სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პროტოპრესვიტერი ცეცისი: "ქართველი ძმების ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი"
    ეკატერინე ბასილაია
    11.04.2016

     "დიდი და წმინდა კრების" წინ, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს და რომელსაც ზოგიერთი მე-8 საეკლესიო კრებასაც კი უწოდებს, დიდი დაპირისპირებაა და ერთ-ერთი მხარე საქართველოს ეკლესიაა. დაპირისპირება კი იმდენად დიდია, რომ ის კულუარებიდან გარეთ გამოვიდა და მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს ეკლესია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ტონითა და ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებითაც კი მიმართავენ.

    ბრალდებები პირველად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან გაისმა - მათ საქართველოს ეკლესია "ხისტ და გამაღიზიანებელ" ქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხის "ჩიხში შეყვანაში", "ფუნდამენტალიზმსა" და "შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში" დაადანაშაულეს.

    ქართული მხარე კი საპასუხოდ კონსტანტინეპოლს ქართველებისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დელეგატებს არ ეძლევათ პოზიციების დაფიქსირების უფლება. მეტიც, "სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს".

    იმდენად დაძაბულია ურთიერთობა კონსტანტინეპოლსა და საქართველოს შორის, რომ შესაძლოა, "დიდი და წმინდა კრების" ჩატარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

    პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე "მთელ კვირასთან" საუბარში ამბობს, რომ კონსტანტინეპოლისა და საქართველოს ეკლესიებს შორის დაპირისპირება არაა, უბრალოდ საქართველომ ტყუილებს პასუხი გასცა.

    "უბრალოდ, საქართველოს ეკლესიამ პასუხი გასცა, რომ სიმართლე იყოს ცნობილი. ადამიანი რომ ტყუილს წერს, აი, თქვენზე რომ დაწეროს ვიღაცამ ტყუილი, პასუხს ხომ გასცემთ, რომ ასე არ არის?! ასე იყო ესეც," - აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.

    მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობა არ მიიღოს.

    ბრალდებები კონსტანტინეპოლიდან

    14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დიდ კრებას პირველად ატარებს და მართლმადიდებელ სამყაროში ეს დიდი მოვლენაა.

    წინასწარ ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს სამზადისი დიდი დაპირისპირების ფონზე წარიმართებოდა. თუმცა, დაპირისპირება ასე საჯარო და შეურაცხმყოფველ სახეს თუ მიიღებდა და თან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი როლი საქართველოს ეკლესიას თუ ექნებოდა, ამას არავინ პროგნოზირებდა.

    კრებაზე სულ 6 საკითხის გატანა იგეგმება. გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიიღონ. ამდენად, ერთი ეკლესიის წინააღმდეგობაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საკითხი დაიბლოკება და ამიტომაც 14-ვე ეკლესიის თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

    კრებაზე გასატანი 6 საკითხი იანვრის ბოლოს შვეიცარიაში შეთანხმდა. საქართველომ ერთი საკითხის - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების" არსებული სახით გატანას ხელი არ მოაწერა. მეორე საკითხი, "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", შესწორდა და პატრიარქმა ილია ||-ემ მას ხელი მოაწერა. ამას მაშინ "მთელ კვირასთან" საუბრისას ადასტურებდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. თუმცა, ახლა სწორედ ამ ხელმოწერილი დოკუმენტის ირგვლივ აგორდა სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის.

    მარტის დასაწყისში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმა ბერძნულ საეკლესიო ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სათაურით - "სიმართლეა თუ პროვოკაცია საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?", სადაც წერს, რომ ქართველმა დელეგატებმა მათ "სული ამოხადეს", სანამ არ მიაღწიეს იმას, რომ დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" შესულიყო არაერთი ცვლილება მათი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან. ამ ცვლილებას ხელი მოაწერეს, თუმცა თბილისში ჩასვლის შემდეგ გამართულ წმინდა სინოდის კრებაზე ეს ხელმოწერილი თანხმობა უარყვეს და ამ უკანდახევის გამო დაიწყო ბრალდებებიც.

    წერილში წერია, რომ მართლმადიდებლურ შეკრებებსა და კომისიებში მონაწილე "ქართველი ძმების ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი". თუმცაღა, აღნიშნული შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას იმ უბედურებებით, რაც თავს დაატყდა საქართველოს ეკლესიას ბოლო 25 წლის მანძილზე".

    პროტოპრესვიტერი წერს, რომ საქართველოს ეკლესია 1962 წელს თავისი ნებით გაერთიანდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში საგანგებო ცერემონიალით. საბჭოს დაფინანსებით საქართველოს ეკლესია იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა, 1997 წელს ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ მსოფლიო ეკლესიის საბჭო დატოვა და მისი თქმით, ეს ყველაფერი ფუნდამენტალისტური წრეების ზეგავლენით მოხდა.

    პროტოპრესვიტერ ცეცისის თქმით, მსოფლიო ეკლესიის საბჭოს დატოვების მიზეზი ოთხი წინამძღვრისა და ოცამდე ბერმონაზვნის "აჯანყება" გახდა, რომლებიც იმყოფებოდნენ რა რუსული საზღვარგარეთის ეკლესიისა და ბერძენი ძველმესტილეების "კვიპრიანეს სქიზმის" საფარქვეშ, პოლიტიკური წრეებისგან წაქეზებულნი, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ გეგმაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შექმნას, რასაც უნდა მოჰყოლოდა პატრიარქ ილია ||-ის გადაყენება.

    მამა გიორგი ცეცისი წერს, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ საბჭოდან გამოსვლაზე საქართველოს პატრიარქის წერილი გაიგზავნა საპატრიარქოში შეიარაღებული მეამბოხეების მივარდნიდან სულ რაღაც ორი დღის შემდგომ.

    ბერძენი სასულიერო პირი წერილს იმით ასრულებს, რომ საქართველოს ეკლესია ფუნდამენტური წრეების ტყვეობაში იმყოფება და "ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუკი ის მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომელთაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში), გაგზავნიდნენ შეტყობინებას თბილისში, რომ რაც უნდა ტყვეობაში იმყოფებოდეს რომელიმე ეკლესია ფუნდამენტალისტური წრეებისა, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის შუა საუკუნეებში დაბრუნება, მაინც არ არის ძმური საქციელი, მძევლად იყოლიო 13 ეკლესია და 300 მილიონ მორწმუნეზე მეტი."

    მართალია, ამ წერილში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი ეკლესიის ზეგავლენას მიჰყვება საქართველოს ეკლესია კვალდაკვალ, თუმცა, დიდი ალბათობით, მინიშნება რუსულ ეკლესიაზეა.

    პასუხი საქართველოს ეკლესიიდან

    ბერძენი პროტოპრესვიტერის ბრალდებებს ასევე საჯარო წერილით პასუხობს წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად დანიშნული გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რომელიც წერს, რომ შეეცდება მამა გიორგი ცეცისის მხრიდან სტატიაში გაჟღერებულ შეურაცხყოფას მოთმინებით მოეკიდოს და მხოლოდ ფაქტებით ისაუბროს.

    მეუფე ანდრია იმ დაძაბულ ვითარებაზე წერს, რაც დოკუმენტების განხილვისას წლებია ხდება და რომელზეც ბერძენი საეკლესიო პირი წერს, რომ "ქართველი ძმების ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია".

    მისი თქმით, შეხვედრების თავმჯდომარე კომისიის წევრებს განსახილველად გამოტანილ დოკუმენტებში "არსებითი ხასიათის ცვლილებების" შეტანის საშუალებას არ აძლევდა.

    "თუმცაღა, ეს აკრძალვა რატომღაც არ ვრცელდებოდა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ან თავად თავმჯდომარისგან იქნა ინიცირებული, ან მის მოწონებას იმსახურებდა," - აღნიშნულია წერილში.

    მეუფე ანდრია წერს, რომ როდესაც საქართველოს დელეგატები ქ კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე ჩავიდნენ, სიურპრიზები დახვდათ. ანტიოქიისა და საქართველოს დელეგატებს საკითხებზე არ მიეცათ პოზიციების დაფიქსირების უფლება იმ მოტივით, რომ წინასწარ წერილობითი ფორმით არ იყო ცვლილებებზე წინადადება წარდგენილი.

    უფრო მეტიც, კენჭისყრაზე დააყენეს საკითხი, საერთოდ მისცემოდა თუ არა საქართველოს დელეგაციას სხდომების მუშაობაში სრულფასოვანი ჩართულობის უფლება, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. საბოლოოდ, ეს უფლება საქართველოს დელეგაციას "მოენიჭა", თუმცაღა დოკუმენტის მხოლოდ ნაწილის განხილვაში შეძლეს ქართველებმა სრულყოფილად მონაწილეობის მიღება.

    "თუკი ამას "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა" ეწოდება, მაშინ რა შეიძლება ეწოდოს კომისიის თავმჯდომარის საქციელს, რომელიც შვიდი საათის განმავლობაში ცდილობდა "დაერწმუნებინა" ეკლესიათა დელეგატები ერთი პარაგრაფის მისთვის სასურველი სახით მიღებაზე?!" - ნათქვამია წერილში.

    მეუფე ანდრიას თქმით, საქართველოს ეკლესია არც "ფუნდამენტალისტური წრეების ტყვეობაში" იმყოფება და არც არანაირი ეკლესიები სარგებლობენ ჩვენზე "გარკვეული ზეგავლენით" და იანვრის შეკრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გარკვევით ბრძანა, რომ იქ მიღებული დოკუმენტები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს წმინდა სინოდს წარედგინებოდა. წმინდა სინოდის კრებაზე კი დოკუმენტმა - "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" დაიმსახურა მწვავე და ცალსახა კრიტიკა.

    ქართველი სასულიერო პირი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან საქართველოს გამოსვლასაც ეხმიანება. წერს, რომ საბჭოდან გასვლა დოგმატური მიზეზების გამო მოხდა, საპატრიარქოში შეიარაღებული პირების მივარდნაზე საუბარს კი დეზინფორმაციას უწოდებს.

    მეუფე ანდრია წერს იმასაც, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლიერები არიან, თუმცა "განა მატერიალური დახმარების სანაცვლოდ მორალურ პრინციპებზე უარის თქმა მიღებული წესია?"

    მეუფე ანდრიას წერილი იმით სრულდება, რომ საქართველოს ეკლესია ემზადება წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად კრეტაზე გასამგზავრებლად და ამდენად დოკუმენტების გამოქვეყნებას ელოდება.

    რა შეიძლება მოჰყვეს კონსტანტინეპოლისა და საქართველოს დაპირისპირებას

    თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, თავისთავად კრებაზე გასატანი საკითხების ირგვლივ უთანხმოება და აზრთა დაპირისპირება უნდა იყოს, მაგრამ სასურველია, რომ კომპრომისი გამოინახოს.

    მისი თქმით, შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ "შეურაცხმყოფელი და მკვეთრი განცხადებები გაკეთდა კონსტანტინეპოლის მხრიდან და ეს არადიპლომატიურია", თუმცა თვლის, რომ ქართულ მხარეს მკვეთრად კონსერვატიული და ფუნდამენტალისტური პოზიცია უჭირავს, კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და რადგანაც კრებაზე საკითხები კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს, საქართველოს ეკლესიას შეუძლია გადაწყვეტილებების დაბლოკვა, რითაც კრებას სრულიად უძლურს გახდის.

    ლევან აბაშიძე: "შეიძლება უფრო რბილად უნდა თქმულიყო და დიპლომატიაში შეეშალათ, მაგრამ დიპლომატიის გარდა ჩვენ უნდა ვნახოთ ამ განცხადებების შინაარსი. იქნებ მართალია ეს განცხადება? როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ ფუნდამენტალისტებმა აიღეს პირველობა და საქართველოს ეკლესიაში ისინი წყვეტენ ყველაფერსო, ეს განცხადება დიდწილად სწორია.

    "ძალიან ბევრი წამყვანი თეოლოგის თვალსაზრისით, საქართველოს ეკლესია სწორი არ არის და ჩვენ საკმაოდ დესტრუქციული პოზიცია გვიჭირავს. ხოლო როდესაც კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის წამყვან ეკლესიებს უპირისპირდები, მათ, ვისაც ძალიან დიდი და ძლიერი თეოლოგიური სკოლები აქვთ, ცოტა უფრო მეტი საღვთისმეტყველო განათლება მაინც უნდა გქონდეს.

    "ამ დაპირისპირებას შეიძლება მიჰყვეს ის, რომ საქართველოს ეკლესიის ასეთი ხისტი დამოკიდებულების გამო ვერ შედგეს ეს კრება. ზოგადად, რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ძნელია ვეტოს გამოყენება და საკითხების დაბლოკვა და თუ საქართველო ბევრ საკითხს დაბლოკავს, გამორიცხული არ არის, საერთოდ გაუშვან კრებიდან".

    თეოლოგის თქმით, არ არის ლამაზი, როდესაც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია მეორეს ეუბნება, რომ შენ 1997 წელს ავტომატებით შეგაცვლევინეს აზრი და თვლის, რომ სჯობდა, ამის განხილვამდე არ მისულიყო საქმე.

    ამბობს, რომ ეკლესიებს შორის ასეთი წერილები მართლა იშვიათია, იმიტომ, რომ ყოველთვის იცავენ ეტიკეტს და დიპლომატიას, თუმცა ასეთებიც ხდება, იგივე რუსეთისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის და როგორც ჩანს, ახლა დუღილმა ისეთ წერტილს მიაღწია, რომ ეს ყველაფერი გასკდა.

    თეოლოგი იმასაც ვარაუდობს, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ შეიძლება ჩვენზე გავლენის მოსახდენად და დათმობებზე დასათანხმებლად აფხაზეთის თემაც კი გამოიყენოს.

    "შესაძლოა კონსტანტინეპოლმა საქართველოს დიპლომატიური ხაზით უთხრას, რომ თუ კომპრომისზე არ წამოხვალთ და კრებას ჩაგვიშლით, გარკვეული დროის შემდეგ აფხაზეთი ჩვენგან ავტონიმიურ სტატუსს მიიღებს და ამის შემდეგ კი კონსტანტინეპოლი სასულიერო პირებს აკურთხებს აფხაზეთისთვის", - აღნიშნავს აბაშიძე.

    ის ასევე რუსეთისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის პირველობის საკითხზე არსებულ დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთის ეკლესიას არ აწყობს კრების ჩატარება, რაც კონსტანტინეპოლის ეკლესიის, როგორც ინიციატორის, დიდი წარმატება იქნება. შესაძლოა რუსეთის ეკლესიას მომზადებული გადაწყვეტილებებიც არ მოსწონდეს, რადგან ისიც კონსერვატიულია, მაგრამ იქნებ ურჩევნია თავად არ გამოჩნდეს ობსკურანტი და კრება საქართველოს ხელით ჩაშალოს.

    "გაეროში ხდება ხოლმე ამგვარად, როდესაც, მაგალითად, ჩინეთი თავს იკავებს ვეტოს დადებისგან, იმიტომ, რომ იცის, რომ იმ საკითხს რუსეთი მაინც დაადებს ვეტოს, ან პირიქით. შეიძლება იგივე თამაში იყოს აქაც.

    "ნიშანდობლივია, რომ ბერძენის ამ წერილში რუსეთის გავლენაზე მინიშნებებსაც ვხედავთ. თუმცა, ჩვენ იმდენაც გულწრფელი ე.წ. ფუნდამენტალისტები გვყავს, რომ მათ რუსეთიდან ინსტრუქციები არ სჭირდებათ. შეიძლება რუსებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ ისე, რომ რუსეთთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ," - დასძენს აბაშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (45)
    ჩაწერა სახელი
    გიორგი ლაზი   (19.04.2016)
    ე.წ. "თეოლოგი" ლევან აბაშიძე არის გიგა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩორგოლეიშვილის ღვთის მგმობი ტელევიზია "ტაბულა"-ს ხშირი სტუმარი. მისი ბოღმანარევი კომენტარი კი არის უსუსური მცდელობა საპატრიარქოს მიაყენოს ჩრდილი. მოძრაობა "ძლევაი საკვირველი" სრულად უჭერს მხარს საპატრიარქოს ასეთ მყარ მართლმადიდებლურ პოზიციას და ვინც იცის ჩვენი დამოკიდებულება ამჟამინდელ რუსეთთან, არავინ დაიჯერებს რომ საპატრიარქო რუსეთის ტყვეობაშია. ასე რომ იყოს პირველნი ჩვენ ვამხელდით ამას.https://www.facebook.com/giorgi.lazi

    სულხანი   (19.04.2016)
    ბატონო ლევან,თეოლოგიურად აგვიხსენით : თუ რომელიმე ქვეყანა დოგმატურ ( რჯულიერ ) საკითხებს პირნათლად დაიცავს თუგინდ მართლმადიდებელთა თავყრილობაზე ( უხერხულაბას ვგრძნობ ამას რომ ვფიქრობ ), ფუნდამენტალისტად, ობსკურანტად და კიდევ სხვად ჩაივლება კაცთა წინაშე ? თქვენ ზემოთ იმგვარად მსჯელობთ, რომ ზოგიერთ ახალგაზრდა ,, მანათობელ თეოლოგს,, მაგონებთ :)

    სერგი   (18.04.2016)
    ირაკლი და გიორგი - როგორც ჩემთვის ცნობილია კონსტანტინეპოლის ერთერთი მოთხოვნაა დაკანონდეს სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ქალისა და მამაკაცის ქორწინება. ქრისტიანებში თუ მის გარეთაც ოღონდ ეგ აღარ ვიცი. ალბათ უფრო კათოლიკებს, გრიგორიანელებს და მართლმადიდებლებს შორის..

    ბექა   (14.04.2016)
    ლოლ, მაგარი ამბები გველის წინ. საერთოდ ცალკე სასტავი იქნება ქართული ეკლესია, ესე ვგრძნობ მე :დ ბარწყინებული და გამდიდრებული, მაგრამ ყველასაგან მიტოვებული.

    ავთო   (14.04.2016)
    საქართველოში იმდენი მოლაქუცე და ფეხქვეშ განთხრმული შესციცინებთ, რომ დაკარგეს ორიენტაცია „სულიერმა მამებმა"! ერთი მხრივ, თავი მართლა რაღაც ჰგონიათ, მეორე მხრივ, აშკარად ვეღარ ზომავენ, საერთაშორისო დონეზე რა უნდა ქნან, რომ არც მრევლის თვალში გამოჩნდეს მათი რაობა და ემანდ ჩრდილოელ ბატონს რამე უნებურად არ აწყენინონ.

    კრება   (12.04.2016)
    ერთმა კაცმა თავედი დაჭრა "მოციქულებსა და ადამიანებს შორის შუამავლებს", ახლა წმინდანია :)

    i.ch.   (12.04.2016)
    მოეშვით სასულიერო პირების და ეკლესიის ლანძღვა–გინებას თორემ ჯოჯოხეთში კბილთა ღრჭენა არ აგცდებათ სულიწმიდის მგმობელებს რა დაემართებათ არც იცით მგონი მაშინ მოისმინეთ ქადაგება პატიარქისა და სასულიერო პირებისა. მამაოები მოციქულებსა და ადამიანებს შორის შუამავლები არიან თქვენ ვინ მოგცათ ამათი გინების უფლება?

    გიორგი მაჭარაშვილი   (12.04.2016)
    ეს არის ქვემოთ დაწერილი პოსტის დასასრული [კომპიუტერმა მოაჭრა]: რატომ იქცევა ასე ბ-ნი ლევან აბაშიძე? იგი საზოგადოებას საკუთარ თავს წარუდგენს როგორც მეცნიერ თეოლოგს. მაგრამ სინამდვილეში მისი თეოლოგია ეს არის მეცნიერული ეკუმენიზმი. მეცნიერება და კეთილსინდისიერება სინონიმებია (რასაც ვერ ვიტყვით მეცნიერულ ეკუმენიზმზე)! როგორც თავის დროზე მეცნიერული კომუნიზმი (იდეოლოგიზირებული ფსევდომეცნიერება) მიზანმიმართულად აყალბებდა ფაქტებს, ასევა დღეს მეცნიერული ეკუმენიზმი - იგი რელიგიური გლობალიზმის იდეოლოგიის 'გაპრავებას' ცდილობს და დასახული მიზნების მისაღწევად ისეთივე არაკეთილსინდისიერი გზებით მიდის, როგორც თავის დროზე მეცნიერული კომუნიზმი. ამით აიხსენება ის 'იაღლიშები', რაც ბ-ნ ლევან აბაშიძეს მოსდის ხოლმე თავის პუბლიკაციებში.

    გიორგი მაჭარაშვილი   (12.04.2016)
    "ძალიან ბევრი წამყვანი თეოლოგის თვალსაზრისით, საქართველოს ეკლესია სწორი არ არის და ჩვენ საკმაოდ დესტრუქციული პოზიცია გვიჭირავს' - აცხადებს ინტერვიუში ლევან აბაშიძე. სად გაეცნო ბ-ნი ლევან აბაშიძე 'ძალიან ბევრი წამყვანი თეოლოგის' მიერ საქართველოს საპატრიარქოს შესახებ გამოთქმულ კრიტიკულ აზრს? ერთი მაინც დაესახელებინა, განგვანათლებდა, მადლს მოისხამდა :) კიდევ ერთი რამ არის ამ სიტყვებში, რაც მისი ავტორის არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. ლევან აბაშიძე მიმიკრიას მიმართავს - ეტმასნება იმას, ვისაც არ წარმოადგენს და ვისაც არ ეთანხმება! მიაქციეთ ყურადღება: 'ჩვენ საკმაოდ დესტრუქციული პოზიცია გვიჭირავს' - აცხადებს საქართველოს საპატრიარქოზე. გამოუცდელ მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი აღიარებს იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოს დესტრუქციული პოზიცია აქვს! სინამდვილეში ლევან აბაშიძე არანაირად არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს. პირიქით, ვინც იცნობს მის პუბლიკაციებს, იცის, რომ იგი ღიად ემიჯნება და აკრიტიკებს საქართველოს საპატრიარქოს. იგი სხვაა, საქართველოს საპატრიარქო - სხვა. მას უფლება აქვს იყოს სხვა, მაგრამ არა აქვს უფლება თავისი თავი ჩვენიანად გაასაღოს - საქართველოს საპატრიარქოს სახელით დაიბრალოს დესტრუქციულობა. კეთილსინდისიერი კაცი ამას არ იკადრებს, არ იტყვის 'ჩვენი პოზიცია დესტრუქციულიაო' იმ პოზიციაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის! რატომ იქცევა ასე ბ-ნი ლევან აბაშიძე? იგი საზოგადოებას საკუთარ თავს წარუდგენს როგორც მეცნიერ თეოლოგს. მაგრამ სინამდვილეში მისი თეოლოგია ეს არის მეცნიერული ეკუმენიზმი. მეცნიერება და კეთილსინდისიერება სინონიმებია (რასაც ვერ ვიტყვით მეცნიერულ ეკუმენიზმზე)! როგორც თავის დროზე მეცნიერული კომუნიზმი (იდეოლოგიზირებული ფსევდომეცნიერება) მიზანმიმართულად აყალბებდა ფაქტებს, ასევა დღეს მეცნიერული ეკუმენიზმი - იგი რელიგიური გლობალიზმის იდეოლოგიის 'გაპრავებას' ცდილობს და დასახული მიზნების მისაღწევად ისეთივე არაკეთილსინდისიერი გზებით მიდის, როგორც თავის დროზე

    Koba   (12.04.2016)
    ესენიც რას გადაეკიდნენ ერთმანეთს - არიქა გინდა თუ არა ახალი კალენდრით უნდა იზეიმო შობა-ახალი წელიო... ვისაც რა უნდა იმ კალენდრით იზეიმონ - თუგინდ თავისი ახალი კალენდარი შეუდგენიათ... ისლამური კალენდრით ეხლა მე-14 საუკუნეა და მაგის გამო ვერ ცხოვრობენ ვითომ ? - გადააუპატიურეს აგერ მთელი ევროპა.. ჩვენ კი სახვეწრად გვაქვს საქმე - არიქა მიგვიღეთ მაი ევროპაშიო .. ეგრევე სხვა საკითხებზედაც - ყველამ თავის რიტუალებს მიხედოს

    დაჩი   (12.04.2016)
    კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 1453 წლის 29 მაისის ტრაგედიამ ეტყობა ჭკუა ვერ ასწავლა. ჩვენთან ქიშპობით მივიდნენ იქამდე, რომ დედაქალაქი დაკარგეს. რუსეთსაც იგივე დაემართება. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი დალოცვილი ეკლესია.

    nanaxapava   (12.04.2016)
    saqartvelos eklesia, mkacrad tcavs qristes gzas. es icis yvelam vinc am speroshi ase-tu ise gacnobierebulia. es gza, aris heshmaritebis gza, gza, romelic qristem mociqulebi daayena. aq aranairi kompromisi ar sheizleba. antiqristes mosvlis yvela winapiroba saxezea, da zaan dasanania, rom bneli azrebis gavlena zogiert martlmadidebel eklesiasac daetyo. upali mepobs,heshmaritebas yoveltvis blomad yavs mowinaagmdegeni, magram hvens martal gzas qriste daicavs. da shveno tanamemamuleno, roca araperi gagegebat nu datovebt araseriozul komentarebs. gaxsovdet ganmsjeli mxolod ertaderti q r i s t e a. da hveni patriarqi mxolod mis gzas mihyveba. gveshinodes yvelas qristes martlmsajulebis, dideba upals.

    იასონა   (12.04.2016)
    ხალხოოოო, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოოოდ ანტიქრისტე არავინ იცის როდის და რანაირად მოვააა.... დაივიწყეთ ეს სიტყვა და ილოცეთ და გიყვარდეთ მოყვასი და როცა მოვა ეგ ე.წ. ანტიქრისტე, ღმერთი იმ თქვენი ლოცვით და სიყვარულით გადაგარჩენთ. გაიგეთ თუ ვერა? მაგრამ მგონი ვერ გაიგეთ და მაინც არახუნებთ ამ უსარგებლო თემას აქეთ იქით.....

    პროგრესისტი   (12.04.2016)
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომ ყველაზე ბნელი და ფუნდამეტალისტი ძალაა, თვით წარსულში ჩარჩენილ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორისაც კი, ვინმესთვის საეჭვოა?

    ლუბა   (12.04.2016)
    თეოლოგი იმასაც იტყოდა აუცლებლად რომ აქ რუსეთის საქმე და პლიტიკა ისევ პოლიტიკოსებისთვისაა მნიშვნელვანი. ჩვენთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის კი მთავარია ქრისტეს თავისი სძალი შეურყვნელი დავახვედროთ.!!!!

    სოსო   (11.04.2016)
    კონსტანტინოპოლის ეკლესია უფლის მცნებების წინააღმდეგ მიდის და მადლობა უფალს რომ ჩვენმა ეკლესიამ უფლის გზა აირჩია და მათ გვერდით არ დადგა.

    fio   (11.04.2016)
    ერთი თქვენი დებილი დედაც, ორივე ეკლესიისა და კიდე თქვენი დაღლევებული ფანკლუბის ზემოდან

    levani   (11.04.2016)
    ეკუმენისტი და ნაცსექტის მეხოტბე ლევან აბაშიძე როდიდან გახდა "ავტორიტეტი თეოლოგი"?!..

    lasha   (11.04.2016)
    cshemi komentari asetia(vin mismens mara mainc)am krebamde cshatarebul yvelakrebas qonda tavisimizezi rac martlmadideblobis ganmtkicebas uwyobda xels da ganamtkica da daamtkica is rac dasamtkicebeli da gansamtkicebeli iyo sxvadasxva dros sxvadasxva saukuneshi.es kreba ki ristvis tardeba risi ganmtkicebistvis?

    mxolod simartle   (11.04.2016)
    cheshmaritebistvis gaakres UPALI jvarze da cmindanebic ixocebodnen cheshmariti UPLIS saxelit.dideba GERTS,ar unda sheushindes saqartvelo aravis.axlac simtkice unda gamovichinot,axla unda gavuzlot gamocdas,unda davumtkicot UPALS SIYVARULI.jvarze gavekrat da bolomde davicvat.upali chventanaaa

    giorgi   (11.04.2016)
    აი მეგობრებო როგორც ვარაუდობდი და ვაკეთებდი პროგნოზს რომ ანტიქრისტეს მე-8-ე კრება დაიწყებოდა ან 6 ივნისს ან 16 ივნისს რომ სამი ექვსიანი უნდა ფიგურირებდეს და კრება დაიწყება 16 ივნისს. აი ციტატაც "დიდი და წმინდა კრების" წინ, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს და რომელსაც ზოგიერთი მე-8 საეკლესიო კრებასაც კი უწოდებს. შესაბამისად 16.06.16. სამი ექვსიანიც სახეზეა.

    ელენე   (11.04.2016)
    რას ნიშნავს უპირისპირდები, იყოს მერე რა კონსტანტინეპოლი, ანტიოქია იერუსალიმი და სხვა, სახელებმა შეგვაშინა და უნდა დავთმოთ და გავჩუმდეთ? საქარტველოს ეკლესიას არასოდეს გადაუხვევია ჭეშმარიტებიდან, არასოდეს გაჩუმებულა, მეოთხე საუკუნიდან ჩვენც მართლამდიდებლები ვართ და უფრო ადრე ანდრია პირველწოდებულის განათლებულნი. ასე რომ მე პირადად არ ვფიქრობ რომ ზემოთ ჩამოთვლითაგან, რომელიმეს ჩამოვრჩებით, რაც შეეხება მინიმუმ კი არა მაქსიმუმ ყველა ერკვევა ღვთისმეტყველებაში, ბატონო თეოლოგო.

    ალინა ბაღიშვილი   (11.04.2016)
    თუ კოლხეთის ეპარქიები მე-10 ს-მდე კონსტანტინეპოლის მორჩილებაში იმყოფებოდნენ ,რაა გასაკვირი?

    მანანა   (11.04.2016)
    ბატონი ლევან აბაშიძეს თავი მასონთა კრებაზე ჰგონია. არავიტარი განხეთქილება კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიას შორის არ არსებობს. ვერც აფხაზეთის ავტოკეფალურობის აღიარებით შეგვაშინებს კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი, ვინაიდან ეს საკითხი ვერაფერს ვერ წყვეტს. საქართველო მაინც დაბლოკავს საკითხს და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. საქმე ის არის, რომ ყველაზე წონადი საქართველოს პატრიარქია.ერუსალიმის პატრიარქი ირინეია ზუსტად ჩვენმა პატრიარქმა დაიცვა და ამით დაიცვა ქრისტიანული ზნეობა და ფაქტიურად ამხილა კონსტანტინეპოლის პატრიარქიც და რუსეთის ეხლანდელი პატრიარქიც სხვა პრიანიკებზე გაყიდულ პატრიარქებტან ერთად. საქართველოს პატრიარქი ყველაზე დიდი ავტორიტეტია და ზუსტად რომ ის განსაზღვრავს ამიდს."თეოლოგ" აბაშიძეს გაეროში რაც უნახავს ის რეაქტივთან გაიხსენოს. საქართველოს ეკლესიას აქვს მისია და მას ის ასრულებს ილია მეორის სახით. ეკლესიას აქვს პრობლემები და ის უნდა იქნას აღიარებული და განწმენდილი ეკლესიის სავანეში მოყუჩებული კეთილდღეობის მოყვარე მსახურებიდან.https://www.youtube.com/watch?v=_fGLZ3FE5Vo&nohtml5=False

    სიმართლე   (11.04.2016)
    იცით ვინ არის ე.წ. ლევან აბაშიძე ?! - პირწავარდნილი ლიბერასტია და შესაბამისად ამ ბაღლინჯოს სხვანაირი კომენტარი რომ გაიკეთებინა, ის გამიკვირდებოდა. რასაც ბჟუტურებს რა გასაკვირია. რეზონანსმა მეტი რესპოდენტი ვერ ნახა ?! ... ამ სულით-ხორცამდე პარაზიტს რომ მიადგა ?! ... თფუი !!! ...

    irakli   (11.04.2016)
    მართლა გაუგებარია რას ეთანხმებიან და რას არა, თუმცა კოსტანტინეპოლის მიდგომა საკითხის მიმართ არასწორია და მიუღებელი.

    გიორგი   (11.04.2016)
    ამხელა წერილი წავიკითხე და წინააღმდეგობის არსი ვერ გავიგე. რას ეწინააღმდეგება ჩვენი წმინდა სინოდი და რას ეთანხმება დანარჩენი 13 ეკლესია?

    ელნადირი   (11.04.2016)
    ბერძნების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ კარგად ააშკარავებს რუსთაველის გადაშლილი ფრესკა იერუსალიმში და არაერთი ქართული ტაძრიდან ქართული წარწერების განადგურება. ამ პროცესს აქვს ისტორიული წანამძღვრები. ასე რომ ამ ახალ ამბავში გასაკვირი არაფერია. მე მსურს ხაზი გავუსვა ქართულ ეკლესიაში ფუნდამენტალიზმის თემას რომელიც ზოგჯერ სექტის საქმიანობას ემსგავსება და ამას აკეთებენ ძირითადად ქართული ეკლესიის ავტორიტეტის დაცემის მოსურნენი. ასეთების წინააღმდეგ ჯერ კიდევ გიორგი მთაწმინდელმა აიმაღლა ხმა. ჩვენთან ეს ფუჭი ფუნდამენტალიზმი შეზავებულია პირადულ ზვაობასთან- ეკლესიის მიერ მიჩნეულ ერთ-ერთ უდიდეს ცოდვასთან. არცთუიშვიათად ვხედავ სამღვდელო პირს რომელიც მაგონებს კომუნისტ ფუნქციონერს, ფუფუნების, თავმოთნეობისა და ზვაობის ნიშნით. ასეთი სამღვდელო პირები არიან ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტს მიწაზე რომ სცემენ და სალაპარაკოს აძლევენ მის მტრებს, სამწუხაროდ, ასეთები საკმაოდ მომრავლდნენ.ასეთებს უნდა მიხედოს ჩვენმა ეკლესიამ და ამაში დასაძრახი არაფერია რადგანაც ეკლესიის ისტორია ასეთი ბრძოლებისა და მათგან განწმენდის უამრავ მაგალითს იძლევა.მე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები გაზულუქებულ მღვდლებს და გულს მიკლავს მათი არამართლმადიდებლური ქცევა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ეკლესიას ყავს მისი უწმინდესობის ზნეობისა და საქციელის მიმდევარი ისეთი სასულიერო პირები როგორიცაა მეუფე ანანია,მეუფე დანიელი, ამბა ალავერდელი დავითი, მღვდელი გაგნიძე და კიდევ სხვა გამოჩენილი და პატიოსანი საეკლესიო მოღვაწენი, მაგრამ ეს უმაძღრობისა და ზვაობის საკითხი რომ მისახედია ჩვენს ეკლესიაში ამას წყალი არ გაუვა.

    ნინო   (11.04.2016)
    საეკლესიო საკითხები ჩვენი განსახილველი არ არის ისე ისაც უაზრობად მიმაჩნია რომ რუსული ეკლესიის ზეგავლენის ქვეშაო მეცინება... კონსტანტინოპოლის ეკლესიას ურჩევნია საერთო ენა გამონახოს ანტიოქიასთან და საქართველოსთან მსოფლიოში მომხდარი მოვლენების გამო...სტამბოლში მგონი მალე აიასოფიას მეჩეთად გადაკეთებას უპირებენ ჯობია ამაზე გამოვიდნენ და შეეწინააღმდეგონ ისე ვინც აქ ანაფორიან ვირთხებს ახსენებს თავის სულიერ ვირთხობას მიხედოს ისე ვითომ თეოლოგებიც თუ დადუმდებიან ჯობია

    სპირიდონი   (11.04.2016)
    ან საკითხებში კომპეტენტური არა ვარ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მასონების მსტოვრებმა მსოფლიოს მართმადიდებელ ეკლესიებშიც შეაღწიეს და მათი საერთო კრებით აპირებენ ჩვენი დედაეკლესიის ტაძრისკენ მიმავალი გზიდან გადაცდენას. ცუდია, მაგრამ ჩვენი ეკლესია პირველ რიგში ღვთისა და საკუთარი ერის წინაშე უნდა იყოს მართალი, მოწონს ეს ვინმეს თუ არა. მე მადლობელი ვარ ეკლესიის პრინციპული პოზიციისა - სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს!

    ანაფორინსკი   (11.04.2016)
    ანაფორიანი ვირთხები ერთმანეთს დაჭამენ ეხლა.

    ამირან- ლაზარე   (11.04.2016)
    გლობალისტებს,დღემდე ვერ მოუნელებიათ ის,რომ საქართველოს ეკლესიამ დატოვა მსოფლიო საეკლესიო საბჭო და ამით,მკვეთრად გაემიჯნა ეკუმენისტურ პოლიტიკას.

    გიორგი   (11.04.2016)
    ბატონი აბაშიძე მართლა კომპეტენტურია ამ საკითხებში თუ, თეოლოგობას რომ ბევრი იჩემებს, მათ რიგებშია?! ყველამ ყველაფერი როგორ იცის ამ ქვეყნად. ზოგიერთი ე.წ. თეოლოგი, თურმე ეკლესიაზე მეტად ერკვევა მართლმადიდებლობის საკითხებში. რავიცი, იქნებ კომპეტენტურია, არ ვიცნობ მის პიროვნებას მაგრამ, მისი მიდგომებიდან, საუბრის სტილიდან გამომდინარე, ცოტა ეჭვი შემეპარა.

    ბაჩო   (11.04.2016)
    ვეთანხმები იმ აზრს რომ აბაშიზის მოსაზრებები პოლიტიკურია და არ ეყრდნობა საკითხის არსებით ანალიზს

    ბესარიონი   (11.04.2016)
    ვინმე აბაშიძის ანალიზი პოლიტიკურია, თან საკამათო, და არა თეოლოგიური.

    კატო   (11.04.2016)
    მე მოძღვრების ქადაგებები მაქვს მოსმენილი და გამიგია, რომ შვიდმა საეკლესიო კრებამ ყველა დოგმატიური საკითხი სულიწმინდის მადლით უკვე დაამტკიცა და მერვე საეკლესიო კრება ანტიქრისტეს კრება იქნებაო. . . მასში საქართველომ მონაწილოება არ უნდა მიიღოსო. . . თუნდაც მთელი მსოფლიო დაგვიპირისპირდეს, სიმრავლეს არა აქვს მნიშვნელობა. . .

    vanis qvabebi   (11.04.2016)
    chven kargat unda gavacnobierot rogor droshi gviwevs cxovreba,es aris gvtisgan gandgomilebisepoqa,safrtxe emuqreba eklesiasac modernizmis shemotanis saxit,saqartvelos eklesia ertguli rcheba eklesiuri siwmindis da tavdadebit icavs cheshmarit girebulebebs..gavixsenot istoria..sad mdzvinvarebda mwvalebloba da qristes galati?bizantiashi da kostantinepolshi..saqartvelos eklesiistvis ki yoveltvis ucxo iyo GADACDOMEBI...IXILET GIORGI MTAWMINDELIS CXOVREBA..

    გიორგი   (11.04.2016)
    არაკომპეტენტურია აბასიიძის მოსაზრებები და მიუგებელი

    პეტრე   (11.04.2016)
    ყველგან როგორ უნდა ჩავიჭრათ...

    პეტრე   (11.04.2016)
    ყველგან როგორ უნდა ჩავიჭრათ...

    მადლი   (11.04.2016)
    ისევ დეიწყეთ დამპლური თამაშები?!

    დავით   (11.04.2016)
    ოჰოჰოჰო რა მაგრად ყარს და თუხთუხებს?!

    levan   (11.04.2016)
    mafioza gundievis khrikebia

    ბატონი გიორგი   (11.04.2016)
    რომ გამოვაკლდეთ ესოდენ დიდ მადლსა და მასში მონაწილეობას , რა დაშავდება ?

    ასმუკა   (11.04.2016)
    ესენი სულის ცხონებაზე ფიქრობენ თუ გავლენის სფეროებს იყოფენ?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved