სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (12.01.2017)

     გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებას აღმოსავლეთ პარტნიორობის "რეზონანსის" მთ. რედაქტორი და სამოქალაქო საზოგადოების - ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში საქართველოთვის საფრთხის შემცვლელად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში, რომელსაც ყველგან იყენებს. "რუსეთს რაც უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ, მით მეტად მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ", - გვითხრა ტუღუშმა.

    ლაშა ტუღუში: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გაზპრომს უარეს პირობაზე დათანხმდა, ვიდრე ადრე გვქონდა. მაშინ გარანტირებული მარაგი გვქონდა, ახლა კი ამაზე ფული უნდა ავიღოთ.

    - კალაძის მტკიცებით, იგი გაზპრომთან არანაირ დათმობაზე არ წასულა.

    ლ.ტ: დათმობაზე როგორ არ წავიდა - აქამდე უფასოდ ვიღებდით ტრანზიტის 10%-ს, ახლა კი 2018 წლიდან გაზპრომმა საქართველოს ფული უნდა გადაუხადოს.

    ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე გაიზრდება, ვინაიდან ადრე თუ ვიღებდით გარანტირებული სახით 10%-ს, ახლა ამას აღარ მივიღებთ. საპროგნოზოდ მინდა გითხრათ, ეს რაოდენობა 2019 წლისთვის გაიზრდება, იმიტომ, რომ სომხეთის მოთხოვნილება იზრდება. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სერიოზული დარტყმა მივიღეთ, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

    ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ეს სისტემა. პრობლემები მაშინაც იყო რუსული მხარე ყოველთვის ცდილობდა ამ სისტემის შეცვლას, თუმცა ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა პრინციპების დაცვას და ყველანაირად ირიდებდა ამ საკითხს.ჩვენ დღეს მოგვიაწია სერიოზული დათმობის გაკეთება და ამის აღიარება, რატომღაც არავის არ უნდა.

    - და თქვენი აზრით, ხელისუფლებას ჰქონდა იმის ბერკეტი, რომ საკუთარი პრინციპები ბოლომდე დაეცვა, როგორც აქამდე?

    ლ.ტ: არ უნდა დათანხმებულიყო იმ პირობებზე, რომელიც წარმოადგინა რუსულმა მხარემ. არ უნდა გადაგვედგა შესაბამისი ნაბიჯები. ეს არის დეტალები და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამ საკითხზე ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ვესწრებოდი და თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჩემი მოსაზრება ვუთხარი.

    რამდენადაც ვიცი, ამ პრინციპულ პოზიციასაც იხილავდნენ, თუმცა შემდეგ ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვიტა სხვანაირად. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ისეთ პროდუტქზე, როგორიც არის გაზი. ეს ძალიან პრინციპული საკითხია.

    გაზი არ არის ჩვეულებრივი თემა და მხოლოდ ვაჭრობის საკითხი. ეს არის პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში. ამ იარაღს ის იყენებს ყველგან. რუსეთს რაც უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ, მით მეტად მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ.

    რუსეთთან არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ის მოდელი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დათანხმდა, ზრდის რუსეთის შესაძლებლობებს, ვინაიდან ვალდებულებები უქრება. ვალდებულება იყო, რომ უფასოდ გვაძლედა 10%-ს. ახლა ეს აღარ არის.

    ეს არის არა მხოლოდ ენერგეტიკის საკითხი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თემა. როგორც ჩანს, ამ საკითხზე სიღრმისეულად არც უმსჯელიათ და ისე მიიღეს გადაწყეტილება, რადგან საქართველოს არ გაჩნია უსაფრთხოების სტრატეგია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter