სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    06.12.2017

     არასრულწლოვანთა მიერ მკვლელობების რაოდენობა გაზრდილია. ამას საქართველოს პროკურაურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. როგორც არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სს-ის პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, 2016 წელს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს შორის მკვლელობაზე დევნა უწყებამ შემთხვევათა 1%-ში განახორციელა მაშინ, როცა, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ეს რიცხვი 5%-ს შეადგენს.

    როგორც "რეზონანსთან" საუბრისას იურისტები აცხადებენ, არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევი რამდენიმე ძირითადი მიზეზია, მათ შორის - გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანზე სკოლაში ჩაგვრისა და ბულინგის ფაქტები, ეს ყველაფერი ხდება მოზარდებში აგრესიის დაგროვების საფუძველი, რომელსაც, ადრე თუ გვიან, დანაშულისკენ მიმართავენ და სწორედ ამ მიმართულებით ხდება აგრესიის გამომჟღავნება.

    მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მიერ მკვლელობაზე დევნის ფაქტები წინა წელთან შედარებით გაზრდილია, შემცირებულია თავისუფლების აღკვეთის სტატიტსიკა. ეს მაჩვენებელი 2010 წლიდან იკლებს.

    2010 წელს თავისუფლების აღკვეთა 296 არასრულწლოვანს მიესაჯა, 2011 წელს დააკავეს 190 არასრულწლოვანი, 2012 წელს - 129, 2013 წელს - 117, 2014 წელს - 104, 2015 წელს - 87, 2016 წელს - 46, ხოლო 2017 წლის 6 თვის მონაცემებით თავისუფლების აღკვეთა 25 არასრულწლოვანს მიესაჯა.

    ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 მკვლელობა მოხდა, რომლებიც არასრულწლოვანთა მიერ არის ჩადენილი. მათ შორის, 1-ელ დეკემბერს ორი სკოლის მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების დაპირისპირების შედეგად მათივე თანატოლებმა დახოცეს.

     3 დეკემბერს კი წყალტუბოში ახალგაზრდების ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 17 წლის მოზარდი მოკლეს, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც მასზე რამოდენიმე თვით უფროსია.

    როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა თავხელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, არასწრულწლოვნებში დანაშუალის გამომწვევი მთავარი მიზეზი გარემოა, მნიშვნელოვანია ოჯახის ფაქტორი, ხომ არ არის იგი ოჯახში ძალადობის ანდაც სკოლაში ბულინგის მსხვერპლი.

    "თუკი ბავშვი დაჩაგრულია კლასში ან ოჯახში, ეს მასში აგრესიის დაგროვებას იწვევს და, ადრე თუ გვიან, ამ აგრესიის მიმართვა ხდება სხვადასხვა ტიპის დანაშაულისაკენ, მათ შორის - მკვლელეობისკენაც.

    "მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულებაც, რადგან მათი მოსმენა ნაკლებად ხდება. ისინი განიხილებიან ობიექტებად, უფროსები საუბრობენ მათზე და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ამის შესახებ მათ არავინ არაფერს ეკითხება. ანუ ხდება ბავშვების უგულებელყოფა, რაც აგრეთვე აღვივებს აგრესიას და დანაშუალის ჩადენისკენ უბიძგებს," - განაცხადა თავხელიძემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავების აქტიური ჩართულობა.

    "მათი ფუნქცია ის არ არის, რომ მათ ჩადენილ დანაშულზე მოახდინონ რეაგირება, მათი ფუნქცია დანაშუალის პრევენციაც არის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ორგანოები აქტიურად მუშაობდნენ სკოლებში, ატარებდნენ კამპანიებს და ა.შ. უნდა იყოს შემუშავებული ისეთი პოლიტიკა, რომელიც არასრულწლოვნებში დანაშუალის პრევენციას შუეწყობს ხელს," - აღნიშნავს ანა თავხელიძე.

    სტატისტიკური მონაცემებისა და მისი ანალიზის მნიშვნელობაზე საუბრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი გოგა ხატიაშვილი. მისი თქმით, სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ სად გვიჭირს და რას უნდა მივაქციოთ უფრო დიდი ყურადღება, თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მისი შინაარსი, თუ რა გარემოში ხდება დანაშაული, რომ ამის მიხედვით განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.

    "იმ შემთხვევაში, თუკი დანაშული განხორციელებულია სკოლასა და სასწავლო პროცესთან, მაშინ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და ამ პროცესში სკოლის როლი გავაძლიეროთ. იმ შემთხვევაში კი, თუ დანაშული სკოლის გარეთ ხდება, აქ მთავარი ფუნქცია უკვე უბნის ინსპექტორებს ენიჭებათ და მათი გააქტიურება ხდება საჭირო.

    "მთავარი არსებითი ფაქტორი არის პრევენცია, მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების გააქტიურება არა იმ დროს ხდებოდეს, როდესაც კონკრეტული დანაშუალი ხდება, არამედ მანამდე, როდესაც ხდება საეჭვო ფაქტები," - განაცახა გოგა ხატიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter