თამთა ჩაჩანიძე
01.07.2022

 ომის 128-ე დღე უკრაინაში - რუსეთის მთავარი მიმართულება კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთია, მძიმე ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის მიმართულებით, ოკუპანტები ლუგანსკის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ და თავდასხმით ოპერაციებს ახორციელებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ლოგისტიკური მხარდაჭერა დაბლოკოს. რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ოდესაზე და მიკოლაივზე, შედეგად დაღუპული და დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დონეცკის მიმართულებით რუსული ჯარები კონცენტრირებული არიან ლისიჩანსკის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ალყაში მოქცევაზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან,პარალელურად მტერმა გააძლიერა სამხედრო მოქმედებები კრამატორსკის მიმართულებით.

ხარკოვის მიმართულებით, რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების დაჯგუფებაზე კონცენტრირდა.სლავიანსკის მიმართულებით, მტრის ჯარები აგრძელებენ თავდაცვას, გადაჯგუფებას და ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას.ბახმუტის მიმართულებით, კი მტერი არტილერიიდან ბომბავს ბერესტოვოს, იაკოვლევკას, ვოზროჟდენიეს და მაიორსკის დასახლებული პუნქტების ტერიტორიებს.

„ლისიჩანსკის მიმართულებით მტერი ქვემეხებიდან და არტილერიიდან ბომბავს ჩვენს პოზიციებს სივერსკის, ბელოგოროვსკის, ლისიჩანსკის და ვოლჩოიაროვკას დასახლებების ტერიტორიებზე. ისინი ცდილობენ კონტროლის დაწესებას ბახმუტ-ლისიჩანსკის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მაგრამ უშედეგოდ.

„მტერი ახორციელებს ადრე ოკუპირებული ხაზების დაცვას და სისტემატურად დაბომბავს უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებს მათი მოქმედებების შესაჩერებლად. აგრესორმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ჯარების პოზიციებს დოლინასთან, მაზანოვკასთან, დიბროვნოესთან, გრუშუვახასთან, ადამოვკასთან, გუსაროვკასთან და ივანოვკასთან," - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ოდესის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 18 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ მარშენკო „ტელეგრამზე" წერს.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა ტუ-22 ტიპის თვითმფრინავის გამოყენებით შავი ზღვის მხრიდან სამი იქს-22 რაკეტა ისროლეს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას მოხვდა.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ჰოსპიტალიზებულია კიდევ 31 პირი, მათ შორის 4 ბავშვი და ფეხმძიმე ქალი,"- აღნიშნა გუბერნატორმა.

რაც შეეხება კუნძულ „ზმეინს" ის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელების კონტროლქვეშაა, მისი თქმით კუნძული სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. პრეზიდენტმა დონბასის რეგიონში არსებულო ვითარებაზე შეაფასა, როგორც „უკიდურესად მძიმე" და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ბრძოლა ნამდვილი გმირობაა.

„უდავოა, რომ დღეს მთავარი სიტყვა არის "ზმეინი". როგორც ჩანს, „ზმეინის" შესახებ მხოლოდ იმ დღეს იყო ამდენი საუბარი, როდესაც იქ რუსული გემი შვიდა. შემდეგ გემი სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძული ისევ თავისუფალია.

"ზმეინის" კუნძული სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ეს ჯერ კიდევ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ უკვე მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ჩვენ მათ ნაბიჯ-ნაბიჯ განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან და ჩვენი ციდან,"- აღნიშნა ზელენსკიმ.

„დონბასში ვითარება კვლავ უმძიმესი, უკიდურესად მძიმეა. ოკუპანტების საცეცხლე უპირატესობა ჯერ კიდევ უაღრესად ხელშესახებია - ისინი იყენებენ ყველაფერს თავიანთი რეზერვიდან , რომ დაგვარტყან: ლუგანსკის ოლქი, დონეცკის ოლქი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთ პირობებში იცავს ჩვენს პოზიციებს. ეს არის ნამდვილი გმირობა,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან უკრაინის თავდაცვის დაზვერვას, "ალფას" მებრძოლებს მადლობა გადაუხადა, არმიის ავიაციისა და საჰაერო ძალების მფრინავებს, "ოლექსანდრიას" სარდლობის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×