სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    22.12.2017

     მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, დღეისთვის ძირითადი გამოწვევაა 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენა, რაზეც მოქმედი კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.

    "ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ, შექმნილი გვაქვს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს.

    "მეორე მხრივ, ვმუშაობთ სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს. ჩვენი აქცენტი ძირითადად გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციაზე, დაინტერესებული ვიქნებით სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნით და ამ მიმართულებით სხვა უწყებებთან ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    არასრულწლოვანთა შორის გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც. მისი თქმით, უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის.

    როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ კონცენტრირებულად იმუშავა განათლების სამინისტროსთან ერთად და გამოჩნდა, რომ არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებზეც ერთად უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

    "აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური. მისი ეფექტიანობის ზრდის მიზნით ის ინსტიტუციონალურად უნდა დაექვემდებაროს პირდაპირ განათლების სამინისტროს და არა სკოლას. ასევე უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით, რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს და ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრულწლოვანთა რესოციალიზაციაზე," - განაცხადა მინისტრმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved