ნაზი ბერიძე
22.01.2023

გამოიწვევს თუ არა ენმ-ში მიმდინარე მწვავე კრიზისი მხარდამჭერების დაკარგვას და რომელი ოპოზიციური პარტია შეიძლება გაძლიერდეს ამის ხარჯზე? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მწვავე შიდაპარტიული კრიზისის გამო „ნაცმოძრაობამ" შესაძლოა მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი დაკარგოს, მაგრამ  სხვა ოპოზიციურ პარტიები ვერ იხეირებენ. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რომლის აზრითაც ენმ-ში თავმჯდომარის შესაძლო შეცვლა მთელს ოპოზიციაზე აისახება.

ენმ-ში არჩევნებამდე 5 დღე რჩება. ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემის დაწყების თარიღის მოახლოებასთან ერთად, მთავარი კანდიდატები ერთმანეთს სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ და წარსულს უხსენებენ. ანალიტიკოსთან უმრავლესობის აზრით, დაპირისპირება უკმა იმ მასშტაბისაა, რომ არჩევნების შემდეგ პრტიაში ერთიანობის შენარჩუნება უკიდურესად რთული იქნება.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, რომ როგორ აისახება ეს არჩევნები ზოგადად ოპოზიციაზე.

„ამის განსაზღვრა ახლა საკმაოდ რთულია. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეინარჩუნა ერთიანობა, მაშინ იგივე სიტუაცია გვექნება", - აცხადებს ექსპერტი.

მისი თმით, დიდი მნიშნელობა ექნება იმას, თუ ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე. ასევე, პარტიის გაყოფის შემთხვევაში, რა პრინციპით გაიყოფა პარტია და როგორი ელექტორალური მხარდაჭერა ექნება ამა თუ იმ ნაწილის.

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, დაკარგა თუ არა ამომრჩეველი „ნაციონალურმა მოძრაობამ".

„არ შემიძლია ვთქვა, რომ ენმ- უკვე დაკარგა ელექტორატი. იყო რამდენიმე გარკვეული პიროვნების განცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს ელექტორატის დაკარგვას. როცა ლაპარაკია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარ მილიონიანი მხარდამჭერი ჰყავს, ათასი ადამიანი იქ ბევრს არაფერს არ წყვეტს. ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს და როცა დასრულდება ეს პროცესი, ვნახოთ რა კონფიგურაციას მივიღებთ", - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

მოძლიერდებიან თუ არა სხვა პატარა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ენმ-ის მოსალოდნელი დასუსტების ხარჯზე? ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ადგილს ვერავინ დაიკავებს.

„თუ ვინმეს გონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ისე გაიყოფა, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას უფრო მეტი ელექტორატი ეყოლება, ეს გამორიცხულია. თუნდაც გაიყოს, ორად განაწილებულ ენმ-საც კი უფრო მეტი ამომრჩეველი ეყოლება, ვიდრე სხვა პატარა ოპოზიციურ პარტიებს. დღევანდელ რეალობაში, როცა არსებობენ პარტიები, რომლებსაც 2%-იანი ბარიერის გადალახვა უჭირთ, რამდენი უნდა დაემატოს მას, რომ თუნდაც ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის ოდენობას გადაუსწროს?!" - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×