სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    30.11.2017

     "100%-დან გადაწყვეტილების 80% არის ხელისუფლების სასარგებლოდ, 20% კი - მერაბიშვილის. ეს საკითხი იურდიულ ფორმას სცდება და აქ შედის ფასეულობები და ღირებულებები. წერია, რომ მერაბიშვილი დააპატიმრეს სამართლიანად, მაგრამ შემდეგ მისი პატიმრობა გამოყენებული იქნა უსამართლოდ. ეს უკანონო გაყვანის ფაქტი აფერმკრთალებს ჩვენი ხელისუფლების იმიჯს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

    მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სახალხო დამცველად ლომჯარიას კანდიდატურაზე "რეზონანსი" სოსო ცინცაძეს გაესაუბრა.

    სოსო ცინცაძე: ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება საქართველოში სოლიდურობის ყველა ფორმას კარგავს. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ევროსასამართლოს დადგენილებაზე ან ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციას თავისი თარგმანი აქვს და ხელისუფლებას - თავისი.

    100%-დან გადაწყვეტილების 80% არის ხელისუფლების სასარგებლოდ, 20% კი - მერაბიშვილის. ეს საკითხი იურდიულ ფორმას სცდება და აქ შედის ფასეულობები და ღირებულებები. წერია, რომ მერაბიშვილი დააპატიმრეს სამართლიანად, მაგრამ შემდეგ მისი პატიმრობა გამოყენებული იქნა უსამართლოდ. მაგალითად, დააპატიმრეს ერთ საქმეზე, მაგრამ შემდეგ ეს გამოიყენეს იმისთვის, რომ სხვა საქმეებზე ჩვენებები გამოეძალათ. სწორედ იმიტომ გაიყვანეს ღამე საკნიდან.

    წულუკიანი მორცხვად უვლის ამას გვერდს, მაგრამ ფაქტია - 2 წელია ამტკიცებდნენ, რომ გაყვანა არ ყოფილა, მაგრამ დადგინდა, რომ გაყვანა მოხდა. ეს უკანონო გაყვანის ფაქტი აფერმკრთალებს ჩვენი ხელისუფლების იმიჯს. ჩვენ აქ გავდივართ უკვე ფასეულობებზე, თორემ მერაბიშვილი არ გამართლებულა და დადგენილებაში არ არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა მისი გათავისუფლება.

    მერაბიშვილი პატიმარია, მაგრამ დაირღვა მისი უფლებები. ის, რომ პოლიტპატიმარია, არსად წერია, ამასთან დაკავშირებით ერთი ფრაზაც არ არის.

    "რეზონანსი": წულუკიანი ამ გადაწყვეტილებას მერაბიშვილის ყოფილ მოადგილე ნონა წოწორიას უკავშირებს. რამდენად შეეძლო ერთ ადამიანს, გადაწყვეტილებაზე გავლენა მოეხდინა?

    ს.ც.: კი, ერთი ხმით იყო - 8 7-ის წინააღმდეგ, მაგრამ იურდიული თვალსაზრისით ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, წოწორია რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო ბესელია ან გოცირიძე, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება არ გავიდოდა, ესეც ფაქტია. მაგრამ, მთლიანობაში, არც ერთ მხარეს არ აქვს საზეიმოდ საქმე.

    ნებისმიერ შემთხვევაში, მერაბიშვილი ისედაც იხდის სასჯელს, აქ ჩრდილი მიადგა ხელისუფლებას. სასამართლომ "ოცნების" ხელისუფლება ტყუილში დაიჭირა. დაადგინეს, რომ მერაბიშვილი ნამდვილად ჰყავდათ ღამე საკნიდან გაყვანილი, რასაც ფარცხალაძე და სხვები უარყოფდნენ.

    "რ": "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა. ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის დაკანონებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

    ს.ც.: კომუნისტური რეჟიმის დროს ეს მიღებული წესი იყო. ვოლსკიმ თქვა, 20 დაწესებულებაში არიანო. ეტყობა, ისეთ დაწესებულებაში არიან, სადაც მათი ყოფნა საჭიროა. მაგრამ მაინც საქართველოა, აღმოსავლეთია, პირადულობის ფაქტორი ძალიან მაღალია. უშიშროების ოფიცრები ბოროტად ხომ არ გამოიყენებენ მათ ხელში არსებულ ბერკეტებს?!

    მათ ხელშია ადამიანების ბედი. მათ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი თავს ვერსად ვერ იმართლებს. შეიძლება უბრალოდ ისე დაატოვებინონ სამსახური, რომ არც უთხრან, რა არის ამისი მიზეზი. ბოროტად არ უნდა იქნას გამოყენებული ეს უფლება - აი, ეს არის ახლა მთავარი საკითხი.

    ზოგადად კი, ევროპული დემოკრატიის სტანდარტებით თუ ვისაუბრებთ, მისასალმებელი არ არის, მაგრამ პრაგმატიზმიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, საჭიროა.

    "რ": რაც შეეხება ნინო ლომჯარიას კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე, რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

    ს.ც.: არ ვიცი. თუმცა ყოველთვის ჯანსაღი ეჭვის თვალით ვუყურებ სამოქალაქო სექტორიდან გაჩინოვნიკებულ ადამიანებს. მხედველობაში მაქვს ლომჯარიას გადასვლა აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ. არ მომწონს და ვთვლი, რომ "ენეჯეოშნიკების" ადგილი არის სამოქალაქო სექტორში და არა - ჩინოვნიკის კაბინეტში.

    ლომჯარიასთან ერთად ასახელებდნენ კიდევ სხვა გვარებს. მართალია, ბევრ მათგანს ჯობია, მაგრამ ჩემთვის ქორიძე უფრო მისაღები იყო.

    "რ": რატომ, თქვენი აზრით, მასთან თანამშრომლობა კომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის?

    ს.ც.: ვნახოთ. ამ ქალბატონმა მაინცდამაინც აუდიტის სამსახურში დიდი მებრძოლის რეპუტაცია ვერ მოიპოვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter