ია აბულაშვილი
22.11.2022

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვიის შეწყალება შეუძლია მხოლოდ სასჯელის მისჯის შემდეგ, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გააჭიანუროს, რათა პრეზიდენტს არ მისცეს სამართლებრივი საფუძველი შეიწყალოს სააკაშვილი.

„მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა, თხოვნა ევროპელების მხრიდან, რომ მოხდეს სააკაშვილის შეწყალება. გამომდინარე აქედან, შესაძლებელია გარკვეული გავლენა მოახდინონ სალომე ზურაბიშვილზე. ასევე ზეწოლა იქნება „ოცნებაზეც“ ევროპიდან. ევროპელებზეა დამოკიდებული დაუწესებენ თუ არა სანქციებს ივანიშვილს, რის შემდეგაც შეიძლება „ოცნება“ დათმობაზე წავიდეს. 

„რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, „ოცნებას“ მართლაც არ შეუძლია სამართლერივად ამის გაკეთება. პარლამენტი სააკაშვილს ვერ შეიწყალებს, პრეზიდენტი უნდა შეიწყლოს, მას აქვს შეწყალების უფლება საბოლოო განაჩენის გამოტანის შემდეგ. ამიტომ, „ოცნებას“ რჩება მხოლოდ ერთი მექანიზმი - გააჭიანუროს სასამართლო პროცესები. ეცდება გარკვეული დროის განმავლობაში გადადოს სასამართლო პრცესები და შემდეგ ევროპელებს უთხრას, რომ განაჩენი ჯერ არ დამდგარა და შეწყალებაც ვერ მოხდება", - განაცხადა „რეზონანსთან“ ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×