სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ურთულესი ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან
    მარი ჩიტაია
    30.11.2017

     ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა განახევრდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის მატარებლებად ითვლებიან. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარს არ აღემატება. საშუალო ფენა თანდათან გაღარიბდა, ხოლო ღარიბები გაღატაკდნენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან.

    სოციოლოგების განმარტებით, საშუალო ფენის განკარგვადი შემოსავალი შემცირდა და მათი უმეტესი ნაწილი საკრედიტო მომსახურებისკენ წავიდა, რამაც უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. თამამად შეიძლება თქმა, რომ დღეს სავალუტო ქაოსისა და ეკონომიკური სტაგნაციის გამო, საშუალო ფენის კრიზისია. ეს პროცესი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

    ის, რომ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, სპეციალისტებისთვის კარგად ნაცნობი თემაა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდარ, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც, ეს კი რეალური შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

    "საქართველოში მოსახლეობის დიფერენცირება, შემოსავლების მიხედვით, საგრძნობლად მაღალია. თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი პრობლემა, რისკი და გამოწვევა გააჩნია. მიზეზთა გამო, შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ, მთელი რიგი დახმარებისა და ხარჯის გამო დაბალშემოსავლიანთა შემოსავალმა მოიმატა. აქ ორი მომენტია: უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ადამიანები, რომელთაც საშუალო შემოსავალი აქვთ და საშუალო სტანდარტის შესატყვისი მოქალაქეები და მათი შემოსავლები.

    საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდარ, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც. ბოლო წლებში ჩვენ არ გვქონდა საკმარისად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამიტომ შემოსავლების ზრდის მიხედვით წინსვლა არ გვქონია, პირიქით, შემცირდა კიდეც. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი არის დამოკიდებული საბანკო სესხებზე, ძალიან ცუდია. სესხების მომსახურება აიძულებს მათ, შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი ბანკების მომსახურებისკენ მიმართონ.

    თავისთავად არა იმდენად შემოსავლების ზრდა განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, არამედ ის, თუ თითოეული ამ ოჯახის შემოსავლების რა ნაწილი მიიმართება საკრედიტო მომსახურებისკენ და აქ უკვე რთულადაა საქმე. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი ყველა ფენაში, რაც რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

    სოციოლოგების ინფორმაციით, საშუალო ფენიდან, რომელიც ლარის დევალვაციამდე ქვეყანაში 20% იყო, ნახევარმა, უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში. ახლა მათი ოდენობა ქვეყნაში დაახლოებით 10%-ია და ეს მაჩვენებელიც დროთა განმავლობაში გაუარესდება, თუკი ლარის კურსი არ გამყარდება.

    ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ვარაუდობს, რომ მდგომარეობა სოციალურ ამბოხამდეც მივა, თუკი ხელისუფლება მდგომარეობის გამოსწორებას არ შეეცდება.

    "ლარის კურსით გამოწვეული პრობლემა პირდაპირ აისახა მოსახლეობის ცხოვრების წესსა და შემოსავლებზე. როცა ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და ეროვნული წარმოება არ გააჩნია, ყოველთვის გასაჭირშია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების ტენდენცია, მაგრამ ჩვენთან ამ პრობლემას ლარის გაუფასურებაც დაემატა. შემოსავლები ან საერთოდ არ იზრდება, ან იმდენად მცირე ტემპით მატულობს, რომ ხალხი ვერც კი გრძნობს.

    კომუნალური მომსახურებაც ძვირდება, რის გამოც არათუ დაბანდებისთვის, ხალხს ფული პროდუქტის მოსამარაგებლადაც არ ყოფნის. შემოსავლების ნაწილი შთანთქა ინფლაციამ, ნაწილი - გაძვირებულმა პროდუქტმა და ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდა. საშუალო ფენის კრიზისია ქვეყანაში. მათი საკმაო ნაწილი გაღარიბდა და ახლა ეს კატეგორია 10%-მდე დავიდა, ხოლო ღარიბებმა ღატაკთა ფენაში გადაინაცვლეს", - ამბობს აროშიძე.

    მისი თქმით, თბილისში ეს პრობლემა დიდად არ ჩანს, მაგრამ რეგიონებში მცხოვრებლებს ძალიან უჭირთ.

    "საშუალო შეძლების ადამიანი რეგიონებში უკვე დიდი იშვიათობაა. ხალხს იმდენად უჭირს, არ გამოვრიცხავ, ეს კრიზისი სოციალურ უკმაყოფილებაშიც გადაიზარდოს. ხელისუფლება ვითარებას თუ ვერ გამოასწორებს, საპროტესტო ტალღას მიიღებს. წინ საახალწლო პერიოდია, როცა ფულს უნდა ხარჯავდნენ, მაგრამ, რეალურად, შემცირებული შემოსავალი გასაქანს ვერ იძლევა. ხალხში გროვდება გულისწყრომა და ამან შეიძლება, გაზაფხულზე ამოხეთქოს კიდეც.

    სამსახურიდან თუ დაითხოვეს, დიდ ქალაქში რაღაცას გააკეთებს ადამიანი, "ტაქსაობას" მაინც ეცდება, რაიონებში ესეც კი არ არის შესაძლებელი. ფაქტობრივად, თბილისისა და ბათუმის გარდა, ყველგან მძიმე ვითარებაა. ამ ქალაქებშიც ჭირს, მაგრამ სხვა რაიონებსა და სოფლებში ხალხი შიმშილობს, უამრავია ასეთი ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ეკა   (30.11.2017)
    საზღვარგარეთიდან ჩემივე საჭიროებისთვის(უძრავი ქონების საყიდლად)გაგზავნილ თანხას,ჩემს დას შემოსავლებში უთვლიან,ხოლო მშობლებს ვის სახელზეც გაფორმდა ალბათ ჯანმრთელობის დაზღვევას აღარც აღორსებენ.ამის შემდეგ სხვანაირად მოვიქცევი.და ჩემები თურმე საშუალოზე მაღალ შემოსავალში გაიყვანეს,2 ოჯახი.რამდენია კიდევ ასეთი?

    არა   (30.11.2017)
    მასე ეკუთვნით გიჟ ვრაცუებს, უნდა ამოწყდნენ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter