"დანაღმული მანქანებისა და თვითმკვლელი შაჰიდების გამოყენებით ტერაქტები განხორციელდება"
თაკო მათეშვილი
22.06.2016

 "ისლამურმა სახელმწიფომ" ჰიბრიდული ომის საწარმოებლად სპეციალური დანიშნულების რაზმი შექმნა, რომლის ინტერესის არეალში საქართველოცაა - ამ შემაშფოთებელ ინფორმაციას ექსკლუზიურად "რეზონანსს" სამხედრო ანალიტიკოსი, ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტი ვახტანგ მაისაია აწვდის და აქვე დეტალებსაც განმარტავს.

მისი თქმით, 600-700 კარგად გადამზადებული მებრძოლისაგან შემდგარი რაზმის მთავარი მიზანი ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ტერორისტული აქტებისა და შეტაკებების განხორციელება იქნება, რაც ხალხში მასობრივი შიშისა და პანიკის დათესვასაც მოიაზრებს, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური წერტილების განადგურებას. რაც შეეხება ამ ყველაფერში საქართველოს როლს, მაისაია ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა აისის-ისთვის მისი მდებარეობის გამოა სანტერესო და მათ მიზნებში საქართველოს ძირითადად სწორედ ტრანზიტული ფუნქცია ექნება.

"ისლამურ სახალიფოში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, რომელშიც 600-700 მებრძოლი შედის. ძირითადად საზღვარგარეთის მოქალაქეები არიან შერჩეული, რათა მათი სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება უფრო ადვილი იყოს. 600-700 ადამიანი საკმაოდ სერიოზული ძალაა. მათ სპეცმომზადება უკვე გაიარეს და მომზადების მეორე ეტაპზე არიან.

"ამ რაზმის ხელმძღვანელობა აწ უკვე მოკლული ხალიფა აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მოადგილეს, აბუ მუჰამედ ალ-ადნანს დაევალა. შეიქმნა ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ცენტრი და ეს ბრიგადაც ამ ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა", - ამბობს მაისაია.

რაც შეეხება რაზმის ინტერესის არეალს, ექსპერტი ამბობს, რომ საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია ამ ბრიგადის ინტერესის არეალშია. მისი თქმით, ალ-ადნანმა თავის თანაშემწეებს უკვე დაავალა ანალიტიკური მოხსენების გაკეთება, სტრატეგიის შემუშავება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ჰიბრიდული ომის წარმოება.

ამბობს, რომ დეტალები თანდათანობით გამოიკვეთება და ცნობილი გახდება, თუ როგორ განახორციელებენ თავიანთ სტრატეგიას, როგორ გადაისვრიან ბრიგადის მებრძოლებს და ა.შ.

 "საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია ამ ცენტრის მოქმედების ერთადერთი არეალი არაა. ეს მოიცავს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ცენტრალურ აზრიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას, ამერიკას.

"საქართველოს, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ტრანზიტული ქვეყანა უნდა იყოს, რისი მეშვეობითაც ამ ბრიგადის მებრძოლებს სხვადასხვა ადგილას გადაისვრიან. არაა გამორიცხული, რომ ამ რაზმში ქართული წარმოშობის ჯიჰადისტებიც შედიოდნენ, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს რიგებში საკმაოდ ბლომად არიან", - აცხადებს სპეციალისტი.

ჩვენს კითხვაზე - მხოლოდ ტრანზიტულ ქვეყნად სჭირდებათ საქართველო, თუ ტერორისტული აქტების განხორციელებაც იგეგმება, მაისაია გვპასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია. ამბობს, რომ აქ საუბარი ჰიბრიდული ომის წარმოებაზეა, რასაც ისლამისტებმა დაშინების აქცია დაარქვეს.

"ანუ, დანაღმული მანქანებისა და თვითმკვლელი შაჰიდების გამოყენებით ტერაქტები და სამხედრო შეტევები განხორციელდება. ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის კონცეფციაში ჯდება, რასაც "ისლამური სახელწმიფო" ანხორციელებს. ამის მაგალითი იყო ის, რაც ბრიუსელში, პარიზსა და ორლანდოში მოხდა. სხვათა შორის, მათი პირველი მოქმედება, სავარაუდოდ, ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარი ფაქტი იყო", - დასძენს იგი.

რა თქმა უნდა, "რეზონანსი" დაინტერსდა, თუ საიდან ფლობს ექსპერტი ამგვარ ინფორმაციას და რამდენად უტყუარად უნდა მივიჩნიოთ იგი. როგორც მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, იგი არ ამტკიცებს, რომ ყველაფერი 100%-იანი სიზუსტით ახდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი ინფორმაციის დიდი ნაწილი რეალობაა.

"ესაა ინფორმაცია, რაც მე არაერთი მასალის გამოკვლევისა და ანალიზის ჩატარების საუძველზე მაქვს. ორლანდოში, ყაზახეთსა და დაღესტანში განორციელებული ბოლოდროინდელი ქმედებები ამ ვარაუდებს კიდევ უფრო ამყარებს.

"დაღესტანში, როგორც მოგეხსენებათ, 5 სპეცრაზმელი დახოცეს და 20-მდე დაჭრეს. ასევე, ყაზახეთშიც შეტაკება იყო, ორმხრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

"აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სამხედრო ტერაქტი ჰიბრიდული ომის ფორმატში საკმაოდ საინტერესო მომენტში მოხდა. შეტაკების ადგილი - ქალაქი აქტობე აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ცენტრია. იქიდან არეშუმის 3 გზა მიდის - ჩრდილოეთი გზა, ცენტრალური და სამხრეთი გზა. ასე რომ, ისლამურმა სახელმწიფომ გეოეკონმიკური გავლენის ცენტრზე განახორციელა თავდასხმა. ეს მათი კონცეფციის ფორმატში ჯდება", - აცხადებს მაისაია.

იგი "ისლამური სახელმწიფოს" მიზნებზეც გვესაუბრება და ამბობს, რომ დაშიანების გარდა მათ, რა თქმა უნდა, თავიანთი გავლენის არეალის გაფართოებაც სურთ.

"მათ უნდათ, რომ ამ ქვეყნებში პანიკა და მასობრივი შიში გამოიწვიონ, რათა თავიანთი გავლენის ცენტრები კიდევ უფრო გაიზარდოს და განვითარდეს. აისის-ს თავისი გეოსტრატეგიული ინტერესები გააჩნია. მათი მთავარი მიზანი ისაა, რომ ე.წ. დაშინების აქციები ჩაატარონ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ომის ტერიტორიადაა მიჩნეული", - დასძენს ვახტანგ მაისაია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (16)
ჩაწერა სახელი
მერაბი   (02.02.2017)
ეს სტატია დაბეჭდილია 2016 წლის 22 ივნისს. მას შემდეგ მოვლენები დაახლოებით ასეთი სცენარით განვითარდა, როგორც მაისაია ამბობს. აბა, გაიხსენეთ ტერაქტები საფრანგეთში და თურქეთში. ასე რომ, ზოგიერთმა ევროპალამენტარმა ენას კბილი დააჭიროს და თუ რამის თავი აქვს, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას მიხედოს.

nono   (02.02.2017)
ძონძები ხართ ავტორიც და რესპონდენტიც

ალეკო   (24.06.2016)
ოოო,ახლა ამერიკის ჯარი ჩვეთან ჩამოვა საცხოვრებლად.DDD

ucha   (24.06.2016)
maisaia xo ar chamokari?

აფხაზი   (23.06.2016)
თინათინ მხარგრძელს თუ გაუჭირდა დაეხმარებიან....

თიკა   (23.06.2016)
გამორიცხული ნამდვილად არაფერია

თიკა   (23.06.2016)
გამორიცხული ნამდვილად არაფერია

გიო   (23.06.2016)
აბა ეს ციხიდან გამოსაშვები იყო? არ ეტყობა ვინცა?

dato 77   (23.06.2016)
sruli bodva,da am dros gaegvidza baton maiasaias

ერეკლე   (23.06.2016)
არ გეკადრებათ ასეთი სისულელეების ბეჭდვა! რედაქტორს ძინავს? ან თუ არ ძინავს, ესმის სათაურის მნიშვნელობა?1

www   (22.06.2016)
ეს მაისაია კიდევ ცოცხალია ეს ნაბოზარი , მოვა შენი დროც შე ვირთხის ნაშობო

rachinec   (22.06.2016)
es nishnavs, ariqa rusets shevudzvret torem dagverxao

levan   (22.06.2016)
1.გაზეთის რედაქტორმა ალბათ სურს გაყიდვები დამაკლდა უკვე დროა ცოტა მივხედოო 2.ავტორ ”ექსპერტს” მომენტი მაქვს და რეიტინგი ავწიოო 3.კორესპონდენტმა ჟურნალისტმა აჰა რაგინდა უფროსო ექსკლუზიური მასალის სპეცი ვარო და სუყველას ერთად --- ან თქვენ ხელი გინდათ შეუწყოთ ფსიქიატრიის განვითარებას საქართველოში რაც მართლა მადლით მოსხუმული საქმეა. გიჟები დაგვაკლდა ანდა პანიკას გინდა ატეხოთ იქნებ შანსის გამოჩნდეს ყურადღება მოგვაქციონ ჩვენ ახალი ნოსტრადამუსები ვართო.

zviadi   (22.06.2016)
ეს ის მაისაიაა, აგვისტოს ომის დროს რუსებს საიდუმლო ინფორმაციას რომ აწვდიდა. ღალატისთვის დაიჭირა კიდეც წინა მთავრობამ, ხოლო ახალმა მთავრობამ პოლიტმატიმრის სტატუსით გამოუშვა ციხიდან.

ana   (22.06.2016)
ეს ნორმალურია? რეებს ბოდავს? რატო აგდებს პანიკაში ხალხს? და გაზეთს რედაქტორი არ ყავს?

isis   (22.06.2016)
მაისაია არ არის ექსპერტი და არც ანალიტიკოსი. ანალიტიკოსი რომ იყოს ასეთ სისულელეებს არ ილაპარაკებდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×