თეონა ვეშაგური
16.11.2022

მას შემდეგ, რაც რუსებმა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო და ქალაქი ხერსონი დატოვეს, უკრაინელები მათზე დარტყმების მიტანას მარცხენა სანაპიროზე იწყებენ.

უკრაინის ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის" ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები, გასული დღის განმავლობაში, თავს დაესხნენ ოკუპანტებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და კინბურნის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, რომელიც უკვე უშუალო სიახლოვესაა ყირიმთან.

როგორც სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინელმა სამხედროებმა 50-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულეს.

„თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს შეტევები მტრის პოზიციებზე და ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე", - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინელების შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია 17 ოკუპანტი, განადგურდა და დაზიანდა 15 ჯავშანმანქანა, ორი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და „ორლან" -10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

ამასთან, უკრაინელებმა ნოვაია კახოვკასა და ოლეშკიში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×