სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება, ერთ-ერთ საკითხად სწორედ საქართველოს ნატოს სამიტისთვის მზადებას განიხილავს"
    ნინო ქეთელაური
    28.01.2017

     "2017 წლის ნატოს სამიტი, რომელიც ბრიუსელში ჩატარდება, იქნება იმ ფორმატით, რომელიც მხოლოდ წევრი ქვეყნებისვისაა განსაზღვრული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად არ არის ჩართული ევრუპულ, კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოებაში და აქტიურად არ იყოს წარმოდგენილი დღის წესრიგში", - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა "რეზონანსს" განუცხადა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ნატოს მომავალ სამიტში საქართველო მონაწილეობას ალბათ არ მიიღებს, ვინაიდან, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს სამიტი ნაკლებად მასშტაბური და ტრამპი-ნატოს გაცნობითი ხასიათის იქნება.

    ამის პარალელურად კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, რათა ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ მინისტერიალებზე საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

    "შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატოსთვის, შავი ზღვის წევრი ქვეყნებისთვის და თავისთავად, ეს არის საკითხი, სადაც საქართველოც ჩართულია ამ დისკუსიებში. შესაბამისად, ნატოს სტრატეგიის შემუშავებაში უფრო აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან და ასევე, ორმხრივ ფორმატებშიც.

    "პრეზიდენტის, როგორც ნატოს სამიტებზე დელეგაციების ხელმძღვანელის, დავალებაც სწორედ ის არის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ და თვითონაც იყოს ჩართული. ამიტომ, უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება, ერთ-ერთ საკითხად სწორედ საქართველოს ნატოს სამიტისთვის მზადებას განიხილავს", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი და განმარტავს, რომ პრეზიდენტის ნატოს სამიტზე წასვლის საკითზე საუბარი არ არის.

    "იმ საკითხებში, რომელიც და ნატოს და შავი ზღვის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ დისკუსიებში იყოს ჩართული და ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ვსვამთ ჩვენს მათავრობასთან და პარტნიორ ქვეყნებთან - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალი სამიტისთვის საქრთველოს თემატიკა აქტიურად იყოს წამოდგენილი.

    "მონაწილეობა-არ მონაწილეობა არის ის გადაწვეტილება, რომელსაც იღებენ წევრი ქვეყნები და ჩვენ რა თქმა უნდა, ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი საკითხი აქტიურად იყოს წარმოჩენილი", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

    კითხვაზე, თუ სამიტი მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა, ნატოს სამიტში საქართველოს დელეგაცია რა სახით შეიძლება, რომ ჩაერთოს, ვანო მაჭავრიანი პასუხობს, რომ დაგეგმილია მთელი რიგი მინისტერიალები, სადაც საუბარი იქნება რუსეთის აგრესიის შედეგებზე და საქართველო ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს.

    პრეზიდენტი პირადად მიიღებს თუ არა მონაწილეობას დაგეგმილ მინისტერიალებზე, მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებზეა საუბარი.

    "საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, რომ მუშაობაში ჩაერთოს. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველო ნატოს სამიტზე იყოს, როგორც ერთიანი ევროპული უსაფრთოების მნიშვნელოვანი კომპონენტი, შავი ზღვის უსაფრთხოების ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

    "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაციის ნატოს სამიტში ჩართულობა მხოლოდ წევრი სახელმწიფოების გადასაწვეტია, თუმცა სამიტამდე არის მინისტერიალები, რომელში მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

    "პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს მისაღებია. ჩვენ საკუთარი ინეტერსი გვაქვს და მაქსიმალური აქტიურობა უნდა გამოვიჩინოთ, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებში ვიყოთ ჩართული.

    "სხვადასხვა დონეზე შეხვედრები სამიტამდეც არის დაგეგმილი. მათ შორის თავდაცვის მინისტერიალი, რომელიც თებერვალში გაიმართება. აქ იხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებაში ნატოს ჩართულობას შეეხება და მის მიერ წამოყენებული სხვადასხვა ინიციატივები განიხილება. მათ შორის, ნატოს სტრატეგია და მიდგომები, რაც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.

    "ქართული მხარის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წინადადებები, ინეტერსები, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას წაადგება, მაქსიმალურად მივაწოდოთ და ვეცადოთ, რომ ნატოს ახალ მიდგომაში გათვალისწინებული იყოს", - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

    სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ყურადღებას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების გახილვაში საქართველოს ჩართულობაზე ამახვილებს.

    "შავი ზღვის აუზში სტრატეგიული ბალანსის დაცვა - ეს ძალიან სერიოზული თემაა, რადგან დღეს ამ ბალანსის დარღვევა ხდება. რუსეთმა შავი ზღვაზე თავის ფოლოტი სერიოზულად გააძლიერა, ასევე, ანექსირებულ ყირიმის ნაეხვარკუნძულზე და ოკუპირებულ აფაზეთშო თავის სამხედრო პოტენციალიც გააძლიერა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შავ ზღვაში ბალანსს არღვევს. იქ ყველაზე ძლიერ მხარეს რუსეთი წარმოადგენს.

    "შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ ღონიძიებაში, რომელიც ნატოსთან, ევროპასთან დაახლოებას, მითუმეტეს, შავი ზღვის აუზის ფარგლებში თანამშრომლობას ეხება, საქართველოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ერთია, ასეთი შეხვედრები, საუბრები და დადგენილებების გამოტანა, მეორეა პრაქტიკული საქმე. რუსეთის ხელისუფლება ნაკლებს საუბრობს, მეტს აკეთებს. ის აძლიერებს თავის გავლენას ყველა მიმართულებით. ნატო კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ საუბრობს ამ საფრთხეებზე", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved