ნაზი ბერიძე
25.01.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებს ასახავს.

ცვლილებები რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად აღიარებას ითვალისწინებს და საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რეზოლუციის დამტკიცება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, ასევე ასახავს იმას რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც რუსეთი 2008 წელს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ატარებდა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ ინიცირებული ცვლილებები ევროპელმა კოლეგებმა გაიზიარეს და ჩანაწერი რეზოლუციაში შეიტანეს.

როგოც ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი რეზონანსთან საუბარში აღნიშნავს, რუსეთმა დატოვა ევროპის საბჭო და რუსეთზე ზემოქმედების კუთხით ამ რეზოლუციის დამტკიცება ნაკლებად ეფექტიანი იქნება. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის აქტუალიზაციას ანალიტიკოსი ძალიან მნიშვნელოვნად განიხილავს.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, ძალიან კარგია თუ საქართველოს საკითხს არ დაივიწყებენ და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოხდება რეაგირება.

„ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ, როდესაც დასრულდება რუსეთ უკრაინის ომი და რუსეთთან გაიმართება ყოვლისმომცველი მოლაპარაკება, ამ მოლაპარაკებაში უნდა შევიტანოთ რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანის საკითხი, სავარაუდოდ ამ რეზოლუციას დაამტკიცებენ, ვინაიდან რუსეთმა დატოვა ევროპის საბჭო და არავითარი ბერკეტი რუსეთს აღარ გააჩნია"-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა

რეზოლუცია მაისში რეიკიავიკის სამიტზე უნდა დამტკიცდეს, რომელიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე მოხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×