სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    24.11.2017

     "რომ არ არსებობდეს ხიფათი, ჩვენი პარტნიორები რისკის მეოთხე კატეგორიას არ მოგვცემდნენ. ბრიტანეთს აქვს პირველი კატეგორია, ჩვენ - მეოთხე, ე.ი ქვეყნისთვის საერთაშორისო ტერორიზმის მხრივ გარკვეული საფრთხე არსებობს. ამიტომ გუშინ რაც მოხდა, ეს არის ფრაგმენტი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე.

    ანტიტერორისტულ ოპერაციაზე და ხალიფატიდან მომდინარე საფრთხეზე "რეზონანსი" მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

    მამუკა არეშიძე: თავისთავად ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ეს ყველაფერი არ იყო სასიამოვნო. ჩემი და ჩემი კოლეგების უახლოესი პროგნოზი ახდა იმის თაობაზე, რომ ადრე თუ გვიან საქართველო მაინც გახდებოდა ტერორისტული შეტევის სამიზნე. ამას ვამბობ იმ ოფიციალური პასუხიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ. სხვა განსაკუთრებული ინფორმაცია არ მაქვს.

    "რეზონანსი": ანუ ფიქრობთ, რომ სერიოზულ საფრთხეს გადავრჩით?

    მ.ა: იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდირებული ადამიანები იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფის წევრები და მათ დაგეგმილი ჰქონდათ საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობა, რა თქმა უნდა, დიდ საფრთხეს გადავრჩით.

    "რ": ტრანზიტულ დერეფნად საქართველოს შესაძლო გამოყენების ვერსიასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

    მ.ა: ამ ვერსიის არ მჯერა იმიტომ, რომ არ არსებობს, ტრანზიტული დერეფნის მომხმარებელი 2 თვე გაჩერდეს სხვა ქვეყანაში.

    "რ": ახმედ ჩატაევზე ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

    მ.ა: ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაღუპულთა შორის არის ვინმე სპეციფიკური გარეგნობით, არ მაქვს (ჩატაევს ხელი-ფეხი აკლია), თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მისი გუნდის წევრები ყოფილიყვნენ. თავად ჩატაევი ჩამოსვლას არც მოინდომებდა, იგი სირიაში არ ჩადიოდა და ახლა აქ რა უნდოდა, რომ ჩამოსულიყო?! ალბათ მისი თანაგუნდელები იქნებოდნენ.

    "რ": რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს "ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში?

    მ.ა: სხვათა შორის საქართველოს მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდათ და არასდროს დაუმალავთ. ეს იმიტომ, რომ ხალიფატის შემადგენლობაში კავკასია შედიოდა. თავის დროზე, როცა ხალიფატი არსებობდა, მე-8 საუკუნიდან მოყოლებული, კავკასია შედიოდა. ისლამის ისტორიის მიხედვით, თბილისში მდებარეობდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი მე-9-11 საუკუნეებში. ეს ცენტრი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დაახლოებით 52 სწავლულს გვარის დაბოლოებად ჰქონდა "თბილისელი". მათთვის თბილისი წმინდა ქალაქი და ხალიფატის განუყოფელი ნაწილია. როდესაც ისლამური ხალიფატის მოქმედების გეგმა შედგა, საქართველომ და თბილისმა "საპატიო" ადგილი დაიკავეს.

    "რ": თქვენი აზრით, საფრთხე კვლავ არსებობს?

    მ.ა: რომ არ არსებობდეს ხიფათი, ჩვენი პარტნიორები რისკის მეოთხე კატეგორიას არ მოგვცემდნენ. ბრიტანეთს აქვს პირველი კატეგორია, ჩვენ - მეოთხე, ე.ი ქვეყნისთვის საერთაშორისო ტერორიზმის მხრივ გარკვეული საფრთხე არსებობს. ამიტომ გუშინ რაც მოხდა, ეს არის ფრაგმენტი. საქართველოს ტერიტორიაზე არის სივრცეები, სადაც სახელმწიფოსთვის ხიფათის შემცველი პროცესები ვითარდება. მარტო საერთაშორისო ტერორიზმი არ იგულისხმება. იდეოლოგიური ტერორის მანქანა მუშაობს - საქართველოს ორი პროვინცია არის ოკუპირებული. ოკუპაცია თავისთავად ტერორიზმს გულისხმობს. იდეოლოგიური ტერორი მოდის სამხრეთიდანაც და ჩრდილოეთიდანაც.

    "რ": კონკრეტულად ტერაქტების საფრთხეზე რას იტყვით?

    მ.ა: "ისლამური ხალიფატის" ხელწერიდან თუ გამოვალთ, ასეთი დასკვნა შემიძლია - მათთვის მნიშვნელოვანია რეზონანსული ტერაქტი. რეზონანსული ტერაქტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების, მნიშვნელოვანი ღონისძიების წინააღმდეგ. ტერაქტები ძირითადად ხდება ბრიტანეთში, ბრიუსელში და საფრანგეთში. რატომ არ ხდება, მაგალითად, ბერლინში? იმიტომ, რომ ასეთი რეზონანსი არ ექნება. თუ მართლა ტერაქტი იყო დაგეგმილი, ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო უდიდესი ღონისძიების წინააღმდეგ, რომელიც 28 ნოემბერს იწყება - აბრეშუმის გზის გახსნა, სადაც უამრავი ლიდერი იქნება ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter