სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    12.01.2017

     ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (ლიბე) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს უყრის. ამის შესახებ კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული. კენჭისრა კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

    ექსპრეტ კახა გოგოლაშვილის თქმითა, აღნიშნული სხდომის წარმატებით ჩავლა ერთადერთი წინაპირობაა ევროპარლამენტის სესიამდე მისასვლელად, რაც ნიშნავს ამის შემდგომ საპარლამენტო სესია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დამტკიცების საკითხზე იმსჯელებს.

    ცნობისთვის, კომიტეტის მიერ რეგულაციის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხს კენჭს პლენარულ სესიაზე უყრიან. პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად კი 2 თებერვალია მითითებული.

    შეგახსენებთ, რომ კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა 13 დეკემბერს ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება დაადასტურა.

    ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროპარლამენტის ამ კომიტეტის გავლა აუცილებელი ნაბიჯია საიმისოდ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი საპარლამენტო სესიაზე გავიდეს. ამბობს, რომ "ლიბეს" კომიტეტის გავლა პარლამენტში გასვლის საბოლოო ეტაპია, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ ამ გზამდე მისასვლელი ყველა წინაღობა წარმატებით გაიარა.

    "თუ ამ კომიტეტზე მწვანე შუქი აინთო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმდენად, რამდენადაც ამის შემდგომ ევროპარლამენტის სესია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭების საკითხს საბოლოოდ დაამტკიცებს. პარალელურად ახლა მხოლოდ ფორმალური საკითხი რჩება, რომელიც ევროკავშირის საბჭოს უკავშირდება და რომელმაც ეს რეგულაცია, უნდა დაამტკიცოს. მთავარია ახლა ეს სესია არ გადაიდოს, სხვა მხრივ პროცესი ნორმალურად მიდის," - უთხრა "რეზონანსს" კახა გოგოლაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter