სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი საყვარელიძე
    09.11.2017

     რაიონის ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის დასაქმება, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებას მომავლი 4 წლის განმავლობაში ბორჯომში თვითმმართველობა აპირებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით 10,3 მლნი ლარი უკვე გამოყო. როგორც მუნიცაპალიტეტში აცხადებენ, ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების ოთხპუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტია.

    წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა გაიზარდა. მატულობს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემოსავლებიც. 2013-2017 წლებში მუნიციპალიტეტმა მიღებული ტრანსფერისა და გრანტების ჯამური მოცულობა 4 მლნ 870 ათასი ლარიდან 2 მლნ 490 ათას ლარამდე შეამცირა.

    რაც შეეხება მომავალ წლებს, ფინანსთა სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა 10,3 მლნ ლარი. მათ შორის, 2018 წელს - 2,4 მლნ ლარი, 2019 წელს - 2,5 მლნ ლარი, 2020 წელს - 2,6 მლნ ლარი და 2021 წელს - 2,8 მლნ ლარი. ასევე იგეგმება ქალაქისთვის დამატებითი სახსრების მოძიება, რომელიც საკურორტო ქალაქის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეს კი, ბუნებრივია, ტურისტების რაოდენობის ზრდასაც გამოიწვევს.

    ადგილობრივ მთავრობაში დეტალურად არის ის პროექტები გაწერილი, რომლის განხორციელებსაც "ოცნების" ხელისუფლება ბორჯომში 4 წლის განმავლობაში აპირებს.

    "შემდგომ წლებში ბორჯომში გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. განხორციელდება დამატებითი ბენეფიციარების მოძიება ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის მიზნით და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. დღევანდელი მდგომარეობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფუნქციობს 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც ჯამში გაერთიანებულია 124 ფერმერი (მეპაიე). კოოპერატივებში ჯამურად დამატებით 140 ათასი ლარის ოდენობის კაპიტალია მოზიდული. მხოლოდ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ დამუშავებულმა მიწის ფართობმა დამატებით ჯამურად 108 ჰა შეადგინა.

    მეწარმეობის განსავითარებლად გაგრძელდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების "აწარმოე საქართველოში" და "მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" განხორციელება.

    2018-21 წლებისთვის დაგეგმილია ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: დაბა ბაკურიანში, დიდველზე ხელოვნური ტბის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს დიდველის სათხილამურო ტრასის ხელოვნურ გათოვლიანებას; დაბა ბაკურიანში ბეატლონის ტრასის პროექტირება და მშენებლობა; დაბა ბაკურიანში ველობილიკების პროექტირება და მშენებლობა, რომლებიც გათვლილი იქნება როგორც ზრდასრულ ადამიანებზე, ისე ბავშვებზე", - აცხადებენ ბორჯომის ადგილობრივ მთავრობაში.

    შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ბორჯომის მუნიციპალიტეტის პროგრამაში აღნიშნულია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე გაკეთდება. მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ან უკვე განხორციელების ფაზაშია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

    - ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (| ეტაპი) - 3,5 მლნ ლარი.

    - ბაკურიანში დიდველის  წყალმომარაგების სისტემის მოწყობა - 3 მლნ ლარი.

    - ბაკურიანის  წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა - 6,3 მლნ ლარი.

    - მიტარბის გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება - 2 მლნ ლარი.

    - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია - 1,5 მლნ ლარი.

    - ბაკურიანი-ციხისჯვრის გზის რეაბილიტაცია - 2,8 მლნ ლარი.

    - ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში- 5 მლნ ლარი.

    - დაბა ახალდაბის წყალსადენის რეაბილიტაცია - 685 ათასი ლარი.

    - ლიკანისა და წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია - 4,1 მლნ ლარი.

    - დაბა ბაკურიანში ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია - 3,2 მლნ ლარი.

    - საავტომობილო გზების რეაბილიტაცია სოფლებშიწაღვერი, ცემი, ჭობისხევი - 616 ათასი ლარი.

    - სოფელ ტაძრისსა და საკირეში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის სალიკვიდაციო სამუშაოები - 667 ათასი ლარი.

    - სოფელ საკირეში მეწყრის შედეგად დაზიანებული მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია - 510 ათასი ლარი.

    - ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (დაბა ახალდაბა, სოფელი ჭობისხევი, სოფელი ყვიბისი, სოფელი ტბა, ქალაქი ბორჯომი) საყრდენი კედლები სრეაბილიტაცია - 222 ათასი ლარი.

    - ბორჯომში "დიდი ხიდის" რეაბილიტაცია - 209 ათასი ლარი.

    - ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 27-ე კმ-ში ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები - 600 ათასი ლარი.

    - დაბა ბაკურიანის წრიული გზიდან, სოფელ მიტარბის მიმართულებით მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია - 650 ათასი ლარი.

    - სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის რეაბილიტაცია სოფლებში ყვიბისი, ზანავი, კორტანეთი, დაბა, წაღვერი, ტიმოთესუბანი, ვარდგინეთი,მზეთამზე, ტაძრისი, საკირე, დგვარი, დვირი, ქვაბისხევი, ჭობისხევი, ლარები, ბალანთა, ჭიხარულა, ტაბაწყური, მოლითი, ციხისჯვარი, დიდი და პატარა მიტარბი, ანდეზიტი, რველი და ჩითახევი - 6,4 მლნ. ლარი.

    - შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია სოფლებში ცემი, ლიბანი, სადგერი, ტბა, პატარა ცემი, ახალდაბა, ყვიბისი, ზანავი, კორტანეთი, ვარდგინეთი, დაბა, წაღვერი, მზეთამზე, ტიმოთესუბანი, ტაძრისი, საკირე, დგვარი, დვირი, ქვაბისხევი, ჭობისხევი, ლარები, ბალანთა, ჭიხარულა, ტაბაწყური, მოლითი, ციხისჯვარი, ბაკურიანი, დიდი და პატარა მიტარბი, რველი, ჩითახევი - 11,8 მლნ. ლარი.

    - ბორჯომის საკანალიზაციოსისტემებისადასანიაღვრეარხებისრეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი.

    - ბორჯომის ცენტრალური უბნების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია - 3 მლნ ლარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    თამარ   (11.11.2017)
    გადასარევი, მაგრამ სურათზე მე მგონი საირმეა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter