სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.10.2017

     ქუთაისი დაიბრუნებს კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას და გახდება ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები არ მიდიან", - ეს არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას მთავარი მესიჯები, რომელსაც ის ამომრჩეველთან ყველა შეხვედრისას აჟღერებს. რა იქნება ქუთაისის მერობის კანდიდატის მთავარი პრიორიტეტები და რა სამოქმედო გეგმა აქვს ქალაქის მართვასთან დაკავშირებით, ამაზე "რეზონანსთან" თავად გიორგი ჭიღვარია საუბრობს.

    "რ": ბატონო გიორგი, რა ფუნქცია ექნება ქუთაისს თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში და რა იქნება ძირითადი პრიორიტეტები რითაც იმოქმედებთ?

    გ.ჭ: ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქცია და ეს ჩემი და ჩემი გუნდის მმართველობის პერიოდშივე უნდა მოხდეს. ქუთაისი თავისი კულტურული, ისტორიული და საგანმანათლებლო მნიშვნელობით საინტერესო უნდა გახდეს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. რაც შეეხება საგანმანათლებლო ფუნქციას, ამის თქმა თამამად შეიძლება, რადგან უკვე დაიწყო ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს მიიღებს სტუდენტთა პირველ ნაკადს. ტექნიკური უნივერსიტეტით ქუთაისი გახდება საგანმანათლებლო ცენტრი, მთელ ამიერკავკასიაში. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქე იქნება და მოქალაქეებზე მაქსიმალურად მორგებული ადგილობრივი მუნიციპალური სერვისები.

    "რ": რით განსხვავდება თქვენი საარჩევნო პროგრამა და რა პროექტს ჰპირდებით ქუთაისელ ამომრჩეველს ისეთს, რაც აქამდე არ განხორციელებულა?

    გ.ჭ: ჩემი პროგრამის მთავარი მიზანია, შევქმნათ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის არქიტექტურული კონსტიტუცია გახდება. ამ გეგმის თანახმად ქალაქში აღარ იქნება ქაოსური და დაუგეგმავი მშენებლობები. ვერავინ მოახერხებს რეკრეაციული ზონების განადგურებას. გენერალური გეგმით და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ჩვენ მივიღებთ ქალაქის განვითარების ეფექტურ და გრძელვადიან მოდელს, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ქუთაისი გახდეს "მომავლის ქალაქი".

    "რ": თქვენ ძალიან ცოტა დაგაკლდათ პირველივე ტურში მოგეპოვებინათ გამარჯვება. როგორ ფიქრობთ რატომ დადგა მეორე ტურის საჭიროება?

    გ.ჭ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 ქუთაისში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდ და თანაბარ კონკურენტუნარიან გარემოში, ჩატარდა. იქ ყველა პოლიტიკურ ძალას ერთნაირად შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ საკრებულოში ძალიან დამაჯერებელი შედეგით შევდივართ. ათივე სამაჟორიტარო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს და პროპორციული სიით 9 ადამიანი გავიყვანეთ. ეს შედეგები მოწმობს იმას, რომ პარტიას ხალხისგან ნდობის მაღალი მანდატი გააჩნია. რაც შეეხება მეორე ტურს, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა დემოკრატიული პრინციპებით მოქმედ სახელმწიფოში, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ჩავატარეთ სამართლიან გარემოში.

    "რ": ოპონენტები არჩევნების ჩატარებას, კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობით გედავებოდნენ რამდენად შეესაბამება რეალობას ეს განცხადებები?

    გ.ჭ: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გუნდმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ჩვენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეგვიძლია და ვრჩებით უალტერნატივო ძალად, რომელსაც მოსახლეობა ენდობა. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. გაყალბებისა და ძალადობის შემთხვევაში დავდებდით იმ შედეგს, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა სასურველი. არჩევნების მეორე ტური კი არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს საკუთარი არჩევანი თავად გააკეთოს.

    "რ": როგორი თვითმმართველობა ეყოლება ქუთაისს თქვენი მერად არჩევის შემდეგ?

    გ.ჭ: ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება უფრო ეფექტური ვიდრე იყო, უფრო აქტიური და ქმედითი ვიდრე აქამდე.  ჩვენთვის პრიორიტეტულია შევასრულოთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქუთაისელებს დავპირდით. სწორედ ამით შევძლებთ უმუშევრობის სტატისტიკის საგრძნობლად შემცირებას. გავაგრძელებთ სოციალური საცხოვრისების მშენებლობას და ვიქნებით ხალხთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ბესიკ ადამია   (30.10.2017)
    მე მჯერავს გიორგი ჭიღვარიასი,ის არ უნდა მოექცეს ძველების გავლენის ქვეშ და ესაუბროს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე ქუთათურებს და არა ისე როგორც მისმა წინამორბედმა მაკდონალდსის ქუთაისის ცენტრში წამოჭიმაზე ფეხებზე დაიკიდა ხალხის აზრი, დღეს კი ჭყონია აკრიტიკებს მთავრობას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეხლა თუ გაბედავდნენ მიყიდვას ქუთაისის გულის ?!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter