვახტანგ ძაბირაძე კვირიკაშვილის გადადგომას ჯერ არ პროგნოზირებს
    თიკო ოსმანოვა
    26.12.2017

     "ქართული ოცნება" მაინცდამაინც პროგნოზირებადობით არ გამოირჩევა. ღარიბაშვილი, რომელმაც 2 წლის წინ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და მთელი რიგი სამომავლო გეგმები დასახა, ზუსტად 2 დღეში თანამდებობიდან გადადგა.

    "ასეთი მოულოდნელობები ხდება ხოლმე, მაგრამ ლოგიკას თუ გავყვებით, ხელისუფლების ცვლილება არ უნდა მოხდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

    გახშირებულ ხანძრებზე, მელიასა და კვირიკაშვილის დაპირისპირებაზე "რეზონანსი" ვახტანგ ძაბირაძეს გაესაუბრა.

    ვახტანგ ძაბირაძე: ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ვითარება როგორც კრიმინოგენური, ისე ხანძრებთან დაკავშირებით. მკაფიო და მკვეთრი ზომებია მისაღები, განსაკუთრებით - უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

    სასტუმროს ტიპის შენობებში უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს ძალიან მაღალი. უნდა ექვემდებარებოდეს აუცილებელ პირობას, რომ იქ, სადაც საზოგადოების დიდი კონცენტრაცია ხდება, მაღალი სტანდარტები უნდა იყოს დაწესებული.

    "რეზონანსი": თქვენი აზრით, ხელოვნურად ხომ არ ხდება ეს ყველაფერი?

    ვ.ძ: არა მგონია, რომ რომელიმე მეპტრონე იყოს დაინტერესებული ამით. თუმცა ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით.

    როგორც ამბობენ, ასეთი ვერსიაც არსებობს, შესაძლოა, ეს ტერიტორიები მიმზიდველი იყოს მშენებლობებისათვის, მაგალითად, "ბავშვთა სამყაროს" ვგულისხმობ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი.

    ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები ეფექტურად არ მუშაობენ. და სწორედ ამის გამო საზოგადოებაში ჩნდება გარკვეული კითხვები, რაც ხელისუფლების იმიჯს ლახავს.

    "რ": რაც შეეხება კვირიკაშვილისა და მელიას დაპირისპირებას, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელი მხარე დაზარალდა ყველაზე მეტად?

    ვ.ძ: მესმის, რომ ყველანი ადამიანები ვართ, მაგრამ ყველანი არ ვართ პრემიერები. მას უნდა ცოდნოდა, რომ დაპირისპირება იქნებოდა. არ შეიძლება, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა ასეთი რამ გააკეთოს.

    "რ": კვირიკაშვილის შესაძლო გადაყენებაზე რას ფიქრობთ, მოსალოდნელია მორიგი სამთავრობო ცვლილებები?

    ვ.ძ: ამ ეტაპზე, სიმართლე გითხრათ, პრემიერის გადადგომას არ ველოდებით. თუ ასეთი რამ ჩაფიქრებულია, მაშინ ეს გაზაფხულის ბოლოს იქნება. ახლა აზრი არ აქვს ამ ცვლილებას. ეს არც ხელისუფლებას მოუტანს რამეს და არც ქვეყანას. ამიტომ ასეთი ცვლილებების განხორციელების დრო ჯერ არ არის.

    "ქართული ოცნება" მაინცდამაინც პროგნოზირებადობით არ გამოირჩევა. ღარიბაშვილი, რომელმაც 2 წლის წინ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და მთელი რიგი სამომავლო გეგმები დასახა, ზუსტად 2 დღეში თანამდებობიდან გადადგა.

    ასეთი მოულოდნელობები ხდება ხოლმე, მაგრამ ლოგიკას თუ გავყვებით, ხელისუფლების ცვლილება არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება გაზაფხულს, მაშინ შეიძლება აუცილებელი გახდეს გარკვეული ტიპის ცვლილებები, მათ შორის არ გამოვრიცხავ პრემიერის წასვლასაც.

    "რ": გაერო-ში თურქეთის რეზოლუციის განხილვისას, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეხებოდა, 21-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მათ შორის იყო საქართველოც. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს, რამდენად სწორი ნაბიჯია?

    ვ.ძ: არ შეიძლება ასეთ საკითხებში ვიყოთ ავანგარდში. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომლებისთვისაც თავი ვერ დაგვიღწევია. ამიტომ ვიზიარებ ხელისუფლების პოზიციას. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ის, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, რომ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა.

    მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონოდა ლაპარაკი ისრაელის ან აშშ-ის ხელისუფლებასთან. დიპლომატიური არხებით უნდა აეხსნა მათთვის, თუ რატომ მიიღო საქართველომ ეს გადაწყვეტილება. ეს არის აუცილებელი და იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეს გაკეთებული აქვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (26.12.2017)
    ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ხელოვნურად,საქართველო არ უნდა გახდეს წარმატებული ქვეყანა, აბა რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც ყველა რესურსი აქვს ქვეყანას მეტს მიაღწიოს და ეს არ ხდება...

    მოქ.   (26.12.2017)
    ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ხელოვნურად,საქართველო არ უნდა გახდეს წარმატებული ქვეყანა, აბა რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც ყველა რესურსი აქვს ქვეყანას მეტს მიაღწიოს და ეს არ ხდება...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter