სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    23.12.2017

     საბავშვო ბაღები შესაძლოა იმ ოჯახებისთვის გახდეს ფასიანი, ვისი წლიური შემოსავალიც 40 000-ს ლარს აჭარბებს. როგორ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი ბავშვების დიდი ნაკადია, რომელსაც სახელმწიფო ხარჯები ვეღარ წვდება.

    მისივე თქმით, ბაღის გადასახადი გარკვეული ტიპის ოჯახებმა უნდა გადაიხადონ და ამ პრობლემის მოგვარებას შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს.

    ამასთან, პრემიერის თქმით, ბაღის გადასახადის გადახდა არ მოუწევთ არა მხოლოდ 70 ათასი ქულის მქონე ოჯახს, არამედ ეს ბარიერი ორჯერ ან საჯერ მაღალი გახდება.

    ამ პრინციპით გამოდის, რომ თუ ოჯახის სოციალური მდგომარეობა შეფასდა 210 ათასი ქულით, ის გადასახადს არ გადაიხდის, მაგრამ ამაზე მაღალი შეფასების შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევს.

    ბაღების სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს იდეა ჯერ განხილვის პროცესშია, თუმცა მას საგენტო მას მხარს უჭერს.

    კითხვებზე, რა თანხის გადახდა მოუწვეთ ოჯახებს და როგორ მოხდება მათი შემოსავლების განსაზღვრა, ამას გააკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო თუ შემოსავლების სამსახური, კახა გვანცელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს უცნობია.

    "რეზონანსი" დაინტერესდა თუ როგორ და რა პრინციპით გამოითვლება ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, რისთვისაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს შემოსავლების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით განისაზღვროს. თუმცა, მიმართვის შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეში თავადაც ჩაერთონ.

    ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თითოეული ოჯახისთვის ქულების მინიჭება ინდივიდუალურად ხდება, შესაბამისად, რა ნივთზე და რა შემოსავლაზე რამდენი ქულა ენიჭება, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან ამას სპეციალური კომისია წყვეტს.

    ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ოჯახების ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრა არა ქულის მიხედვით, არამედ შემოსავალების მიხედვით მოხდება.

    "აქ საუბარია იამზე, რომ ვისაც წლიური მაღალი შემოსავალი აქვს ოჯახში, მან გადაიხადოს საბავშვო ბაღში გადასახადი. რაც შეეხება სოციალური სააგენტოს მიერ ქულების დათვლის პროცესს, ეს მექანიზმი ინდივიდურია. პირობითად, შესაძლოა ოჯახს ჰქონდეს ტელევიზორი, მაგრამ არ ჰქონდეს საცხოვრებელი პირობები, ან მეტ-ნაკლებად ჰქონდეს საცხოვრებელი პირობები, მაგრამ ის მაინც დაბალი ქულის პატრონი იყოს. ამიტომ, ამ ქულებზე კი არ უნდა იყოს ყურადღება მიქცეული, არამედ საცხოვრების საჭიროებებზე და შემოსავლებზ", - ამბობს პაატა აროშიძე.

    იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს აქვს ახალი სახლი, ან მანქანა, ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი ამბოს, რომ მას გაცილებით მაღალი ქულა ექნება, თუმცა რთული სათქმელია ის ასცდება თუ არა 210 ათას ქულას.

    "რა თქმა უნდა, ბინის ან მანქანის ქონის შემთხვევაში გაცილებით მაღალი ქულა ენიჭება, მაგრამ კონკრეტული ქულის დასახელება რთულია. ახალი ბინა არა, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ისეთი სახლი, რომელიც საცხოვრებლად ვარგისია, მაგრამ მას დაბალი ქულები ჰქონდეს, რადგან ის მემკვიდრეობით გადაეცა და იმის მეტი არაფერი გააჩნია. ამიტომ ასე კონკრეტული ქულების დასახელება და განსაზღვრა რთულია", - ამბობს პაატა აროშიძე.

    აქვე შეგახსნებთ განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯლავას შარშანდელი ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეებს უფასოდ აღარ გადაეცემოდათ.

    ყოფილი მინისტრის გამოთვლებით, ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი - წელიწადში 40 000 ლარი ექნებოდა, მას მოუწევდა სახელმძღვანელობში თანხის გადახდა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით ჯეჯელავამ კვლავ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მთავრობაში არ მოიწონეს და უფასო სახელმძღვანელობის პროგრამა კვლავ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

    როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, ამ საკითხე მუშაობა ამ ეტაპზე აღარ მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved