თამთა ჩაჩანიძე
01.07.2022

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება, რომლის მთავარი მოთხოვნებია: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ლოგიკურია, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გამოეხმაურა, რაც შეეხება იმას თუ რა სცენარია მოსალოდნელი, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს თავად ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა „ის, რომ რევოლუციური სცენარია ჩაფიქრებული, ამაში უკვე ეჭვი არავის არ ეპარება".

„ის, რომ ხელისუფლებისგან რეაქცია არაა, ეს სავსებით გასაგებია, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არანაირად არ გამოეხმაურება და თვითგადადგომას არ გამოაცხადებს. რაც შეეხება იმას თუ რა სცენარებია მოსახლოდნელი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ აქციაზე რამდენი ადამიანი მოვა. ისინი რამდენად იქნებიან მზად , რომ გარკვეული პერიოდი დადგნენ, 2-3 კვირა თუ ერთი თვე და მესამე ფაქტორი დასავლეთის პოზიცია იქნება. ოპოზიციონერთა თქმით, დასავლეთი მათ მხარეზეა და რომ ბრიუსელში და ვაშინგტონში საქმე უკვე „გაჩარხული" აქვთ.

„და მეოთხე, ალბათ ეს დამოკიდებული იქნება ასევე იმაზე თუ, საზოგადოების დანარჩენი ნაწილი რა პოზიციას დაიჭერს. მთლიანად ხელისუფლებას მიენდობა, რომ ამ პრობლემას ის მოუვლის თუ თავად გამოიჩენს რაღაც საზოგადოებრივ აქტივობას, კონტრაქციებს მოაწყობს და რევოლუციურ სცენარს რაღაცნაირად ხელს შეუშლის. ის, რომ რევოლუციური სცენარია ჩაფიქრებული, მემგონი ამაში უკვე ეჭვი არავის არ ეპარება. როგორც ვხედავ ეს ყველაფერი საკმაოდ მსუყედაა დაფინანსებული, რადგან ასე ოპერატიულად „ფლაერების" დაბეჭდვა, ასევე ჯგუფების გადაადგილების, მგზავრობის და დაბინავების უზრუნველყოდა და ყველა სხვა ღონისძიებები რა თქმა უნდა გარკვეულ თანხებს მოითხოვს და ძალიან მაინტერესებს ეს ფინანსები საიდან მოდის და მათი წყარო ვინაა.

„მაინც ველოდები, რომ რადგანაც ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა არასამთავრობო სეტორმა, რომელიც უკვე რთულად შეიძლება განიხილებოდეს, როგორც კლასიკური სამოქმალაქო სექტორი, ამაში ძალიან დიდი რესურსები ჩადეს და სავარაუდოდ შეეცდებიან ყველაფერზე წავიდნენ იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიონ, რადგან თუ არაფერი გამოუვიდათ ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვთ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

მან „ოცნებიდან" სამი დეპუტატის წასვლაზეც ისაუბრა.

„გამოყოიფის მიზეზი იყო ის, რომ ის რასაც მმართველი გუნდი მთელი რიგი მიზეზების გამო ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, ღიად ვერ ამბობს, მაგალითად ღარიბაშვილმა, ვერ თუ არ შეასრულა მისი ნათქვამი ფარდის ახდის თაობაზე, ეს ხალხი, რომელიც ახლა პარტიული არტახებისგან შებოჭილები აღარ არიან, ალბათ უფრო მეტს იტყვიან, ვიდრე ამის თქმა შეეძლოთ.

„აქამდე რაც მოვისმინეთ, ჩემთვის მაინცდამაინც დიდი სიახლე არ ყოფილა, გარდა ორი პატარა დეტალისა, სალომე ზურაბიშვილის როლი და ა.შ. ველოდები, რომ ისინი უფრო მეტს გაამჟღავნებენ, თუ მათ ეს არ გააკეთეს და ისევ რაღაც რებუსებით ილაპარაკეს კონკრეტიზაციის და ინდენტიფიკაციის გარეშე, მათ პარტიიდან გამოსვლას აზრი დაეკარგება, საზოგადოებაც ამას შესაბამისად აღიქვამს და შესაძლოა ამან ისევ „ქართული ოცნება" დააზარალოს",-განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×