
"ქართული ოცნება" კანონმდებლობის შემდგომ დახვეწას აანონსებს და როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, პარლამენტს ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მომიტინგეები ყოველდღიურად "კარგ საქმეს უკეთებენ და კარნახობენ რომელი კანონი რა მიმართულებითაა დასახვეწი".
"შესაძლოა უფრო მეტად რეპრესიული კანონების შემოღებას აპირებდნენ, შეიძლება ხელისუფლების კრიტიკაც აიკრძალოს და ჩაითვალოს, როგორც პირადი შეურაცხყოფა და ამით არასამთავრობოებს და მედიებს ჯარიმა დაეკისროს, რაც შეიძლება საბაბი გახდეს კონკრეტული მასმედიის დახურვის",- განაცხადა "რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.
"კანონები უნდა გამკარდეს და დაიხვეწოს. მაგალითად, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი "ფარას" კანონით უნდა შეიცვალოს. ასევე, ისეთები, როგორებიცაა სამშობლოს ღალატის მუხლი, ეს ამოღებული, მოღალატე უნდა ისჯებოდეს. ვფიქრობ ამ კანონებზე აქვს ბატონ მდინარაძეს აქცენტი და კანონქვემდებარე აქტებიც არსებული რეალობის შესაბამიდად დაიხვეწება",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ.
რა მიმართულებით გამკაცრდება კანონმდებლობა
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კანონების გამკაცრება მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულებით.
"ოპოზიციას ბევრ რამეზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ კანონები ცხოვრების შესაბამისად უნდა იხვეწებოდეს. ცხოვრება ისეთი მოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრები მიზნებს პირდაპირ აცხადებენ. მაგალითად, ვინმე ტერე ჰელანდი "ევროპული სამეზობლოს საბჭოს" მრჩეველი იძახის, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველოს საბრძოლო ველი უნდა იყოს. ასეთი განცხადებების ავტორებს კი ადგილობრივი "მეხუთე კოლონის" იმედი აქვს.
"მეხუთე კოლონა" კი არიან: გვარამიები, მელიები და ა.შ. ამიტომ კანონები უნდა გამკარდეს და დაიხვეწოს. მაგალითად, გამჭვირვალობის შესახებ კანონი "ფარას" კანონით უნდა შეიცვალოს. ასევე, ისეთები, როგორებიცაა სამშობლოს ღალატის მუხლი, ეს ამოღებული, მოღალატე უნდა ისჯებოდეს. ვფიქრობ ამ კანონებზე აქვს ბატონ მდონარაძეს აქცენტი და კანონქვემდებარე აქტებიც არსებული რეალობის შესაბამიდად დაუხვეწება.
"ჩვენ გვინდა თუ არა, ახლა ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში ვართ, ჩვენზე ომია გამოცხადებული "დიფ სტეიტის" მხრიდან. პირდაპირ ლაპარაკობენ და ჩვენ გვახსოვს პოდოლიაკის, გონჩარენკოს, დანილოვის, ზელენსკის განცხადებები. არესტოვიჩი, რომელიც"მეხუთე კოლონას" ხელის გულზე ჰყავდა აყვანილი პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოში გავისეირნებთო.
"ასეთი ადამიანების ადგილობრივ მხარდამჭერებს გოგლიმოგლი და ნამცხვრები მივართვათ? ასე არ გამოვა, ის უნდა მიიღონ, რასაც იმსახურებენ და კანონები უნდა გამკაცრდეს არსებული ვითარების შესაბამისად",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ კანონების გამკაცრება მოსალოდნელია, რითაც "ოცნებას" მეტი ბერკეტი მიეცემა დიდი რეპრესიებისკენ.
"მიზანი უნდა იყოს ის, რომ შესაძლოა უფრო მეტად რეპრესიული კანონების შემოღებას აპირებდნენ. შეიძლება ხელისუფლების კრიტიკაც აიკრძალოს და ჩაითვალოს, როგორც პირადი შეურაცხყოფა და ამით არასამთავრობოებს და მედიებს ჯარიმა დაეკისროს, რაც შეიძლება საბაბი გახდეს კონკრეტული მასმედიის დახურვის.
"თან, ახლა ისინი საერთაშორისო ვითარებით სარგებლობენ, თუნდაც ტრამპის პოლიტიკით და ცდილობენ, რომ ზეწოლა განახორციელონ საზოგადოებაზე. თავიდან ადამიანების დაშინებას ცემით და თავდასხმებით ცდილობენ და რომ ვერ მიაღწიეს და ისევ გამოდიან და აპროტესტებენ, ახლა უკვე კანონმდებლობის შეცვლას ცდილობენ. უკვე შეცვალეს კიდეც, თუნდაც ჯარიმები 500 ლარიდან 5 ათას ლარამდე გაზარდეს, ზოგიერთი ჯარიმა ციხითაც შეიცვალა.
"სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი ძნელი სათქმელია, ფაქტია სახელმწიფოს ვკარგავთ. უკვე აღარაა ლაპარაკი ევროინტეგრაციის გზაზე. ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები უკვე ვეღარ ფუნქციონირებენ, ვგულისხმობ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, თავი რომ გავანებოთ იმას, რომ არალეგიტიმურია მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი.
"ამაზე დასავლეთის ქვეყნების რეაქცია კი მწარეა, მაგრამ მეორეს მხრივ ისინიც პრობლემის წინაშე არიან, ამერიკა უახლოვდება რუსეთს და ცილდება ევროპას, მაგრამ საქართველო მაინც იქნება დასავლეთის და პირველ რიგში ევროკავშირის ყურადღების არეალში"- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს მდინარაძე
„ნაციონალური მოძრაობის" მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ - ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირ გვკარნახობენ, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი! ყოველდღიურად გვაჩვენებენ, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ანტიქართული და ანტიეროვნული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, მერე კი ამ ყველაფერს რეპრესიებს ეძახიან! - ეს განცხადება პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძემ ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ "საქართველოში Deep State-ის აგენტურა, მის მიერ დალაგებული სქემა და გეგმა მოქმედებს იმისთვის, რომ ქართული ინტერესი დააზიანონ და ჩელიაბისნკში გაღვიძების ბომჟური "მესიჯი" აქტუალური იყოს".
"ნაციონალური მოძრაობის" მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ - ყოველდღიურად გვაძლევენ ნიშანს რა უნდა გამორიცხოს სახელმწიფომ, რათა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს და რას არღვევენ კანონის გვერდის ავლით. არის შემთხვევები, როდესაც ისინი კანონში ე.წ. ხვრელებს ნახულობენ თუ როგორ დაასუსტონ სახელმწიფო, როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა მათ მიერ ჩადენილ რეალური საბოტაჟურ ქმედებას საბოტაჟს არ არქმევდეს, როგორ ასცდნენ პასუხისმგებლობას.
"უნდა გავიმეორო მათი სლოგანი - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ იქნება სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესის გატარება", - განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების მიერ ბიძინა ივანიშვილის და სხვა პირების ფიტულების მიტანას და ამით ერთგვარი პერფორმანსის გამართვას. როგორც მან აღნიშნა, „ამაში მილიონობით თანხა იხარჯება".
„ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას - ამას ვერ ცდებიან, წარმოიდგინეთ და ამას ასწრებენ ბავშვებს. პირობითად, მოსახლეობაში ხომ ბევრი გაგიგიათ, სექტაა ჩვეულებრივიო და სექტანტებივით იქცევიან, მართლა. მართლა სექტანტებივით იქცევიან, ბავშვებს ასწრებენ დაკრძალვის რიტუალებს. მეტი, რა უნდა გააკეთონ, მეტი რა უნდა მოუწამლონ ადამიანებს ტვინი და ამაში იხარჯება ათეულობით მილიონი დოლარი და ეს, ითვლება მათში კრეატივად.
"წეღან რომ ვთქვი, ბომჟობა-მეთქი, აი, ეს ბომჟობა, ეს მდაბიოობა ითვლება, პიარის გარდა ყველაფერი ჰქვია, მათში კრეატიულობად, რომ დაკრძალვის რიტუალს უნდა დაასწრონ ბავშვები. თან, მათივე გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ბავშვებს ასწრებენ. ეს ხომ ვიღაცას სხვას არ გადაუღია, რომ შემთხვევით ბავშვი გამოჩნდა კადრში. თვითონ ავრცელებენ ფოტოებს და კადრებს, სადაც ბავშვები ესწრებიან დაკრძალვის, რაღაც სექტანტურ ბომჟურ რიტუალს და მათ შორის აშშ-ის დროშას, როგორც მანიპულაციურად იყენებენ ამ რიტუალში",-განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „ამ რიტუალში ბავშვებს შეგნებულად, დეკლარირებულად აღებინებენ მონაწილეობას".