ია აბულაშვილი
09.08.2022

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შევაგებებთ“ - ასეთია „ქართული ოცნების“ პოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად მობმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილი კანდიდატურა არ წარუდგინა.

რა ფორმას მოძებნის „ოცნება“ პრეზიდენტის გადაწყვტილების საპირწონედ? კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე ვერსიას ასახელებს, მათ შორის არის ცვლილებები კანონში ცესკოს შესახებ, რომელსაც პარლამნეტის წევრთა 76 ხმა დასჭირდება.

„რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეაგებებს მმართველი გუნდი ვერ გეტყვით, თუმცა უკვე იყო ასეთი განცხადება, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნება. თუ ასე მოიქცნენ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.  

„დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მოქმედი თავმჯდომარე, სანამ მისი მონაცვლე არ აირჩევა, ინარჩუნებს თანამდებობას. ეს პროცესი კი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

„პრეზიდენტიმა ახსნა თავისი გადაწყვეტილება. მან თქვა, რომ ორჯერ იყო მოქმედი თავმჯდომარე წარდგენილი და მან პარლამენტში 2/3-ის მხარდაჭერა ვერ მიიღო. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. ეს ნორმა ზოგადია და ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე. ამ მხრივ შესაძლებელია ცვლილებების შევიდეს ორაგნულ კანონში ცესკოს შესახებ, რომელიც პარლამენტის წევრთა 76 ხმით არის შესაძლებელი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×