სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    23.12.2017

     "ძალიან ცუდია, როდესაც მამაკაცი ქალს ასე ექცევა, მაგრამ ჩემს ქცევას არ ვნანობ კონკრეტულად ამ ქალბატონის მიმართ. ის არის იმიტირებული "ქრონიკის" ავტორი და უნდა იჯდეს ციხეში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

    გადაცემაში "ცენზურის გარეშე" მომხდარ ინციდენტსა და მიმდინარე გამოძიებაზე "რეზონანსი" დავით ოქიტაშვილს ესაუბრა.

    დავით ოქიტაშვილი: პირველ რიგში, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. მამაკაცის მხრიდან ისეთი ქცევა, რაც ჩავიდინე, არ არის ლამაზი, მაგრამ ქალბატონ ეკა წამალაშვილს არ აღვიქვამ, როგორც ქალბატონს. მას აღვიქვამ, როგორც "მოდელირებული ქრონიკის" ავტორს, რომელსაც შეეწირა 2 ადამიანი და ერთი საათის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა შოკურ მდგომარეობაში იყო. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ, ვიმეორებ, ეს ვაკადრე ეკას იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს.

    მე და ხათუნა ხოფერია ყველანაირად ვცდილობდით, რომ ვყოფილიყავით კორექტულები. ის გადმოვიდა შეტევაზე, მიწოდა კორუმპირებული, კრიმინალი და სხვა. ზუსტად ის სიტყვები მიწოდა, რაც მელიამ - პრემიერს. ეტყობა, ეს სიტყვები ერთად აქვთ მოფიქრებული, ვის, როგორ და რა უნდა აკადრონ. მერე ქალბატონ ხათუნას უთხრა - "შე არაქალო", რაზეც ამევსო მოთმინების ფიალა, აფექტში რომ არის ადამიანი და ვეღარ არჩევს, ქალია თუ კაცი, შევასხი წყალი, რომ იქნებ დამშვიდებულიყო.

    ვფიქრობ, ეს ყველაფერი დადგმული იყო, რადგან სტუდიაში მალევე მისი მეუღლე გაჩნდა, რომელიც ჩემს საცემრად გამოიწია. დედა მაგინა და მითხრა, რომ ყელს გამომჭრის. ამის მოწმეა "იბერიის" დაცვა, რომელიც შუაში ჩადგა. ამ დროს მივიდა ქალბატონი ხათუნა ეკასთან და სთხოვა, რომ წასულიყო. ის ინტრიგა, რაც ქალბატონმა ეკამ თქვა, რომ თითქოს ხოფერიამ იგი თმებით ითრია, არის ტყუილი. მას ჰგონია, რომ ისევ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც მისი საყვარელი პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ყრიდნენ. ისევ ის პერიოდი ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის. იმიტირებული "ქრონიკის" ავტორს საერთოდ რომ იწვევს რომელიღაცა ტელევიზია და მერე იქიდან მორალს გვიკითხავენ, ეს არის ჩვენი უბედურება.

    ვფიქრობ, ამით მოხდება კოაბიტაციის დასასრული. ეკა სადაც შემხვდება, წყლის მაგივრად შეიძლება სხვა რაღაც შევასხა. შესხმა კანონით არ ისჯება. ადრე ირაკლი იმნაიშვილი რომ სცემეს, ბობოხიძემ რომ გაარტყა ხელი პირდაპირ ეთერში, მაშინ რატომ არ აღშფოთდნენ და ბობოხიძემ რატომ არ აგო ამაზე პასუხი?! ჩვენ კი, მე და ხათუნა, თუ დამნაშავე ვართ, კანონის წინაშე ვაგებთ პასუხს. მიუკერძოებელი მთავრობა გვყავს, სასამართლო და პროკურატურა ნორმალურ და ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

    "რეზონანსი": პროკურატურას ამ ფაქტთან დაკავშირებით რა კითხვები ჰქონდა?

    დ.ო.: მე და ხათუნა ვიყავით უკვე პროკურატურაში და დეტალურად ვისაუბრეთ მომხდარზე. ავიყვანეთ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ვაპირებთ გამოძიებასთან თანამშრომლობას. მზად ვართ, წარვდგეთ სასამართლოს წინაშე. დაწყებული გვაქვს ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ და ეს იყოს მაგალითი. ეკა წამალაშვილისნაირ ადამიანებს უფლება არ აქვთ ამ ქვეყანაში, ილაპარაკონ. შენახული მაქვს მისი ახლობლების მუქარის შემცველი ოფიციალური მესიჯები და ეს ყველაფერი გადავეცი პროკურატურას.

    "რ": მუქარის შემცველი მესიჯები ამ ინციდენტის შემდეგ გამოგიგზავნეს?

    დ.ო.: დიახ. გადაცემის მერე სოციალურ ქსელსა და ტელეფონზე მომწერეს მუქარის ესემესები. ეს ყველაფერი პროკურატურას, გამოძიებას გადავეცი. ამათი არ მეშინია. წამალაშვილი რომ ამბობს, მემუქრებიანო, ერთი ფაქტი მაინც დადოს.

    "რ": კონკრეტულად რა მოგწერეს?

    დ.ო.: "ყელს გამოგჭრი". მისი ქმრის ტექსტები მომწერეს, სტუდიაში რომ შემომივარდა, მაგრამ მაშინ არც მე დავაკელი და უარესები ვუთხარი. ასევე, მომწერეს: "ბიძინა ივანიშვილის მონებო, მალე დამთავრდებით და დაბრუნდება ჩვენი პრეზიდენტი სააკაშვილი".

    ეკა წამალაშვილი რასაც მოჰყვა, ყველაფერი ტყუილია. ამიტომ ჩვენი ჩვენების შემდეგ შეიძლება მუხლი შეიცვალოს, რადგან წამალაშვილმა პროკურატურა და საზოგადოება შეიყვანა სიცრუეში. მისმა ქმარმა დაძაბა სიტუაცია და მაშინ სთხოვა ხოფერიამ მას, რომ წასულიყო და არანაირი ძალადობა და თმების მოქაჩვა არ ყოფილა.

    ძალიან ცუდია, როდესაც მამაკაცი ქალს ასე ექცევა, მაგრამ ჩემს ქცევას არ ვნანობ კონკრეტულად ამ ქალბატონის მიმართ. ის არის იმიტირებული "ქრონიკის" ავტორი და უნდა იჯდეს ციხეში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    როზალი   (23.12.2017)
    დამპალო ოქიტავ შე სინდისგარეცხილო, მთელი ქვეყნის წინაშე გნახეთ რა მ-ცა ხარ და აქეთ აბრალებ სხვას შენს უზნეობას, შენისთანა მატყუარებითაა სავსე პროკურატურაც და ამის იმედი გაქვს, რომ შენ გაგამართლებენ, გულის ამრევია შენისთან ყოვლად სინდისგარეცხილი კაცუნას ყურება და აქეთ შეტევაზე გადასვლა>

    ლი   (23.12.2017)
    მოკლედ ნამდვილი ცირკია, ეს ვაჟბატონი, რომელიც კარგად გვახსოვს როგორ ეტენებოდა მიშას, დღეს მზადაა თავის ხელით ჩამოახრჩოს ყველა ნაცი! ეს არარაობა, რომელსაც მითომ კაცი ჰქვია, ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ფეხი გამოკრას რაღაც თანამდებობას! შე უბედურო ოქიტავ, საქართველოს უბედურება სწორედ ისაა, შენისთანა არამზადები, მლიქვნელები, მლოკავები, რომ მაღალ თანამდებობებზე სხედან. შენისთანა ტაკიმასხრა, ამ ასაკის კაცუნას ტვინის ნატამალი, რომ არ გააჩნია, და დღეს კულტურის პრეზიდენტად გვევლინება, ვაი შენს პატრონს და იმათ შენ რომ კაცად გაგდებენ. შესასხურებელი შენა ხარ შე იდიოტო, არაფრის მაქნისო ვირიშვილო!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved