ია აბულაშვილი
15.11.2022

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ საზვარგარეთ სამკურნალოდ, თუ დაინახავს, თუკი ხელისუფლება დარწმუნდება, რომ მისი მკურნალობა საქართველოში აღარ შეიძლება და შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს - ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნებისათვის“ მომგებიანი იქნება სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა სულ მცირე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ამასთან, ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ოჯახზე არანაკლებ დაინტერესებულია, რომ არ დადგეს ლეტალური შედეგი.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმართელობის მდომარეობა მძიმდება, მას მარცხენა ხელი აქვს ატროფირებული, რასაც თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილები. ხოლო აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სხვა დაავადებებთან ერთად ძვლის ტუპერკულიოზი, ამას უახლოეს პერიოდში სამედიცინო კონსილიუმი დადაგენს.

სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, ამერიკელი ექიმების რეკომენდაციით სააკაშვილს მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. გიული ალასანია თანახმა არ არის მის შვილს ქირურგიული ჩარევა „ვივა მედში“ ჩაუტარდეს.

„ხელს უკვე თვეზე მეტია ვეღარ ამოძრავებს, ეს მარცხენა ხელია. იყო ორთოპედი, რომელმაც თქვა, რომ განვითარდება ეს ყველაფერი და სასწრაფოდ არის საოპერაციო. ხელზე აქვს გამოსაცვლელი ძვალი. მე არ ვარ თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია, არავითარ შემთხვევაში“, - აცხადებს გიული ალასანია.

სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარების გაუარესებასთან დაკავშიერებით საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე და აცხადებს, რომ არ შეიძლება ამ ვითარების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ანალიტიკოსს ვახტანგ ძაბირაძეს მიიჩნევს, რომ ვითარებაში ბოლომდე გასარკვევად ექსპერტთა სამედიცინო დასკვნაა საჭირო.

„ერთი წელია სააკაშვილის ადვოკატებისგან და ოჯახის წვრებისგან მესმის, რომ ჯანმართელობის მდგოიმარეობა მძიმდება.  ეჭვი არ შემაქვს მათ განცხადებებში, მაგრამ ექსპერტთა სამედიცინო დასკვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

„რა გადაწყვტილებას მიიღებს ამ შეთხვევაში ხელისუფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლება სააკაშვილს არ გაუშვებს. მას ურჩევნია სააკაშვილი ჰყავდეს ციხეში არჩევნებამდე. თანაც სააკაშვილი აღარ არის პოლიტიკურად აქტიური, პარტიაში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთაც მისი განცხადება იყო ძალიან გაჟეჟილი, თითქოს იძულებული იყო რაღაც ეთქვა. 

„ხელისუფლება სააკაშვილს გაუშვებს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ დაინახავს, რომ მისი მკურნალობა საქართველოში აღარ შეიძლება და ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ოჯახსა და მის გულშემატკივრებზე მეტად ხელისუფლება  არის დაინტერესებული, რომ ლეტალური შედეგი არ დადგეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×