სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    01.12.2017

     96 ხმით 5-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია აირჩიეს. მას ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა მხარი, თუმცა ამას წინ უძღოდა თანაგუნდელებს შორის განხეთქილება. უმრავლესობასა და ოპოზიციაში აზრი ორად იყო გაყოფილი. უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს - ნუკრი ქანთარიას ლომჯარიას ობიექტურობაში ეჭვი ეპარება, ამიტომ პასუხისმგებლობა მოიხსნა და მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ასევე მოიქცა უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წევრი, ბევრმა მათგანს კენჭისყრაში, რომლის შედეგიც წინასწარ იყო ცნობილი, მონაწილეობა არ მიუღია.

    პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატს ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    პარლამენტში ომბუდსმენის თანამდებობაზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წარდგენილ კანდიდატსაც უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 27 წინააღმდეგი იყო.

    პარლამენტის დადგენილება 8 დეკემბრიდან ამოქმედდება, როდესაც უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ამოეწურება.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ლომჯარიას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და სახალხო დამცველს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა შედგება.

    შეგახსენებთ, რომ ამ პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურა სამოქალაქო სექტორმა წარადგინა და უმრავლესობის ნაწილმა მხარი დაუჭირა.

    "ნინო ლომჯარია შეირჩა არა 4 კანდიდატიდან, რომელიც იყო წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორის მიერ, არამედ უმრავლესობის მიერ განხილული იყო 7 კანდიდატი და ამ 7 კანდიდატიდან იყო შერჩეული ნინო ლომჯარია.

    "პრინციპი არ იყო ის, რომ ჩვენ მოგვაწოდა არასამთავრობო სექტორმა და ავარჩიეთ საუკეთესო კანდიდატი. პრინციპი იყო ის, რომ უმრავლესობამ განიხილა კანდიდატები, შეარჩია ის კანდიდატი, რომელიც წარადგინა თავისი პასუხისმგებლობით. შესაბამისად, გასაუბრება ვერც 4 და, ბუნებრივია, ვერც 7 კანდიდატთან ვერ მოხდებოდა. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ძალიან კარგია, რომ დაემთხვა ერთმანეთს ჩვენი და სამოქალაქო სექტორის პოზიციები. ეს იყო რეალურად პროცესის შინაარსი, ეს არ იყო კონკურსი, სადაც შენ გაწვდიან ე.წ. შორტლისტს, საიდანაც შენ კონკურსის, გასაუბრების წესით ან სხვა რაიმე ფორმით არჩევ კანდიდატს. ეს იყო ლოგიკა ამ პროცესის უკან," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

    მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ნინო ლომჯარიას შეუტია.

    "კერძოდ, ითქვა, რომ როდესაც ნინო ლომჯარია იყო გენერალური აუდიტორის მოადგილე, ის ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა... ნინო ლომჯარია უსამართლოდ გააკრიტიკეს და ეს არ არის კარგი დასაწყისი, ბუნებრივია, მომავალი სახალხო დამცველის კარიერის დაწყებისათვის. მიმაჩნია, რომ ნინო ლომჯარია იქნება ძალიან კარგი სახალხო დამცველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    მის აზრს არ იზიარებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, რადგან ლომჯარიას ობიექტურობაში ეჭვი ეპარება, ამიტომ პასუხისმგებლობა მოიხსნა და მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

    "მისი წინანდელი პოზიციებიდან გამომდინარე, მის კანდიდატურას მხარი არ დავუჭირე. ვფიქრობ, რომ მისი განცხადებები არ იყო ობიექტური. ახლა როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ქანთარია.

    ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის აზრიც ორად იყოფა. "ევროპული საქართველოს" წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილმა კი მხარი დაუჭირა.

    "პროცესი არ იყო იმდენად გამჭვირვალე, რამდენადაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრინციპი იქნა დაცული," - აცხადებს ნიკა მელია.

    "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი კი უმრავლესობას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის კანდიდატურის არჩევა გამჭვირვალედ არ მომხდარა.

    "არ განუხილავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სხვა კანდიდატები და ეს პროცესი უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე," - განაცხადა რატიანმა.რი პროცესი და ძალიან კარგია, რომ დაემთხვა ერთმანეთს ჩვენი და სამოქალაქო სექტორის პოზიციები."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter