სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    28.11.2017

     ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად სულ რამდენიმე დღე რჩება. მმართველმა პარტიამ გუშინ უკვე წარადგინა ამ თანამდებობაზე არასამთავრობოთა ნაწილის მიერ შეთავაზებული 4 კანდიდატურიდან ერთ-ერთი - ნინო ლომჯარია. არასამთავრობოების მეორე ნაწილს კი თავისი კანდიდატურა ჰყავს - დიმიტი ლორთქიფანიძე და მის მხარდასაჭერად, მათივე ცნობით, 74 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

    მათივე ცნობით, დიმიტრი ლირთქიფანიძის კანდიდატურას მხარს უჭერენ ასევე: ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოეტი რეზო ამაშუკელი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ლაშა ნადარეიშვილი, ნიკოლოზ მჟავანაძე, სოსო მანჯავიძე, სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი, ზვიად ტომარაძე, ლევან ჩაჩუა, ლადო სადღობელაშვილი, ზურაბ ენუქიძე, დავით ლორთქიფანიძე, ვაჟა ბაკაშვილი.

    უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო უმცირესობა "ქართული ოცნების" მიერ ომბუდსმენობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს, რადგან, მათი თქმით, ის ბოლო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკით არ გამოირჩეოდა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი 4 კანდიდატურიდან ნინო ლომჯარია ისე შეარჩია, რომ სხვა კანდიდატებთან მოსმენაც არ გაუმართავს.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, ხოლო ასარჩევ კანდიდატებს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. მოქმედ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს კი უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" ნინო ლომჯარიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს ჩანიშნული მოსმენისთვის ემზადება და კომენტარზე დროებით უარი თქვა.

    "მოსმენაა პარლამენტში და ვემზადები ხედვის წარსადგენად. მედიას ყველას ვთხოვე, რომ მომცენ დრო მოსამზადებლად. მადლობა და ბოდიში", - განუცხადა "რეზონანსს" ლომჯარიამ.

    რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ჩვენ მისი კომენტარის ჩაწერასაც შევეცადეთ, მაგრამ დაკავშირება ვერ მოხერხდა. მისი მხარდამჭერი განცხადების ერთ-ერთი ავტორი ზვიად ტომარაძე კი ამბობს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არჩევის შემთხვევაში ყველას ომბუდსმენი იქნება და არა მხოლოდ უმცირესობების.

    "უჩა ნანუაშვილი იცავდა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებებს. მე არ მინახავს, დაეცვა მარტოხელა დედები, სხვადასხვა სახის დაზარალებულთა და ა.შ. უფლებები. ომბუდსმენი კი ყველას დამცველი უნდა იყოს.

    "ბატონი დიმიტრის კანიდატურა საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივაა და მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ის ნამდვილად არის კანდიდატი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ხელისუფლება რამდენად დაამტკიცებს მას, ეს რთული სათქმელია. მათზე ალბათ იქნება წნეხი და გააჩნია, შეძლებენ თუ არა მისგან თავის დაღწევას", - ამბობს ზვიად ტომარაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ყაზბეგის იაგო.   (29.11.2017)
    ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე არის უგანათლებულესი, უპატიოსნესი და დიდი ჰუმანისტი ადამიანი. ამასთან ერთად იგი უშიშარი, პატრიოტი და სამართლიანობისათვის თავგადადებული მებრძოლი პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ იგი ყველასათვის საუკეთესო დამცველი იქნება!!!

    ლევანი   (28.11.2017)
    ვინ დიმიტრი ლორთქიფანიძე? ნახეთ როგორ ხალხი უჭერს მხარს: მათივე ცნობით, დიმიტრი ლირთქიფანიძის კანდიდატურას მხარს უჭერენ ასევე: ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოეტი რეზო ამაშუკელი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ლაშა ნადარეიშვილი, ნიკოლოზ მჟავანაძე, სოსო მანჯავიძე, სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი, ზვიად ტომარაძე, ლევან ჩაჩუა, ლადო სადღობელაშვილი, ზურაბ ენუქიძე, დავით ლორთქიფანიძე, ვაჟა ბაკაშვილი. ფუ თქვენი....

    @#€   (28.11.2017)
    უსაზიზღრესი ტიპია ეს ლორთქიფანიძე,თანაც ჰომოფობი,ვისი უფლებები უნდა დაიცვას მან?!

    @#€   (28.11.2017)
    უსაზიზღრესი ტიპია ეს ლორთქიფანიძე,თანაც ჰომოფობი,ვისი უფლებები უნდა დაიცვას მან?!

    ანი   (28.11.2017)
    უჩანეიშვილის დანიშვნისასაც ზუსტად ასე იყო,დადეს ხელმოწერები ლორთქიფანიძის სასარგებლოდ მაგრამ მაინც აირჩიეს ვინც უნდოდათ.ახლაც იგივე მეორდება.ხალხი ამ და არც სხვა მთავრობას არ აინტერესებს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter