ია აბულაშვილი
29.03.2023

საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება - სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე მოუსმენენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტის ტრიბუნა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს, მისი ანგარიში კი, როგორც ბოლო განცხადებები, განხილვის საგანი გახდება. ოპოზიცია ელოდება, რომ პრეზიდენტი კრიტიკული განცხადებებიდან, საქმეზე გადავა.

იქნება თუ არა 31 მარტის რიგგარეშე სხდომა ხმაურიანი, ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოზიციას შეინარჩუნებს და კრიტიკული იქნება ხელისუფლების მიმართ.

"პრეზიდენტმა აირჩია ის კურსი, რომ დაუპირისპირდეს ხელისუფლებას და ამხილოს ის შეცდომებში. თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ დასავლეთის კურსი გააგრძელოს, პოზიციებს შეინარჩუნებს. ადრე თუ თავს იკავებდა, ახლა აცხადებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია.

"ჯერ-ჯერობით თავს იკავებს სააკაშვილის შეწყალებისგან, მაგრამ თანდათან ცვლის თავის პოზიციას. არ არის გამორიცხული, რომ გვარამიასთან დაკავშირებითაც მიიღოს გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი თავის თავზეც ფიქრობს, თავის კარიერაზე ევროპაში, რადგან კარგად იცის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მას პრეზიდენტად აღარ აირჩევენ"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწიოს გამოსვლა.

"ვერ გეტყვით რა განცხადებებს გააკეთებს პრეზიდენტი პარლამენტში, ალბათ იმ პოზიციას შეინარჩუნებს, რომელიც ბოლო დღეებში დააფიქსირა. მისი ბოლო განცხადებები არ არის თანხვედრაში "ოცნების" მოსაზრებებთან, მაგრამ თანხვედრაშია ჩვენს პარტნიორებთან და საზოგადოების ნაწილთან. სხდომაზე "ქართულ ოცნებას" კვლავ მოუწოდებს შეასურლოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, უფრო ამ ჭირლში იქნება მისი გამოსვლა. რადგან პრეზიდენტის გამოსვლას ისმენენ, როგორ შინ ისე გარეთ, მით უფრო როცა ის აქტიურად ჩაერთო ანტიაგენტების კამპანიაში.

"რაც შეეხება შედეგს, სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია არანაირი რეალურ ბერკეტი, არც სამართლებრივი და არც სახელმწიფოებრივი, რომ პრემიერზე ან უმრავლეოსობაზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს. შეიძლება მას ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწიოს გამოსვლა; უმრვლესობამ ბოიკოტი გამოუცხადოს, ან "ნაცმოძრაობა" არ იყოს დარბაზში, მაგრამ არის საზოგადოებრივი აზრი, სად შეიძლება იმოქმედო"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე, მნიშვნელოვან გზავნილებს პრეზიდენტის წლიური ანგარიშიდან არ ელოდება.

"ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპულიკა და კონსტიტუციის შესაბამისად პრეზიდენტს აქვს წარმომადგენლობითი და უზენაესი არბიტრის ფუნქცია. რაც შეეხება მის კრიტიკულ გამოსვლებს, ამ ხნის მანძილზე ბევრი კრიტიკული განცხადება მოგვისმენია მართველი გუნდის მიმართ, რაც დემოკრატიად აღიქმება.

"ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლიდან ელოდება ხმაურს, იქნებ სალომე ზურაბიშვილმა თქვას რაიმე ისეთი, თავის სასარგებლოდ რომ გამოიყენოს. იქნება შეკითხვები სააკაშვილისა და გვარამიას შეწალებაზე, დიდი ალბათობით ოპოზიცია პრეზიდენტისგან ამოუცნობ პასუხს მიიღებს.

"სალომე ზურაბიშვილის პროგნოზირება შეუძლებელია. გაიხსენეთ როცა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გაათავისუფლეს ორ დღეში მიტინგებს მართავდა, მაგრამ მან დაადასტურა, რომ შეუძლებელია იყოს პოლიტიკური ლიდერი საქართველოში; ამის მონაცემები მას არ აქვს"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×