სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    07.11.2017

     ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებამ "ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის დაპირისპირება გამოიწვია. ნიკა მელია თვლის, რომ ონიანი “ევროპული საქართველოს” წევრი რომ ყოფილიყო, მას არ დააპატიმრებდნენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება და “ბრიყვულ ბრალდებას” უწოდებს ოთარ კახიძე.

    როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, “ხელისუფლება ციხიდან უშვებს მათ, ვინც აწყობს, უქმნის პოლიტიკურ პარტიას და არქმევს ვითომ ოპოზიციას, რეალურ ოპონენტებს კი ციხეში უშვებს.”

    ნიკა მელიას თქმით,  მიუხედავად ყველაფრისა, „ნაციონალური მოძრაობა“არ დანებდა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. 

    „გოგა ონიანი დღეს დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი-ოპოზიციური პარტიის წევრი, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და იტყვიან, რომ თურმე როგორ წუხან ამ ამბის გამო, დღეს დაკავებული არ იქნებოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

    ამ განცხადებას “ევროპული საქართველოდან” ოთარ კახიძემ უპასუხა და ნიკა მელიას ლოგიკას "ბრიყვული" უწოდა.

    ”დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ივანიშვილის ხელისუფლებაზე, მის პოლიტიკურ დაკვეთაზე და იმ სასამართლოზე, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავს. ეს უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი სამიზნე. ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე და ონიანის დაპატიმრების შიდაოპოზიციურ გარჩევის თემად ქცევა არის, ერთი მხრივ, უპასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, სიბრიყვე. ხელისუფლებას ახლა აწყობს, რომ ვისაუბროთ არა ხელისუფლებაზე, არამედ ”ნაციონალურ მოძრაობა”-”ევროპული საქართველოს” დაპირისპირებაზე. ის ნამდვილად ბრალდებულია ხუთი წლის განმავლობაში. ის ციხეში არ მჯდარა და იმედია, არც მოუწევს ჩაჯდომა. თუ ივანიშვილის მარწუხებს თავს დააღწევს საერთაშორისო ზეწოლიდან გამომდინარე, ან თუკი ივანიშვილს არ მოუნდება ამ პოლიტიკური ფასის გადახდა მისი დაკავებით, ეს იქნება მხოლოდ კარგი. ამ შემთხვევაში ”ევროპული საქართველო” არ წამოაძახებს, რომ რადგან თავისუფლებაშია, გარიგდა, არამედ პირიქით, ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი არ შეემატოს ივანიშვილის პირადი პატიმრების რიგებს. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთების ნაცვლად სჯობს, ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დაკავდეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ოპონირებით და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მისი კოლეგები ”ნაციონალური მოძრაობიდან” ამ აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას არ იზიარებენ”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

    “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, იზიარებენ თუ არა “ნაციონალირო მოძრაობის” დანარჩენი წევრები ნიკა მელიას განცხადებას და რას ფიქრობენ ამ დაპირისპირებაზე, თუმცა პარტიის პრესსამსახურში აცახდებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები არ გაკეთდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter