აფხაზებსა და რუსებს შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ კრემლმა 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ რუსები აფხაზებს უკვე დიდი ხანია ემუქრებიან და ამ მუქარის აღსრულება დაიწყეს. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა. მისი თქმით, მოსკოვმა არაერთგზის განაცხადა, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.
„ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, - თქვა შამბამ ბრიფინგზე.
მედიის ცნობით, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რუსეთი 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას აპირებს, სანამ "აფხაზური მხარე" შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს:
- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
- რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
- რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).
ამასთან, ოკუპანტი ქვეყანა აპირებს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ "აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან" კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.
აფხაზური მედია კი აქტიურად წერს კრემლის მოხელეებსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მომხდარი ძლიერი განხეთქილების შესახებ.
რუსულენოვანი ტელეგრამარხი „აფხაზეთის კომპასი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს მძიმე საუბარზე, რომელიც ასლან ბჟანიას ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთში კრემლის გეგმების შეფერხების გამო. აფხაზეთში არც ის გამოჰპარვიათ, რომ პუტინმა, დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, არ მიულოცა სოხუმს აღიარების მორიგი წლისთავი.
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პოლიტიკის მთავარი თემა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და მოსკოვის ურთიერთობაა. აფხაზური ტელეგრამარხები რუსეთ-აფხაზური „სამთავრობათაშორისო კომისიის“ სხდომის ჩაშლასა და რუსული დოტაციების გაყინვის შესახებაც წერენ.
არსებობს აფხაზებში ვესია, რომ კრემლი თბილისთან კულუარულ მოლაპარაკებბეს აწარმოებს და მათი დასჯის მიზნით, საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნეებას აპირებს. ამ შეთქმულების თეორიების ფონზე, კონფლიქტოლოგები ფიქრობენ, რომ შესაძლოა თბილისსა და მოკოვს შორის გარკვეული კომუნიკაცია მართლაც ხდებოდეს და პუტინი ააფხაზების უმადურობით გაბრაზებული მათ თავიდან მოშორებას ფიქრობდეს.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აფხაზეთისთვის არც ისე შორს არის უკვე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ამიტომ დიდი ალბათობით რუსეთმა ამისთვის მზადება დაიწყო. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ კრემლი ახლა ცდილობს ასლან ბჟანია თავიდან საბოლოოდ მოიშოროს და თავისი მორჩილი ე.წ. ხელისუფლება შეარჩიოს.
„ახლა აფხაზებსა და რუსებს შორის დაპირისპირების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. აფხაზები დაფინანსების შეჩერების გამო, აგარაკის საკითხს არ დათმობენ და რუსეთისთვის მუხლის მოდრეკვას არ აპირებენ.
„ის თანხები რაზეც საუბარია, არ არის წარმოუდგენელი მასშტაბის და არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზებმა რაღაცა ალტერნატიულ წყაროებზე ფიქრი დაიწყონ. მათ შორის კულუარულად საქართველოს გავლითაც. ეს კი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი პროცესი იქნება და რაც უფრ მეტად დავაშორებთ აფხაზეთს რუსეთს, ეს მომავლის პერსპეტქივაზე, ქართველების და აფხაზების ურთიერთბის დალაგებაზე დადებით ასახვას ჰპოვებს.
„ველი, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, რადგან პარალელურად კრემლი ეძებს ერთგულ ხალას, რომლებიც აი ამ პირობების შესრულებას შეძლებენ და აფხაზებს დაარმწუნებენ ამ დათმობაზე წასვლის აუცილებლობაში. თუმცა ეს, ჩემი აზრით აბსოლუტურად კონტპროდუქტიული იქნება, რადგან რუსეთმა რამდენჯერაც ე.წ არჩევნებში ჩარევა სცადა და თავისი კანდიდატურა დააყენა, იმდენჯერ წააგო.
„სამხრეთ ოსეთშიც ალაჯიევას და ბაღაბშის მაგალითებსაც თუ გავიხსენებთ. თუმცა სხვა ბერკეტებიც უკვე აღარ გააჩნიათ. აფხაზებს უკვე დიდი ხანი ამით აშინებდნენ. დაანონსებული იყო,რომ თუკი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდნენ, მაშინ ამ ნაბიჯზეც წავიდოდნენ. მიუხედავად ამისა, აფხაზების გატეხვა მაინც ვერ შეძლეს“,-ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, ე.წ. აფხაზეთის ხელისფლებაზე რუსეთმა ზეწოლის ყველა ბერკეტი გამოიყენა, მიუხედავად ამისა, ბჟანიამ მაინც ვერაფერში შეძლო. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ დარწუნებულია აფხაზეთის დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება ყველანაირ სახის მუქარის ქვეშ იქნებოდა. მათ იგივე აპარტამენტების კანონი რამდენჯერმე შემოაბრუნეს, მაგრამ პროტესტის ფონზე მათ ეს კანონი უკან წაიღეს.
„ფაქტია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხიც აპარტამენტების თემასთან დაკავშირებით, ყველა ერთ აზრზეა. ეს კრემლს აჩვენეს და ვნახეთ უკვე იქიდან საპასუხო ნაბიჯებიც გადაიდგა.
„რუსეთი სწორედ ამაზე გამწარდა და ამიტომაც ასეთ კარდინალურ ნაბიჯებზე წავიდა. კრემლს ახლა სამხედრო გადატრიალების გარდა სხვა არაფერი აღარ დარჩა იმისთვის, რომ ე.წ. ხელისუფლება და ხალხის ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაითანხმოს.
„საინტერესო ასევე აფხაზეთიდან წამოსული განცხადებები „ქართული ოცნების“ მისამართით არის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აანონსებს. ამ ფონზე აფხაზეთიდან ერთის მხრივ ცოტა გასაკვირია, მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზებს დღეს კრემლთან დაპირისპირების ფონზე, დეფიციტის შევსება სჭირდება. აფხაზები ამას უკვე მშვენივრად ათვიცნობიერებენ, ამიტომაც ცდილობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაათბონ, რაც ძალიან პოზიტიური მოვლენაა“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
კითხვაზე ხომ არ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის განცხადებები სწორედ იმას, რომ მას აქვს კომუნიკაცია, როგორც კრემლთან ასევე დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან და აფხაზეთის დაბრუნების გარკვეული გეგმა მუშავდება. ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით ივანიშვილს კრემლთან კომუნიკაცია ამ თემაზე აქვს და თუ კი აფხაზეთის დაბრუნებაზე საუბარი მიდის, მაშინ ეს იქნება გარკვეული პირობებით და დათქმებით.
„მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი აფხაზეთის დაბრუნების გეგმას მხოლოდ რუსეთთან კომუნიკაციით არ ხდევას. ახლა ვხედავთ ჩვენ რომ კავკასიაში ჩინეთი და თურქეთიც ახალ მოთამაშეებად არიან შემოსულები. გარკვეული ანტიდასავლური სივრცე იქმნება თავისი ჩინური ეკონომიკური შესაძლებლობები და ამ სივრცეში უფრო მგონია, რომ ივანიშვილი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების გეგმას ხედავს.
„ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩინეთის და თურქეთის ინტერესების ბალანსის შესაბამისად, რაღაცნაირად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს. ვფიქრობ, რომ ის მხოლოდ რუსეთის იმედადა არ არის. ზუსტად რა გეგმა აქვს მას და რა სქემას ალაგებს, რთულია ამაზე საუბარი, თუმცა აი ამ მონახაზის გარშემო რომ ფიქრობს, ეს ფაქტია“,-ამბობს ბენდიანიშვილი.