სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    21.12.2017

     პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის როგორც ლიდერის სტატუსი სერიოზულ კითხვებს ბადებს. მისი თქმით, კვირიკაშვილი მის შესაძლო გადაყენებაზე ეჭვიანებს და სწორედ, ამით არის განპირობებული მისი არა ადეკვატური განცხადებები. 

    "იგეგმება თუ არ იგეგმება მისი გადაყენება არ ვიცი. მაგრამ ფაქტია ის ამ თემაზე ეჭვიანობს და ეს არის მისი მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, მისი ფსიქლოგიური აშლილობის მიზეზი გახლავთ ზუსტად ის რომ იგი ეჭვიანობს რომ რაღაცას უპირებენ და ამით არის განპირებული მისი უცნაური საქციელი ბოლო პერიოდში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. 

    მისივე თქმით, მის თავზე დატრიალებული წისქვილის ინიციატორი თავად კვირიკაშვილია.   

    "თავი უნდა აიყვანოს ასე არ შეიძლება. თუ დასვენება სჭირდება დაისვენოს სადღაც წყალტუბოში სანატორიუმში, ან ნუნისში. მას უკეთესად ეცოდინება.  მაინც და მაინც ბადენ ბანდენში ნუ წავა საქართველოში დაისვენოს. თორემ მისი, როგორც ლიდერის სტატუსი სერიოზულ კითხვებს ბადებს", - აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved