
"ნაციონალური მოძრობის" ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანივშილის წინააღმდეგ- ასეთია ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სლოგანი 2024 წლის არჩევნებისთვის. "გამარჯვების პლათფორმა" "ნაციონალურ მოძრაობასა" და გიორგი ვაშაძის ერთობა, კვირის ბოლომდე ოფიციალურად ჩამოყალიბდება.
ორივე პოლიტიკური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ერთიანობის მთავარი მიზანი 2024 წლის არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაა. ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს სხვა ოპოზიციური პარტიებს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, შეუერთდნენ ენმი-ს და ვაშაძის პარტიის "გამარჯვების პლათორმას". ან ცალკე ენმ-ის გარეშე შექმნან ოპოზიციის ერთობა და საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი აჩვენონო.
"ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასალური პარტიების ერთობას, რადგან "ნაცმოძრაობის" ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანივშილის წინააღმდეგ. რაც შეეხება პრემიერობასთან დაკავშირებულ საკითხს, ჯერ განხილულიც არ არის, რადგან ჯერ არც არჩევნების პირობები ვიცით, არც როდის ჩატარდება, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, გამოვგლეჯთ თუ არ გამოვგლეჯთ ჩვენს სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილს"- აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებელში" დარწმუნებული არიან, რომ "გამარჯვების პლათფორმა" აშინებს ხელისუფლებას. "ადრე ყველა ვიკეტებოდით ჩვენი პარტიის ნაჭუჭში და ამით სარგებლობდა "ქართული ოცნება", ახლა ასე არ იქნება, დაიწყება დიდი გამანთავისუფლებელი მოძრაობა. რა ნომრით გამოვდივართ, რა ბრენდის ქვეყშ, ამას ყველაფერს არჩევნებამდე 2 თვით ადრე ვიტყვით"- აცხადებენ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები.
"ნაცმოძარობასთან" წინასაარჩევნო კოალიციას, თანამშრომლობას და გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს "ლელო" "გირჩი" და გახარიას გუნდი. "ლელოს" მიზანია შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. გირჩის შეფასებით კი "ნაცმოძრაობა" ცდილობს შეიწოვოს ყველა ის პარტია, რომელიც მის ხმებზე პარაზიტობს".
"ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძარობას" არანაირი კონფიგურაციით არა აქვს პერსპექტივა, არა აქვს გამარჯვების შანსი.
"ნაცმოძრაობას და მის კლასტერს, ვინც არ უნდა გადაანაცვლონ შიგნით პერსპექტივა არ აქვს, რადგან მათ პროპაგანდა და პიარი აგებლი აქვთ ტყუილზე"- აცხადებენ "ოცნებაში".
როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი 2024 წლისთვის მმართველი გუნდის პროგნოზით, ნიკა მელია, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ "ნაცმოძრაობას" დატოვებენ და საარჩევნოდ პარტიაში თავს მოიყრიან რადიკალები.
"ნაციონალურ მოძრაობაში" რღვევის პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ალბათ, ნიკა მელია პარტიიდან წავა და ეს იქნება არა მხოლოდ მელიას წასვლა, არამედ ადგილობრივი ორგნიზაციების წარმომადგენლებიც წავლენ. საარჩევნოდ "ნაცმოძარობაში" თავს მოიყრიან ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანები. მათი საარჩევნო სტარტი ამაზე მეტყველებს"- აცხადებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ხმალაძე არ გამორცხავს, რომ პარტიები რომლებიც დღეს გაერთიანებაზე უარზე არიან, შეძლება ხვალ ერთად აღმოჩნდნენ.
" ჯერ ძალიან ადრეა პროგნოზის გაკეთება, თანაც ძალიან გაუგებარი და არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. დღეს, რომ იძახიან ერთად არ ვიქნებითო, შეიძლება ხვალ ზეგ ერთად აღმოჩნდნენ. იმიტომ, რომ მსგავსი რაღაცეები მომხდარა" - აცხადებს "რეზონანსთან" ვახტანგ ხამლაძე.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ დრო არ ითმენს და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს ფორმირების პროცესი, რათა პარტიები საარჩევნოდ მოემზადონ.
"ქართულ ოცნება დიდი ხანია საარჩევნო რელესებზე გადავიდა, კონფერენციებს მართავს და სტრუქტრას ამზადებს. შემოდგომაზე უნდა დასრულდეს ფორმირების პროცესი, რადგან ერთი წელი სჭირდება იმას, რომ სრულფასოვანი არჩევნებისთვის მოემზადონ.
"რაც შეხება ხაბეიშვილის განცხადებას გამარჯვების პლათორმასთან დაკავშირებით" გამორიცხულია "ნაციონალური მოძარობა" "გამარჯვების პლათფორმას" ვერ შექმნის, მასთან ერთად გაერთიანება როგორიც არ უნდა იყოს, განწირულია.
"ამიტომ წვრილმა პარტიებმა უნდა იმუშაონ მესამე ცენტრის შექმნაზე; იზრუნონ იმაზე რომ ის ამომრჩეველი, რომელსაც არც "ნაციონალური მოძრაობა" უნდა და არც "ქართული ოცნება" თავისკნ მოიმხროს. წვრილი პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ ძლიერ ცენტრად. ბევრი სამუშაო იქნება, საჭიროა ერთიანი ლიდერი, საარჩევნო პროგრამამ, და ა.შ. ვიღაცამ ამბიცია უნდა დათმოს, ვიღაცა სცენიდან უნდა გავიდეს.
"ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პარტია, გარდა გახარიასი გადალახავს 5%-იან ბარიერს, შეიძლება რეალურად ასეც არ არის, რადგან ინერციით წამოსული ხმებია. გარანტირებულად 5%-იან ბარიერს გადალახავს მხოლოდ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ პატარ პარტიებმა უნდა მოძებნონ საერთო ენა ამის ბევრი მეთოდი არსებობს. რეალურად უნდა იმოქმედონ და არა მოწოდებებით" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.