სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (12.01.2017)

     ვინაიდან ხელისუფლება კანაფის დარგვის აქციაში მონაწილე აქტივისტებს არ აკავებს, "გირჩის" ლიდერები მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერონ ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლისსამართლებრივი დევნა. არალეგალური მცენარის კულტივაციიდან მე-11 დღეს, შსს-მ პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და 31 დეკემბერს აქციაში მონაწილეთა მიერ დარგული კანაფის 84 ქოთანი ამოიღო.

    უწყების წარმომადგენლებმა პარტიის წევრებს ჩხრეკის ნებართვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება წარუდგინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება). აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დარღვეულია არა 256-ე მუხლის პირველი ნაწილი, არამედ მეორე და მესამე, რადგან ეს იყო ჯგუფური ქმედება და თან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დარგვა.

    საქართველოში მარიხუანა ისევე იქნება ლეგალური, როგორც ეს ბევრ ცივილიზებულ ქეყანაშია. ეს განცხადება პარტიის ლიდერმა ოფისში შს სამინისტროს წარმომადგნელების მისვლის შემდეგ გააკეთა.

    ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა მიმართა საქართველოს მთავრობას და მათგან მოითხოვა, სსკ-ის 265-ე მუხლთან დაკავშირებით, პოლიტიკური ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს საქართველოს ყველა მოქალაქის სისხლისსამართლებრივი დევნა.

    "2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, "გირჩის" ოფისში შედგა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. ადამიანებმა გააპროტესტეს რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და მოითხოვეს სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებების პატივისცემა. დაუმორჩილებლობის აქტის ყველა დეტალი იყო საჯარო, პოლიტიკური პარტიის პოზიცია კი - ცნობილი.

    "ხელისუფლებას ჰქონდა ორ თვემდე ვადა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ან ვალდებულება - 31 დეკემბერსვე ემოქმედა ისევე, როგორც მოქმედებს რიგითი მოქალაქეების მიმართ.

    "დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იკავებს პოლიტიკური პარტიის ოფისს და მტკიცებულებების სახით აღწერენ და იღებენ კანაფის ნარგავებს.

    "11 დეკემბერს, "გირჩს" დაგეგმილი ჰქონდა, საქალაქო სასამართლოსთან გაეპროტესტებინა მოქალაქის მიმართ იმავე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომლის გამოც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

    "რადგან ცხადად ჩანს, რომ სიმართლე კანონის მხარეს არ არის, რადგან ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლისსამართლებრივი დევნა," - აცხადებენ "გირჩში".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter