სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ექიმებმა ექსმინისტრის სხეულიდან ერთ-ერთი ტყვიის ამოღებაზე უარი თქვეს
    თიკო ოსმანოვა
    27.02.2016

     "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის წევრები და თანაგუნდელები რაიმე ვერსიაზე საუბრისგან, თავს იკავებენ. კულუარული ინფორმაციით, კი ეს პირად მოტივს უკავშირდება.

    ერთ-ერთი ვერსიით, ალექსი პეტრიაშვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მისი მეუღლის, ეკა მიშველაძის ყოფილ მეგობარ მამაკაცთან, ბიზნესმენ სოსო დოლიძესთან.

    შეგახსენებთ, სოსო დოლიძე ფოთის პორტის ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა. პეტრიაშვილი კი ეკა მიშველაძეზე ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მიშველაძის თქმით, დოლიძესა და პეტრიაშვილს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია და ჯერჯერობით ვერაფერს იტყვით.

    "სოსო დოლიძეს და ალექსი პეტრიაშვილს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მე ახლა ასე ვერ ვიტყვი ჯერჯერობით, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ვერ დავადებ ხელს ვერავის, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. ახლა ვერაფერზე დაგელაპარაკებით", - უთხრა "რეზონანსს" ეკა მიშველაძემ.

    გუშინ იგი თითქმის 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე პოლიციის სამმართველოში. დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს და ამის შესახებ გამოძიებასაც განუცხადა.

    "ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევ ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა", - განაცხადა მიშველაძემ.

    "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას იგი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    დანაშაულის მოტივებზე საუბრისგან თავს იკავებს პეტრიაშვილის თანაგუნდელი ირაკლი ჩიქოვანიც.

    "თუ რა იყო მოტივი და ვინ ჩაიდინა დანაშაული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - გვითხრა ჩიქოვანმა.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ ამ დანაშაულს გარკვეული წინაისტორია ჰქონდა, თუმცა დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. ამ საკითხზე "რეზონანსი" მასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ - მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

    "ძალიან ცუდი ფაქტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნუ, საზოგადოებამ მგონი იცის წინაისტორიები. მე არ მინდა არანაირი შეფასება მივცე. ერთადერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სუფთა კრიმინალური ფაქტი, რომლის გამოძიებაც უნდა მოხდეს და აუცილებლად დამნაშავეც და შემკვეთიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ის, რომ ამაში ცუდია მხოლოდ და კარგი არაფერი, მე მგონი ამაზე ზედმეტია საუბარი", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

    პირად მოტივზე საუბრობს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ნუკრი ქანთარიაც.

    "ბუკა იყო ჩემი ყოფილი თანამებრძოლი და პიროვნულად გულმა აქეთ გამომიწია. მთავარი არის ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

     "რაც შეეხება მოტივს, მოტივი თავად უნდა იცოდეს. რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი. ვინ გაბედა, როგორ გაბედა, ამას ალბათ უსწრაფესად დაადგენენ. ვფიქრობ, მან უნდა თქვას, რადგან ძნელია მარჩიელობა", - განაცხადა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა ნუკრი ქანთარიამ.

    შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დღის 12 საათისთვის მოხდა. პეტრიაშვილს ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ჭრილობა მიაყენეს. ჩაუტარდა ოპერაცია და როგორც ექიმი ამბობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    "ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა "რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.

    მისი თქმით, პაციენტს სამი ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან ერთი ტყვია, რომელიც თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული, ექიმების გადაწყვეტილებით, არ ამოიღეს და დატოვეს.

    როგორც ავთანდილ იმედაძემ განმარტა, დააკვირდებიან ვითარებას, დინამიკას და 24 საათში იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულ ტყვიასთან დაკავშირებით მიღებული. შესაძლოა მისი ამოღება საჭირო არ გახდეს და დარჩეს თირკმელში, რომელიც მას საფრთხეს არ შეუქმნის.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

    ოჯახის ინფორმაციით, პეტრიაშვილი მისი მეგობრის, ყოფილი დიპლომატის, ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა.

    "ჩვენი ინფორმაციით, მარტო იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას. დღისით, მზისით ხდება "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე, ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსზე თავდასხმა. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არ არის რაღაც კარგად. ეს არის როგორც პოლიტიკური კლიმატის მაჩვენებელი, ასევე კრიმინოგენული კრიზისი.

    "ეს არის რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი, რომ ვიღაც თავს უფლებას აძლევს, რა მოტივითაც უნდა იყოს განპირობებული, დღისით, მზისით ტყვიებს ახლის "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნინო გოგუაძემ.

    რაც შეეხება მოტივს, მისი თქმით, მოტივზე ვერაფერს იტყვის, რადგან ნებისმიერი მისი ვერსია იქნება სპეკულაცია.

    "ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას, რათა ჩვენც გავერკვიოთ, რა და როგორ მოხდა", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

    მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით კი, პეტრიაშვილი სასაფლაოზე 3 მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც დაკითხვაზე უკვე დაიბარეს.

    ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, პეტრიაშვილს თავადაპრველად ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ესროლეს.

    "მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა. ჯოხი ჰქონდა, კომბალის მსგავსი, იმას ურტყამდა. მე აქედან ვუყვიროდი, შვილო რატომ სცემთ, რატომ კლავთ, არა ქნათ-თქო", - აცხადებს თვითმხილველი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    კოსტას დედის მტყვნელი   (28.02.2016)
    შე დედა მითესლილო კოსტა,იცი ვაბშე ვიზე ან რაზე ლაპარაკობ შე ცვედნო ყლის შვილო???

    kosta   (27.02.2016)
    ეს უფრო დასჯას გავს! ადამიანი რაიმე პროჭჭულ საქციელს რომ ჩაიდენს ესე უხვრიტავენ კოჭებს. ამათი მთელი სექტა ხო ეგეთებით არის სავსე პროჭჭებით და ძალად კაცებით, მეთაური ალასანიას ჩათვლით. ერთი პატიოსანი წესიერი და გამოსაჩენი კაცი არ ყავთ გვერდში რო გესიამოვნოს კაცს მისი დანახვა.

    marina   (27.02.2016)
    ფეხებში არა-ცოტა ზევით,უბრალოდ დასაჯეს.მეორე-მიშველაძის შეყვარებული კი არა ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×