სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    22.12.2017

     ინტერნეტ გამოცემა "apsnylife" საკუთარ გვერდზე ხაჭაპურის მომზადების რეცეპტს აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ ეს ტრადიციული აფაზური საახალწლო კერძია. მომზადების წესებში ვკითხულობთ, რომ ის მზადდება ყველის ან ხაჭოსგან, ამასთან, აუცილებელი ინგრედიენტებია ფქვილი, ყველი, სულგუნი, კარაქი, მარილი, შაქარი, კვერცხი, რძე და საფუარი. 

    როგორც გამოცემა წერს, აფხაზური კერძები ხასიათდება არომატული გემოთი, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა ხაჭაპური. 

    აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციაა, რადგან ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ნაწილია.

    "ეს არის ქართული კულინარიის მშვენება და არა რომელიმე კუთხის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და აფხაზებს ბევრი საერთო გვაქვს კულინარიაში, ენობრივადაც და ტრადიციულადაც ხაჭაპური არის ქართული სამზარეულოს ნაწილი და პროდუქტი. 

    "მათ "ხაჭო" არ იციან საერთოდ და არც ლექსიკაში აქვთ. "ხაჭო" და "პური" არის ქართველების შექმნილი. ის ჩვენთანაც საახალწლო კერძად ითვლება და ჩვენივე კულტურული ფასეულობაა", - აცხადებს ისტორიკოსი ანზორ სიჭინავა და აღნიშნავს, რომ ხაჭაპურის მსგავსი კერძი შესაძლოა ბევრგან მზადდება, თუმცა მათ სხვა სახელწოდება აქვთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved