ია აბულაშვილი
10.11.2022

ენმ-ის პოლიტსაბჭო ახლო მომავალში იმსჯელებს, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები და თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. თავად პოლიტსაბჭოს კი 3 თვეში ისედაც გასდის ვადა და ახალი პოლიტსაბჭოს ფორმირებაც მოხდება. ამის შესახებ „რეზონანსს“ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს - პარტიის პოლიტსაბჭოსა და სამდივნოს ხელახალ დაკომპლეტებას და პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას. როგორც მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოწინააღმდეგები აცხადებენ, თავმჯდომარეს სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან.

რომან გოცირიძის თქმით, ენმ-ში ისედაც იგეგმებოდა ყველა პარტიული სტრუქტურის განახლება არჩევნების გზით და განხილვის თემა იყო მხოლოდ ამ ყველაფრის განხორციელების ვადები.

„პარტიაში დიდი ხანია მიდის მსჯელობა ყველა სტრუქტურის განახლების შესახებ არჩევნების გზით. პოლიტსაბჭოს ისედაც გასდის ვადა. წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოს არჩევნები სამ თვეში ისედაც უნდა ჩატარდეს. პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო მიღებული გადაწყვტილება.  საუბარი იყო მხოლოდ ვადებზე და არჩევნების ჩატარების ფორმაზე.

„ჩატარდეს ყრილობა თუ ელექტრონული ფორმით მოხდეს თავმჯდომარის არჩევა - ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო და გადაწყვეტილება მალე გამოცხადდება. მიხეილ სააკაშვილი შიდა პარტიულ ცხოვრებაში არ ერევა, მისი მონაწილოება ამ პროცესში ნულოვანია, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის გადასარჩენი.  

„რაც შეეხება „ოცნების“ ღლიცინს - რა ხდება „ნაციონალცრ მოძრაობაშიო“ – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება ის, რაც არასდროს მოხდება „ოცნებაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რომან გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×