სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (12.01.2017)

     გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი პატიმართა წამების ამსახველი კადრების საქმეზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მისი დაბარება გახდა. კილაძის თქმით, ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ "ქრონიკა პლუსისა" და მის წინააღმდეგ იყენებს.

    "უჩა ნანუაშვილი არის არა სახალხო დამცველი, არამედ ხელისუფლების გაგრძელება. ის პირდაპირ არის ჩართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ დევნის საქმეში. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კამპანია "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ, რომელსაც სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მეშვეობით ახორციელებს," - განაცხადა ელისო კილაძემ.

    ჟურნალისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას შეკითხვები სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ჰქონდა. კილაძის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ ელისო კილაძემ ე.წ. ცოცხების კადრების გასაჯაროებით ერთ-ერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა, ხოლო ამ პატიმარმა სახალხო დამცველს მიმართა, რათა მას რეაგირება მოეხდინა.

    კილაძე აცხადებს, რომ უჩა ნანუაშვილს ჯერ მისთვის უნდა მიემართა და შემდეგ - პროკურატურისთვის, ხოლო პატიმარს, სასამართლოსთვის.

    "ისინი კითხულობენ კანონის მხოლოდ მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ კითხულობენ და არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია, ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში მუხლებია ჩამოთვლილი, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. თუ მიდიან "ქრონიკა პლუსის" დახურვაზე, ესეც არის ერთი ამბავი და გამოჩნდება დღეს, მკაფიოდ მეტყვიან, თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე, ამ კანონის დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვერც ერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული," - განაცხადა ელისო კილაძემ.

    ცნობისთვის "ქარონიკა%"-ის ვებ-გვერდზე ვიდომასალა გასული წლის 14 აგვისტოს რამდენიმე ნაწილად გამოქვეყნდა. გაზეთის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, კადრები აჩვენებს, რომ 2012 წლის წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი ე.წ. "ცოცხის ეპიზოდი" დადგმულია.

    "რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის ილუზია, რომ ციხეებში წამება არ ხდებოდა. სისტემური დანაშაულის მაჩვენებელი არის კარანტინის დაშლის კადრები," - განაცხადა მაშინ კილაძემ. მისივე მტკიცებით, კადრები მას შემდეგ მიაწოდეს, რაც ლადო ბედუკაძემ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო. კილაძე ამბობს, რომ კადრები სწორედ ლადო ბედუკაძის მიერაა გადაღებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter