სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    25.12.2017

     სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობების შემდეგ ხანძარი სასტუმროებშიც მძვინვარებს. `ლეოგრანდის~ შემდეგ კვირას გვიან ღამით ხანძარი სასტუმრო "რუსმშიც" გაჩნდა. თუმცა, ამ შემთხვევაში სტუმრების ევაკუაცია დროულად მოხდა და ამას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია. სასტუმრო „რუმს თბილისის“ დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ ორი ოთახი დაზიანდა. 

    “აჭარა ჯგუფის“ მმართველი დირექტორის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მისივე თქმით, მიზეზს გამოძიება დაადგენს. როგორც ბერულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, ხანძარი მეხუთე სართულზე სხვენში გაჩნდა. „ყველაფერი არის მოგვარებული, ჩვენი ყველა სტუმარი გადაყვანილია ჩვენს მეორე სასტუმროში“, - განაცხადა ბერულავამ.

    წინასწარი ინფორმაციით, სასტუმრო "რუმს თბილისში" ცეცხლი მეხუთე სართულიდან გავრცელდა. კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე არსებულ ვითარებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. 

    თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „რუმს თბილისში“ ხანძარი მე-5 სართულის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები და გამწოვები. მისივე თქმთ, სასტუმროს საცხოვრებელ ნომრებში ხანძარი არ ყოფილა.

    როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, არის ფაქტობრივად ლიკვიდირებული და ამ ეტპზე მიმდინარეობს მთელი პერიმეტრის შესწავლა-დათვალიერება.

    „შეტყობინება ხანძრის შესახებ 00:31 საათზე შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მათ შორის - სამი სამაშველო და ორი მექანიკური. დაახლოებით 3-4 წუთში ადგილზე გამოცხადდა პირველი ორი დანაყოფი, რომლებმაც მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ეს პროცესი ძალიან სწრფად ჩატარდა. დაახლოებით 5 წუთში მცხოვრებლები შენობის გარეთ იყვნენ. ხანძრის შედეგად მეხუთე სართულის სასხვენო გადახურვა იწვოდა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. დაშავებული არავინაა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა. 

    ამასთან შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდი" დაიწვა, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. 

    ასევე გუშინ ხანძარი იყო დინამოსთან ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 

    "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე  5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

    “ასოციაცია “საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძის აზრით, გახშირებული ხანძრები   უსაფრთხოების ნორმების არ არსებობით არის გამოწვეული. 

    "სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რაც დადგენილი იყო საბჭოთა კავშირის დრო, ის გააუქმეს ისე, რომ ახალი რედაქცია არავის დაუმუშავებია. ახალი სტანდარტები არ შეუმუშავებიათ. 

    2014 წელს ღარიბაშვილი იყო მაშინ მთავრობის თავმჯდომარე და  მშენებლობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების შემუშავებაზე განცხადება გააკეთა. აღინიშნა, რომ თუ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით კანონი და არ გვაქვს დამუშავებული ადგილობრივი სტანდარტები, უნდა ვიხელმძღვანელოთ 1992 წლამდე საბჭოთა კავშირის დროს არსებული ნორმებით. მაგრამ ესეც არ სრულდება. 

    ახლა დაიწყეს ამ ვაკუუმის შევსება, არ ვიცი ვის მოუვიდა თავში აზრად დაწერეს რაღაც 1000 გვერდიანი და კაცი ვერ წაიკითხავს, შეასრულებს კი არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოცემულია იმისთვის, რომ არ გატარდეს. გარდა ამისა არ არსებობს ის სტრქტურა, ვინც ამ უსაფრთხოებას შეამოწმებს.  

    ხანძრის ძირითადი გამოწვევი მიზეზები არის ის, რომ არავინ იცავს სახანძრო უსაფრთხოების წესებს. Pირველი შენობის დაპროექტების დროს ყოველთვის იყო განსაზღვრული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ღონისძიები თუმცა დღეს ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. ოღონდ ბევრი ფული არ დახარჯონ ისე აშენებენ შენობებს და ამ წესებს საერთოდ არ იცავენ~, - ამბობს "რეზონანსთან"საუბრისას საკანდელიძე. 

    მისი თქმით, ასევე მშენებლობების დროს იყენებენ ისეთ სამშენებლო მასალებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ხანძარ-უსაფრთხოების ძირითადად თვისებებს. 

    "გარდა ამისა საქართველოში სამშენებლო მასალის განსაკუთრებით მოსაპირკეთებელი საშუალებების შემოწმება არ ხდება საბაჟოზე  და არც მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე. რაც მთავარია ამას ისე იყენებენ, რომ ამას არც მშენებლობის დასრულების შემდეგ ამოწმებენ. გამოყენებულია ისეთი ხანძარ საშიში მასალები, რომელიც ელემენტარულ ნორმებს არ აკმაყოფილებს. Aრადა, ძირითად 2 თვისებას უნდა აკმაყოფილებდეს – პირველი, ხანძარგამძლეობა და მეორე, ცეცხლმებელობა, რომ გაუძლოს მაღალი ტემპერატურების ხანგრძლივობას. 

    ეს მასალები ისეთი ნივთიერებებისგან არის დამზადებული, რომელიც წვის დროს გამოიყოფა და იწვევს სასუნთქი ორგანოების დაზიანებას და ადამიანების მოწამლას", - გვითხრა საკანდელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter