თეონა ვეშაგური
15.11.2022

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და აშშ-ის ექს მაღალჩინოსნის, კულტ ვოლკერის შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ენმ კლავაც ცდილობს ყველა მეთოდებით „ქართული ოცნების" დისკრედიტირებას დასავლელი მოკავშირეების თვალში - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, „ოცნების" ნეგატიური რეაქცია ამ შეხვედრაზე ლოგიკურია, რადგანაც კეზერაშვილი, ქართული კანონმდებლობის თანახმად, კეზერაშვილი ძებნილი კრიმინალია და მასთან მაღალი რამგის ამერიკელი დიპლომატის შეხვედრა, ბუნებრივია, უკმაყოფილებას იწვევს.

დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრა 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანშ შედგა. ამის ამსახველი ფოტო სააგენტო „კვირამ" გამოაქვეყნა, ფოტო კი გამოცემას გერმანელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.

ცნობისთვის, კურტ წლების განმავლობაში იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს წამყვანი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.

„ქართულ ოცნებაში" თავად შეხვედრის ფაქტი „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის" ნაწილად შეაფასეს, რომელიც, მათი თქმით, მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„საუბრის თემა რა იქნებოდა და რა საკითხებზე იმსჯელეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა" და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებდით და ჰაერიდან არ მოგვიტანია, ამის უკან გარკვეული რეალობა დგას.

„ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებიც გვახსოვს, ვითომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შეფუთული, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი თქვენი კოლეგა კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე რაზეც არ უნდა ყოფილიყო საუბარი, ეს ფაქტი მაინც უსიამოვნოა.

„ამ შეხვედრის ფაქტი „ოცნებაში" უკმაყოფილებას ნამდვილად გამოიწვევდა, რადგან კეზერაშვილი იძებნება. ქართული კანონმდებლობით, ის არის კრიმინალი და კრიმინალის ასეთი დონის პიროვნებასთან შეხვედრა დადებითი არ არის. მართალია, ვოლკერი აშშ-ის ელჩი აღარ არის, მაგრამ ასეთი დონის დიპლომატებს კავშირები ყოველთვის რჩებათ.

„რა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებასთან კეზერაშვილის შეხვედრა გამოიწვევდა უკმაყოფილებას იმის მიუხედავად, თუ რაზე ისაუბრებდნენ ისინი. თანაც ფაქტია, რომ საუბრები არ წარიმართებოდა „ოცნებისთვის" ხელსაყრელ საკითხებზე

„როგორც ჩანს, ძველი პრინციპებით მოქმედება გრძელდება, რომლის მიხედვითაც „ნაციონალები" ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ იმისთვის, რომ „ოცნება" ევროპელი მოკავშირეების თვალში გააშავონ", - განაცხადა საყვარელიძ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×