სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლია მუხაშავრიას მიაჩნია, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს დანაშაულის პრევენციაზე
    თიკო ოსმანოვა
    07.12.2017

     "მეჩვენება, რომ სააკაშვილი თავისი ქმედებებით ყოველგვარი კონტროლის, ფანტაზიისა და წარმოდგენების სფეროს სცდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია და განუჭვრეტადია, რას მოიმოქმედებს და როგორ განვითარდება მოვლენები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია.

    ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე, სააკაშვილის ქმედებებზე უკრაინაში - ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ლია მუხაშავრიას გაესაუბრა.

    ლია მუხაშავრია: ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია იმდენად შემაძრწუნებელია ჩემთვის, რომ ანალიზის უნარი დამეკარგა. ეს არის ჩვენი ცხოვრების ასახვა, იმ სისასტიკისა და სიძულვილის, რომელიც ძალიან არის გამეფებული.

    ეს აისახა ამ უბედური ბავშვების ისტორიაზე. ძალიან მაწუხებს როგორც გარდაცვლილელების, ისე იმათი ბედი, ვინც დამნაშავეები არიან.

    "რეზონანსი": ამ ტრაგედიდან რამდენად დაინახეთ პრობლემა სისხლის სამართლის კოდექსში?

    ლ.მ: კოდექსი სრულიად ობიექტურად არის შექმნილი. თავისუფლად შეიძლება შესაბამისი მუხლის მისადაგება. არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსზე იყო საუბარი.

    უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს დანაშაულის პრევენცია. ჩვენი პოლიციის მთავარი საზრუნავი ეს უნდა იყოს და არა - დამნაშავეების დაჭერა.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განრიდების მუხლი, რომელიც ახლა არასრულწოვნებთან დაკავშირებით არსებობს. ის განრიდების მუხლი და ჰუმანიზმი საზოგადოებისთვის ცოტა მკვახედ ჟღერს ამ ტრაგედიის ფონზე.

    მაგრამ, არ უნდა გავბოროტდეთ, ჩვენი ძალადობრივი ქმედებები, სიძულვილი წარმოშობს იმას, რომ პატარები, არასრულწოვნები ამას ავტომაუტარად იღებენ და ცხოვრებაში ატარებენ.

    "რ": ე.ი. ნულოვანი ტოლერანტობის წინააღმდეგი ხართ?

    ლ.მ: ნულოვანი ტოლერანტობა არის შემზარავი პრინციპი, მით უფრო იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც უკვე გამოვიარეთ. შესაბამად, არ ვარ მომხრე, პირიქით, მომხრე ვარ ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკისა იმიტომ, რომ დამნაშავეს რაც არ უნდა სასტიკად მოექცე, ფაქტი არ შეიცვლება. მხოლოდ ჰუმანიზმითა და სიკეთით შეიძლება ბოროტების დაძლევა. ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო.

    "რ": უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც მაინტერესებს თქვენი აზრი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს მეგობარ ქვეყანაში და რა გავლენას მოახდეს ეს საქართველოზე?

    ლ.მ: მეჩვენება, რომ სააკაშვილი თავისი ქმედებებით ყოველგვარი კონტროლის, ფანტაზიისა და წარმოდგენების სფეროს სცდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია და განუჭრეტადია, თუ რას მოიმოქმედებს და როგორ განვითარდება მოვლენები.

    მე მგონი, ორივე მხარე სახტად დარჩა - პირველი - სააკაშვილი, რომელიც არ მოელოდა, რომ ბორკილებისგან გათავისუფლდებოდა და მეორე მხრივ - უკრაინის ხელისუფლება, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მისი დაკავება.

    ახლა, მე მგონი, ერთ მხარეს დგას სატანა და მეორე მხარესაც სატანაა, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და ჩვენ ამ საშინელი რაღაცის შემყურე ვართ.

    ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

    "რ": სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში, ელოდებით თუ არა საქართველოში მის ექსტრადირებას?

    ლ.მ: არავითარ შემთხვევაში. მას ექსტრადირებამდე არავინ მიიყვანს, იმიტომ, რომ უკრაინის პროკურატურა მას გაცილებით მძიმე დანაშაულებზე ედავება.

    მას ან მოუწევს უკრაინიდან გაქცევა, ან კიდე, არა მგონია, რომ მოახერხოს თავის გამართლება მას შემდეგ, რაც პასუხისგებაში მიეცემა. უკრაინაში არ უჭირთ ყოფილი პრემიერებისა და პრეზიდენტების დაპატიმრება.

    "რ": ე.ი. ფიქრობთ, რომ უკრაინის პროკურატურა იმ ბრალდების, რომელსაც სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა ჰქვია, დამტკიცებას შეძლებს?

    ლ.მ: ასეთი ბრალდება ჰარი-ჰარალედ თუ წარუდგინეს, ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრად მოეთხოვება პასუხი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისიც, რაც მან ჩაიდინა გუშინ, მართლმსაჯულების წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

    ამიტომ მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ, რომ ყოველგვარი ლოგიკის გარეშე გავიდა სააკაშვილის ქმედება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter