ელზა პაპოშვილი
08.10.2024

რას ნიშნავს არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეში საკოორდინაციო პლატფრომის შექმნა? მმართველ პარტიაშ მიიჩნევენ, რომ ეს ოპოზიციის მთავარი საარჩევნო შტაბი იქნება და ამ ინიციატივის გამო სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ეს პლატფორმა კენჭისყრის პროცესის მონიტორიგნს განახორციელებს, ხოლო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ კი ერთად იზეიმიბენ გამარკვებას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, მის რეზიდენციაში საკოორდინაციო პლატფორმას შექმნის. 

„ჩვენი ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი.

„არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - თქვა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილს ამ პლატფორმის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია. მმართველი გუნდი კი ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა და განაცხადეს, რომ კონსტიტუციის დარღვევასთან და პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს სურს პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს. მათი თქმით, დიდი ხანია ზურაბიშვილი კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და მისი ნებისმიერი განცხადება და ინიციატივა არაკონსტიტუციურია. 

ოპოზიციაში კი პრეზიდენტის ამ ინიციატვას მიესალმებიან და ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტად იქნება ის ჩართული საარჩევნო პორცესში, მით უკეთესია. 

„ოცნების“ შეფასება

„პრეზიდენტს გონება და ცოდნა არ ჰყოფნის, რომ არჩევნების გაყალბების მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკოს. სალომე ზურაბიშვილს ნიჭიც რომ ჰქონდეს, იმ გარემოებებს ვერ დაახასიათებს, რამაც შეიძლება არჩევნების გაყალბება გამოიწვიოს“, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, “ელექტრონულ არჩევნებს კი აბსოლუტურად შეუბღალავი ავტორიტეტი აქვს და მისი გაყალბება შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უარესი წინ გველოდება. როცა ის ვერანაირად დაასაბუთებს, რომ არჩევნები გაყალბდა, სხვა მიზეზებს და იმ ზღაპრებს მოიგონებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან უკვე ხშირად გვესმის, რომ თითქოს ხდება ზეწოლა და მოსყიდვები და ისეთი გარემოებებია შექმნილი, რომ ლამის პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურები ქუჩა-ქუჩა დადიან და მუქარის ქვეშ ადამიანებს აიძულებენ, რომ 26 ოქტომბერს ხმა აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მისცენ.

„შეუძლებელია, ადამიანი ნების წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება აიძულო. ეს არის ფაქტი და როცა ამ ფაქტს უპირისპირდები, ეს არის უტიფრობა, ან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

არღვევს თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციას 

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როცა ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებიდან თავად ხელისუფლებაა გასული და კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს, გაუგებარია როგორ შეიძლება მათ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაზე პასუხი მოსთხოვონ. 

„ზურაბიშვილი ახლა ქვეყნისთვის და ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ეს დასავლეთისთვის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან ქვეყანაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან არსებობს ადამიანი, ვისთანაც მათ კომუნიკაცია შეუძლიათ. ამიტომ ეს როლი ძალიან სწორია და ჩვენ რეალურად კონსტიტუციური წესრიგის სრულად დარღვევაში ვიმყოფებით - უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ საქართველოში კონსტიტუციური წესრიგი გააუქმა.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რაც ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლას გულისხმობს, სრულიად იგნორებულია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა ვიღაცასთან დაილაპარაკა, ოპოზიციურ პარტიებთან საარჩვენო კროდინაციაზე აქვს საუბარი და ამის გამო ის კონსტიტუციიდან არის გასული, არასერიოზულია. ყველა ნაბიჯი, რომლიც ახლა ქვეყნის სტაბილიზაციისთვის და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისთვის, დემოკრატიული პროცესის აღდგენისთვის გადაიდგმება, მისასალმებელია. მხოლოდ იურდიული ნორმებით ასეთ რთულ სიტუაციაში საუბარი არასერიოზულია“, - ამბობს გოგოლაძე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას დასავლეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას „ოცნებაც“ ხვდება. ამიტომაც არჩევნების ლეგიტიმაციის კონტექსტში მის პოზიციას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. შესაბამისად, ამ საფრთხეს მმართველი გუნდი ხედავს და პრეზიდენტის დისკრედიტაციას ცდილობენ.

„დასავლეთი ახლა თავის მოკავშირეს პრეზიდენტის ინსტიტუტში ხედავს. რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ თავის მოკავშირეს სამოქალაქო საზოგადოებაში, თუმცა ზურაბიშვილის როლი აქ ყველაზე მეტად არის გამოკვეთილი. მან შეძლო და „ოცნებისადმი“ თავისი მადლიერება ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენა. შესაბამისად, მის როლს არჩევნების დროს „ოცნება“ მშვენივრად ხვდება. ამიტომაც მის წინაღმდეგ ახალი კამპანიის წამოწყებას ცდილობენ“, - ამბობს გოგოლაძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე კი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი კარგად შეთანხმებული თამაშის მთავარი ფიგურანტია, თუმცა არა „ნაციონალური მოძრაობის“ და დანარჩენი ოპოზიციის თამაშის. მამარაძის აზრით, ის თამაშობს საკუთარ თამაშს, თანაც დასავლეთთან კორდინაციით. 

„ზურაბიშვილი ისე შვეიდა როლში, რომ დასავლეთში ყველას არწმუნებს, რომ ქართველი ერი იღუპება და მისი გადამრჩენელი თავად არის. იდეების გენერირებას ცდილობს, ან „ქარტიას“ იგონებს. ახალი პალათფორმა მოიფიქრა და ასე პოლიტიკურ კეკლუცობაშია დასავლელ აქტორებთან. 

„მეორეა, რომ ის ამას ნამდვილად ახერხებს და ევროპის გარკვეულ წრეებში „თავდადებული მებრძოლის“ სტატუსი მართლაც მოიპოვა. ამან კი მისცა საშუალება, რომ ევროპელ ლიდერებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს. საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ის იმპიჩმენტირებულია და მისი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა. ეს ძალიან კარგად იციან ევროპაშიც, მაგრამ მაინც ღებულობენ მას. ზურაბიშვილს არჩევნებისთვის უკვე თავისი როლი აქვს დაკისრებული და ამ როლისთვის სჭირდებათ. 

„რაც შეეხება ამ ე.წ. ოპოზიციას, სააკაშვილის დროინდელ ცნობად სახეებს და ა.შ., მათ ძალიან კარგად იციან ვინც არის ეს ქალბატონი და საერთოდ არ შეუცვლიათ მასზე აზრი. უბარლოდ, ფიქრობენ, რომ მათ ახლა ზურაბიშვილი დასავლეთთან კომუნიკაციისთვის აწყობთ. ასევე იქიდან რომ არ უსაყვედურონ ოპოზიციას, რომ „აი, თქვენ გაერთიანება და კორდინაცია არ გინდათ“. ამიტომ ზურაბიშვილის ნებისმიერ აბსურდულ წინადადებას თანხმდებიან. 

„თუნდაც ამ ქარტიაზე ხელმოწერა ავიღოთ და ასევე ახლა ეს პლატფორმა. ვფიქრობ, მას ზურაბიშვილი გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსიროს. მას უკვე საკუთარი თამაშის წესები აქვს, რომლსაც ოპოზიციას უყენებს, თუმცა არცერთი მათგანი არ ეთანხმება. განსაკუთრებით „ნაციონალები“, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, ეს ქალბატონი ვინც ბრძანდება“, - ამბობს მამარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×