რეზონანსი
08.05.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 მაისს შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა, ხოლო ქართული წარმოშობის სამხედრო მფრინავს, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოვების ინფორმაცია თავის ვიდეომიმართვაში გაავრცელა:

„ტრადიციულად საღამოს მოვაწერე ხელი ბრძანებებს ჩვენი დამცველების დაჯილდოების შესახებ. სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურეს. უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს, სიკვდილის შემდეგ“, - აღნიშნა გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკიმ.

წოდება უკრაინის გმირი უკრაინის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც უკრაინაში 1998 წელს პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმასმა შემოიღო. 2022 წლის 3 მაისის მონაცემებით, დაჯილდოვებულთა საერთო რაოდენობა 637 ადამიანს შეადგენს, მათ შორის ერთს ჩამოერთვა ტიტული.

რაც შეეხება ახლანდელ ომს, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე უკრაინის გმირის წოდება სულ 146 ადამიანს აქვს მინიჭებული.

50 წლის ოლეგ იროდის ძე გეგეჭკორი უკრაინელი სამხედრო მფრინავი იყო. დაიღუპა 2022 წლის 8 მარტს რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. მას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა უკრაინის გმირის წოდება.

წარმოშობით ქართველი ოლეგ გეგეჭკორი დაიბადა ყირიმში, სამხედრო მფრინავის ოჯახში. სწავლობდა ქალაქ კრემენჩუკის სავერტმფრენო სასწავლებელში. გარდა ამისა, მსახურობდა ხერსონის ოლქში, საარმიო ავიაციის ცალკე ბრიგადაში. 2014 წლიდან მონაწილეობდა საბრძლო მოქმედებებში დონბასში, თავი გამოიჩინა დებალცევოსთან ბრძოლაში.

2022 წელს, რუსეთის თავდასხმის დროს, მეთაურობდა უკრაინის სახმელეთო ჯარების საარმიო ავიაციის მე-11 ცალკე ბრიგადის ვერტმფრენთა ესკადრილიას (საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვედანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან). დაიღუპა საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად კიევის მახლობლად. დაჯილდობულია მე-2 ხარისხის ორდენით „მამაცობისთვის“ და უკრაინის გმირის წოდებით, სიკვდილის შემდეგ. დაკრძალულია უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×