ნაზი ბერიძე
20.01.2023

ხუთშაბათს პენტაგონმა უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების სია გამოაქვეყნა. ის მოიცავს „სტრაიკერისა"და „ბრედლის" საბრძოლო ჯავშანმანქანებს, რომელიც უკრაინამ შეიძლება გამოიყენოს რუსეთის ნებისმიერი პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ. თუმცა „აბრამსის" მძიმე ტანკების გადაცემაზე, რასაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, ვაშინგტონი ამ ეტაპზე თავს იკავებს, რადგან იქ მიაჩნიათ, რომ ამ ტანკების მართვისა და მომსახურების მხრივ უკრაინის არმიას პრობლემები ექნება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უახლესი პაკეტი შედგება 90 „სტრიკერისა"და 59 „ბრედლისგან". წინა პაკეტში შედიოდა 50 „ბრედლი" - შესაბამისად, მთლიანი რაოდენობა 100-ს აჭარბებს. ახალი დახმარება ასევე მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას „ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემისთვის, რასაც უკრაინამ რუსული იარაღის საწყობებისა და სამეთაურო პუნქტების წინააღმდეგ საკმაოდ წარმატებით იყენებს.

უკრაინამ ასევე დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა და სისტემები მიიღო საჰაერო თავდაცვისთვის. პენტაგონმა გამოავლინა საჰაერო თავდაცვა, როგორც მიმდინარე პრიორიტეტი, რათა დაეხმაროს უკრაინის უფრო წარმატებით მოიგერიოს რუსეთის საჰაერო თავდასხმები.

ზოგადად ამერიკასა და ევროპაში დიდი დებატებია კიევისთვის მძიმე ტანკების მიწოდებაზე. უკრაინის ჯარს, როგორც ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ამტკიცებენ, ასეთი შეიარაღება სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან მათი მარაგები უკვე დიდწილად განადგურებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×